x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბალიშზე ძილის პოზა თქვენს საიდუმლოს განსაზღვრავს
image


ძილი ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება. ის ჩვენი ცხოვრების ერთ–ერთი განუყოფელი ნაწილია და მის (ცხოვრების) მესამედს სწორედ რომ ძილში ვატარებთ. ძილის პოზებმა და იმ ფაქტმა, თუ როგორ ვდებთ თავს ბალიშზე, შეიძლება ჩვენი ქვეცნობიერი უამრავი საიდუმლო გახადოს საჯარო– პარტნიორთან ურთიერთობა, ტემპერამენტი და ა.შ.


გაინტერესებთ თუ რა საიდუმლოს ფლობს თქვენი ქვეცნობიერი? მაშინ გადახედეთ ფოტოებს, ამოიცანით თქვენი ძილის პოზა ბალიშზე და ამოიკითხეთ შედეგი.



1. მთლიანად დანაოჭებული (დაკუჭული) ბალიში. თუ ყოველი ძილის წინ თუ შემდგომ თქვენი ბალიში გამოიყურება ისე, თითქოს მას მანქანამ გადაუარა, ეს ფაქტი აღწერს პიროვნებას როგორც ღრმად მხატვრული და ემანსიპაციური, რომელსაც აქვს მილიონი იდეა თავში და გამუდმებით ფიქრობს მათ ვარიანტებზე.


image



2. ბალიშის გარშემო შეკრული ხელები. ბევრ ბავშვს ახასიათებს მსგავსი ძილი პლუშის სათამაშოებით, თუმცა მოზრდილ ასაკში მსგავსი ჩვევა ხშირ შემთხვევაში რჩება. თუ თქვენ შემოგრჩათ მსგავსი ჩვევა, მას მხოლოდ ორი ახსნა აქვს– პიროვნება ეძებს კომფორტს, რადგან მზრუნველობა მოკლებულია ან პირიქით, საკმაოდ აქვს განვითარებული სხვაზე ზრუნვის ინსტიქტი.

image



3. ბალიშზე თავით შეკრული ხელები. მსგავსი პოზა ახასიათებთ ადამიანებს, რომელთაც ცხოვრება აქვთ დეპრესიულ ზღვარზე, ან რაღაც აკლიათ და ეძებენ. სანამ დაწვებით დასაძინებლად, გააცნობიერეთ რა გსურთ და შეამჩნევთ, რომ ძილის პოზა მალევე შეიცვლება.

image



4. თუ ძილის დროს ძირს აგდებთ ბალიშს. თუ საღამოს ბალიშზე იძინებთ და დილით გაღვიძებულს ძირს დაგდებული გხვდებათ, ეს მიუთითებს რომ პიროვნება განიცდის საზოგადოების მხრიდან აბუჩად აგდებას ან უგულებელყოფას. დღის მანძილზე შესაძლოა მტკიცედ ეჭიროს თავი მას, თუმცა ღამე ძილში მისი ქვეცნობიერი მჟღავნდება.

image



5. ბალიში კისრის ქვეშ. მსგავსი ჩვევა ახასიათებთ ადამიანებს, ვისაც უყვართ წესრიგი და სიცხადე. ასეთი ადამიანები ძალიან ორგანიზებული და ეფექტურები არიან, აფასებენ რიტმს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათ იციან, თუ როგორ უნდა მოიძიონ სიხარული და მიიღონ სიამოვნება ყოველდღიურად ყველაზე პატარა დეტალებით. ასეთი ადამიანები თავს არიდებენ დაუგეგმავ შემთხვევებს და შეუძლიათ ნებისმიერი ქაოსის სტაბილიზაცია, თუ საჭიროებს ის მათგან.

image



6. ბალიშზე მიყრდნობილი ძილი. მსგავს პოზაში ძილი მიუთითებს ადამიანებზე, რომელთაც აქვთ სრული ქაოსი სულში და პრობლემები. ამ შემთხვევაში ძილის მცდელობაც კრახით სრულდება და მოზღვავებული ენერგია, რომელიც უძილობას იწვევს ხშირად აიძულებთ ღამე წიგნი იკითხონ. ასეთი ტიპის ადამიანები დილის 6 საათზე თუ ახერხებენ ჩაძინებას.

image



7. ძილის დროს ბალიშის აქეთ–იქით გადაბრუნება. ძალიან ბევრს ახასიათებს მსგავსი ჩვევა, რომ სანამ ძილის სასურველ პოზას მიაგნებენ, ბალიშს აბრუნებენ აქეთ–იქით, თუმცა თუ მსგავსი ჩვევა ქრონიკულია, ეს მიუთითებს ამ პიროვნების ამბიციურობაზე. ყოველთვის იბრძვიან პირველობისკენ კარიერა იქნება თუ სხვა, არ უყვართ კომპრომისზე წასვლა და არიან სულ რაღაც ახლის ძიებაში.

image



8. ბუტერბროდის პოზა. ერთი მკლავი ბალიშის ქვეშ, მეორე კი ბალიშზე, მიუთითებს ადამიანებზე, რომელთაც აქვთ თანაგრძნობისა და სიბრალულის გრძნობა. ისინი ყოველთვის არიან მზად სხვებს დაეხმარონ. ხშირად კი სხვისი პრობლემების გადაწყვეტის ფიქრებში გართულებს არასასიამოვნო სიტუაციაში მოუწიათ აღმოჩენა. იქნებ ღირს დაფიქრდეთ, ღირს კი თანაგრძნობა, რომელიც გაზარალებთ და მათგან დაუფასებელი რჩება?

image



იხილეთ აგრეთვე:


* რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

* აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმა

* უძილობა სერიოზული პრობლემაა.

* თუ თქვენ "ბიუსტჰალტერით" გძინავთ, მაშინ ეს აუცილებლად წაიკითხეთ

* იცოდით, რომ ძილში წონაში იკლებთ?

* ნახეთ თუ რას განსაზღვრავს თქვენი ძილის პოზა

* იცოდით, რომ ძილის პოზა განსაზღვრავს თქვენს პირად ურთიერთობებს?

4
4097
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4097
  
2017, 4 იანვარი, 21:39
რაც ეწერა, ყველა ვთარგმნე, მაგაზე ვერაფერს გეტყვით სამწუხაროდ.
2017, 4 იანვარი, 21:29
და უბალიშოდ ძილი აი საერთოდ რომ არ იყენებ ბალიშს?
2017, 4 იანვარი, 17:54
მართლაა? :))) მეც სულ ასე მძინავს :)
2017, 4 იანვარი, 15:12
ბუტერბროდის პოზის სახელწოდება მომეწონა:)) არადა ჩემია :)
0 1 4