x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ბარაქის ხემ რომ «იმუშაოს»... და არა მხოლოდ ფინანსური მიმართულებით

image


კრასულა ჩვენთვის უფრო მეტად «ფულის, ბარაქის ხის» სახელით არის ცნობილი. ამბობენ, რომ ის ფინანსურ კეთილდღეობას იზიდავს და სწორედ ამ თვისების გამო, მისი ნახვა ბევრ ოჯახში და ოფისებშიც კი შეიძლება. მატერიალური კეთილდღეობის გარანტად მცენარე ჩინელებმა აქციეს (ფენ შუის ფილოსოფიის მიხედვით, სწორედ ის იზიდავს მატერიალურ კეთილდღეობას ოჯახში). მაგრამ იმისთვის, რომ «ბარაქის ხე» ამუშავდეს, რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინება არის საჭირო.

ჯერ ერთი, მცენარისთვის სწორი ადგილი უნდა შეირჩეს. მისი ქოთანი ოთახის სამხრეთით ან სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში უნდა იდგას. მეორეც – ის ნაჩუქარი ან «მოპარული» (რა თქმა უნდა, მთლიანად არა, მხოლოდ ყლორტი, რომლიდანაც საკუთარ ხეს გაზრდით სახლში) უნდა იყოს. გარდა ამისა, ხის ღეროს წითელი ძაფი უნდა ჰქონდეს შებმული – ფენ შუის მიხედვით, სწორედ წითელი ფერია მატერიალურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი. ხოლო ქოთანში, გადარგვის წინ, მიწის ჩაყრამდე, რკინის ფული უნდა იყოს მოთავსებული, რომ ფინანსური შემოსავალი ოჯახის ყველა წევრს გაეზარდოს.


მიუხედავად იმისა, რომ მცენარე ძალიან პოპულარულია, მისი ყველა თვისების შესახებ, ბევრისთვის ცნობილი არ არის. კერძოდ ის, რომ კრასულა, რამოდენიმე პათოლოგიის შემთხვევაში, ძალიან ეფექტური წამალია.

მკურნალობა ბარაქის ხით


სხვა წამლებისგან განსხვავებით, ეს მცენარე ყოველთვის ხელთ არის. საჭიროა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება:

1. მკურნალობა დაჟეჟილობის და დაჭიმულობის დროს: მცენარეს წვენით დაასველეთ ბინტი და დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე ან კუნთზე. შემდეგ გადააფარეთ სამზარეულის აპკი და დააფიქსირეთ ბინტით. გამოიცვალეთ სახვევი ყოველ 3 საათში.

2. მცენარეს ფოთოლი კრაზანის ნაკბენის ტკივილსაც აყუჩებს. გაჭრილი ფოთოლის ნაკბენზე კბენისთანავე დადების შემთხვევაში, სულ მალე, ტკივილიც გაყუჩდება და შესიებაც გაქრება.

3. ანგინის, ყელის ანთების, ტონზილიტის და ფარინგიტის დროს, რეკომენდირებულია 1/3 ფოთლის დაღეჭვა, დღეში 3-ჯერ.

4. თირკმელების ანთების დროს: 1 ჩ. კ. წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ წყლის აბაზანაზე, თავდახურულ ჭურჭელში, 15 წუთი. ამის შემდეგ, დააყენეთ 1 სთ. მიიღეთ 1 ს. კ. დღეში 3-ჯერ, საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი, სულ მცირე 10 დღე. კურსის გამეორება 1 კვირის შემდეგ შეიძლება.

5. ხელების ართრითის დროს, სასარგებლოა მცენარის წვენის შეზელა მტკივნეულ ადგილებში.

6. მას ვისაც ჰემოროი (ბუასილი) აწუხებს, უნდა გარეცხოს მცენარის 4 ფოთოლი, გამოწუროს წვენი და შეურიოს ვაზელინის ზეთს (1:1). მიღებული ნაზავი უნდა წაისვას ბუასილის კვანძებზე ან ნაზავით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი გაიჩეროს 15-20 წუთი მტკივნეულ ადგილებთან. პროცედურის გამეორება საჭიროა დღეში რამდენჯერმე, რომ კვანძები შემცირდეს და ტკივილი გაქრეს.

7. ბარაქის ხის ფოთლებით მკურნალობა სასარგებლოა კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის შემთხვევაში: ყოველ დილით უზმოზე საჭიროა 2 ფოთლის შეჭმა და წყლის დაყპლება. ხოლო საუზმე – მხოლოდ 1 საათის შემდეგ.

8. ბარაქის ხის ფოთლები კარგად უმკლავდება კოჟრებს (მაზოლი) და მცირე ზომის დამწვრობას. დაზიანებულ ადგილზე, ფოთლის რამდენჯერმე დადების (დაიდეთ და სანტევიკით დაიმაგრეთ) შემდეგ, კანის დაზიანებული ქსოვილის სრულად აღდგენა ხდება.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ნატურალური სასუქი ოთახის ყვავილებისთვის
* სილამაზე, რომელიც კლავს (შხამიანი სახლის მცენარეები)
* სახლში რომ ყოველთვის ზაფხული იყოს. ყვავილები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ყვავის
* როგორ უნდა შევარჩიოთ ოთახის მცენარეები, რომ სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს
* ვარდები ეზოში და სახლის ირგვლივ
* სახლის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო
* ადვილად მოსავლელი სახლის ყვავილები

* ჯანჯაფილის ყვავილობა, ფესვის შერჩევის და მოხმარების წესები
* ჯანჯაფილის დათესვა და მოვლა სახლის პირობებში
* აქვს თუ არა მცენარეს ინტელექტი?

* ია – პასუხები მცენარესთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე
* იების მოვლის და გამრავლების ძირითადი წესები
* ია მარტოობის ყვავილია? ლეგენდა შექმნის და მისი სასარგებლო (ფერების მიხედვით) თვისებების შესახებ
* ვიოლა - «ბაღის ია». ნაწილი I – ქოთნის და ღია გრუნტის სახეობები

0
19062
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
19062
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0