x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არ გადააგდოთ ამოღებული, ბავშვის სარძევე კბილი! და, აი რატომ
კარგად ვიცით, რომ ბავშვი სულ 20 სარძევე კბილს შიცავს, რომელთაც ის 6–8 წლის ასაკიდან იცვლის. კბილის ცვლის პროცესი ყველას შემთხვევაში ინდივიდუალურია და როგორც წესი 14 წლის ასაკში უნდა დასრულდეს. ყველას გვსმენია ალბათ ბავშვობაში დედის ნათქვამი "თუ კბილს თაგვს გაატან, მასავით მაგარი კბილები ამოგივაო", ან კბილის ფერიაზე, რომელიც "კბილის სანაცვლოდ ბალიშის ქვეშ ფულს ტოვებს". ეს ყველაფერი რაღა თქმა უნდა ხუმრობა იყო, რაც ყველა ბავშვს კბილის დაცვლის და ამოღების პროცესს უხალისებდა და უმსუბუქებდა. კბილის ამოღებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი კვლევები კი ნამდვილად გაგაოცებთ.


კბილის ცვლა ძალზედ ნორმალური ბუნებრივი თანმხლები მოვლენაა ბავშვის ზრდის პროცესში. ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ აუცილებლად უნდა შეინახოთ ეს კბილი, რადგან მის მფლობელს სასწაულსაც კი პირდება.


image


ჩვენ ვიცით უკვე ის ფაქტი, რომ მშობლები ინახავენ დაბადების პროცესიდან შვილის ჭიპლარს სპეციალურ "ბანკებში" (სისხლის ბანკი და ა.შ.), რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ღეროვან უჯრედებს, რაც ხელს უწყობს ნებისმიერი ორგანოს სტრუქტურის დიფერენციას. თუმცა, ვინც ჭიპლარი ვერ შეინახეთ, დასანანი არაფერი გაქვთ, რადგან 2003 წლიდან მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვის კბილი შეიცავს ათასობით ღეროვან უჯრედს, რაც ასევე ეხმარება სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში. სწორედ ამ ღეროვანი უჯრედების მეშვეობით ხდება შესაძლებელი განიკურნოს დაზიანებული სასიცოცხლო ორგანოები.



ღეროვანი უჯრედები კბილს აქვს პულპის (რბილობის) ღრუში, რომელთაც გენერირების შემდეგ შეუძლიათ ისეთი ნივთიერებების ღდგენა, როგორიცაა ნეირონები, ხრტილი, ძვალი და გულის საკნები. ამ უჯრედების მეშვეობით შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის განკურნება.

image



არსებობს კონცეფცია– კბილის ამოღებიდან მხოლოდ 48 საათის მანძილზე რჩება ცოცხალი ღეროვანი უჯრედები და სწორედ ეს პერიოდია მათი სწორად შენახვისათვის, სპეციალურ ორგანიზაციებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ღეროვანი უჯრედები იღუპება.


ვისაც გექნებათ სურვილი და ფინანსები, შეგიძლიათ უზრუნველყოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობა მომავალშიც სწორედ ამ სახით.


image



იხილეთ აგრეთვე:


* სექსი კალორიებს არ წვავს! 4 მეცნიერული ფაქტი, რომელიც შეცვლის თქვენს წარმოდგენას

* სპერმა დეპრესიას კურნავს! +13

* 10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება გაქვთ


0
1647
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1647
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0