x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"სრული სოლიდარობა შიშველ ბიჭს სვანეთიდან... ხელი ამეფარებინა თუ არა, მაგაზეც დავფიქრდებოდი ამ იდიოტების ჯინაზე...."
image
ახალგაზრდა უცხოელ მამაკაცს, რომელმაც სვანეთში შიშველი ფოტო გადაიღო, სვანებმა ბოდიში მოახდევინეს. ეს ვიდეო ირაკლი ნარსავიძემ ატვირთა "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ყველას მოუწოდებდა, რომ გაევრცელებინათ ვიდეო და თუ ამდაგვარი რამ კიდევ განმეორდებოდა, ასეთი საუბრით აღარ შემოიფარგლებოდნენ:

"ეს ის ადამიანია, რომელმაც სოციალურ ქსელში სვანეთის ფონზე შიშველი ფოტო დადო. ყველამ გაითვალისწინეთ ამის შემდეგ, რომ ასეთი საქციელი აღარ განმეორდეს. თუარადა ასე ლაპარაკით შემდეგში აღარ შემოვიფარგლებით !!!
გააზიარეთ ვიდეო, რომ ყველამ ნახოს!"imageეს ვიდეო საზოგადოების ნაწილმა ერთგვარ მუქარად აღიქვა.

"ამის შემდეგ ყველამ იცოდეს, რომ ესეთი რაღაცეები სვანეთში და ზოგადად ქართულ მიწაზე და კავკასიის რეგიონში არ ხდება. ეს არის არაკულტურული საქციელი და არანაირი "თანამედროვე ჩარჩოები" ჩვენთვის არაფერი არ არის და ყველა კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა დგას ჩვენი ადათ-წესები და ჩვენი ტრადიციები....

მსგავსი საქციელები აკონტროლეთ, რომ შემდეგში აღარ მოხდეს...."-ასეთი შინაარსის ფრაზებს შეიცავს ეს ვიდეო, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა.


იხილეთ ვიდეო:


იხილეთ გამოხმაურება კომენტარებში:

imageimageimageimage
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი სოლიდარობა გამოუცხადა შიშველ ბიჭს სვანეთიდან:

"სრული სოლიდარობა შიშველ ბიჭს სვანეთიდან.
მსგავს ფორმაში რომ ვიყო, უფრო შორსაც წავიდოდი ჩემი სოლიდარობის გამოხატვაში - ზუსტად იქვე გადავიღებდი ფოტოს და გამოვაქვეყნებდი....
p.s. ხელი ამეფარებინა თუ არა, მაგაზეც დავფიქრდებოდი ამ იდიოტების ჯინაზე...."
" უცნაური ისაა, რომ ამ სტატუსს ალაიქებს ათამდე ის ადამიანი, რომელმაც ამ ვიდეოში მონაწილე პრაქტიკულად ტერორისტი ვინმე ირაკლი ნარსავიძის მიერ ატვირთულ ამ ვიდეოსაც ალაიქებს. ყველას ანფრენდი სამუდამოდ."



სოფო ნიჟარაძე-ნიკა გვარამია სიტყვა "შიშველზე" ბოდიში გაქვს მოსახდელი სვანური წესებით. იხ. ავთანდილ მარგიანი..."
image

1
1224
3-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1224
  
2016, 12 დეკემბერი, 0:19
ეს ბიჭი ნამდვილი ქართველია, პატრიოტი, ნამდვილი სვანი და ვაჭკაცი. ჩემთვის ეს ადამიანი სამაგალითოა და დიდ პატივის ცემას იმსახურებს AVE ძმაო!
პ.ს. ცუდი არ იქნებოდა მეც შენნაირი რომ ვყოფილიყავი! თუმცა ეხლა შევეცდები
0 1 1