x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა მოგვივა თუ ტანს 2 დღე არ დავიბანთ? გაითვალისწინეთ
მეცნიერები ათწლეულების მანძილზე ამტკიცებდნენ ყოველდღიური შხაპის სარგებლიანობასა და მავნებლობას. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ ყოველდღიურად ტანზე უამრავი ბაქტერია გროვდება და მოცილება აუცილებელია შხაპით; ნაწილის თქმით კი სულაც არ ასოცირდება ხშირი დაბანა უძლურებასა და დაავედებებთან და აქვე ამატებენ, რომ ჩვენი წინაპრები ხშირად და კომფორტულად ვერ იბანდნენ, თუმცა ჯანსაღები იყვნენ. დღევანდელ სტატიაში კი უბრალოდ იმის თქმა მინდა, თუ რა მოსდის სხეულს, როდესაც შხაპს არ ვიღებთ ორი დღის განმავლობაში და როგორია დაბანის სწორი გრაფიკი.


image



დილის შხაპი დედამიწის უმეტეს მაცხოვრებელს უყვარს, რომელიც როგორც განწმენდს სხეულს, ასევე გონებას. საკმაოდ კარგი ჩვევაა, ვინაიდან ის არამარტო ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას, არამედ პიროვნების ემოციურ მდგომარეობაზეც მოქმედებს.


ბავშვებისთვის დილის შხაპის სარგებლიანობაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ, რადგან მათი კანი იმდენად მგრძნობიარეა, რომ კვირაში მხოლოდ 1–2–ჯერაა რეკომენდირებული მათი დაბანა.



თავის ყოველ დღე დაბანა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მეცნიერები გვირჩევენ, რომ დავიბანოთ კვირაში მხოლოდ 1–2–ჯერ. თავის ხშირი დაბანა ხელს უწყობს კანის გამოშრობას, კვირაში ერთხელ ან ორჯერ კი სრულიად ნორმალურია, რადგან ამ პერიოდში კანიდან გამოყოფილი ბუნებრივი ცხიმები მის დატენიანებას უწყობენ ხელს და შესაბამისად სიმშრალე არ დაგვემართება.


რა საერთო აქვს შხაპს იმუნურ სისიტემასთან? ჩვენს ორგანიზმს აქვს უნარი წარმოქმნას კანზე ახალ–ახალი ბაქტერიები. ადამიანის სხეულზე ბინადრობს 1000 სხვადასხვა სახეობის ბაქტერია და 40–მდე სახეობის სოკო, თუმცა ნუ ინერვიულებთ, მათი არსებობა ჩვენს ჯანმრთელობას მიუთითებს, რადგან ისინი საჭირო სოკო–ბაქტერიებია. ისინი სასარგებლოა იმ გაგებით, რომ მავნე პათოგენებისგან დაცვით ფუნქციას ასრულებენ. სწორედ ამ მიზეზის გამო არაა რეკომენდებული ტანის ყოველ დღე დაბანა და თუნდაც 2 დღეში ერთხელ, რადგან იხოცება არასაჭიროსთან ერთად საჭირო ბაქტერიები, რომლებიც უდიდეს როლს ასრულებენ ჩვენი სხეულის დაცვით სისტემაში. (იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებზე არაა აქ საუბარი მიხვდებოდით ალბათ)


image


P.S. 2–3 დღე შხაპის მიღების გარეშე ბევრი თქვენგანი გარისკავს ჯანმრთელობის ფასად, რადგან იმ შემთხვევაში თუ ოფლიანობთ, ოფლთან ერთად ბევრი მავნე ბაქტერია გამოიყოფა, რომელთა მოცილება სავალდებულო და აუცილებელია, ამიტომ ოფლიანობის შემთხვევაში აუცილებლად იბანეთ, სხვა შემთხვევაში კი ყოველ დღე ნუ დაიბანთ. იბანეთ ტანი პერიოდულად და აუცილებლად ყოველ საღამო მოიცილეთ მაკიაჟი, თუ გინდათ რომ თქვენი სხეული და სახის კანი იყოს ჯანმრთელი და სუფთა.



იხილეთ აგრეთვე:


რა მოგვივა თუ მდოგვის აბაზანას მივიღებთ? გაოგნდებით

სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩება

აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმა

აი რითი უნდა დაიწყოთ ყოველი დილა- აუცილებლად გაითვალისწინეთ!

რატომ ჩნდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და როგორ მოვიშოროთ იგი?


5
10920
24-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
10920
  
2017, 15 თებერვალი, 14:53
აბაა :)))) ისედაც სულ მაკრიტიკებენ ზოგიერთ სტატიაზე რეებს წერო და... :) ეს უნდოდათ კიდევ? ზარმაცებს კი გავუხარე გული :)))
2017, 15 თებერვალი, 12:25
მეამეას დააბრალებენ :-)) იტყვიან არა ძმაო რა დაუბანელი რა სუნი უბრალოდ ცხოვრების ჯანსაღ წესს მივდევო :-))
2017, 14 თებერვალი, 18:08
:)))) წარმოვიდგინე და გავიხსენე რა ხდება ხოლმე საზოგადოებრივ მარშუტებში :)))
2017, 14 თებერვალი, 18:01
მოგიწოდებთ ფართო მასებამდე ნუ მიიტანთ ამ სტატიას!!
თორე მოვა ზაფხული და ნახეთ მერე:-))))
2017, 14 თებერვალი, 17:49
პასუხი სათაურზე– ავყროლდებით :)
0 1 5