x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლობიო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის და არა მარტო (5 რეცეპტი)

დიაბეტთან დაკავშირებული პრობლემა, ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი არასწორი კვება, უხარისხო, არანატურალური, ნახევარფაბრიკატების და საეჭვო წარმოშობის საკვების გამოყენება არის.
და ეს იმ დროს, როდესაც თავად ბუნებამ იზრუნა იმაზე, რომ ჩვენი კვების რაციონი სრულყოფილი, მრავალფეროვანი და სასარგებლო იყოს.
ბუნების ერთ-ერთი ასეთი ნობათი არის ლობიო, ყველასთვის კარგად ნაცნობი პროდუქტი, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.

ლობიო არა მარტო უნდა ჩაირთას დიაბეტით დაავადებული ადამიანის რაციონში, არამრდ, ამის გაკეთება აუცილებელიც არის, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის სტაბილიზაციის და სისხლში შაქრის დონის შემცირების მიზნით.
თუ დიაბეტი გაქვთ, შეგიძლიათ სხვადასხვა სახის ლობიოს გამოყენება: წითელი, თეთრი, შავი, მწვანე... და ლობიოს პარკის გამოყენებაც კი (20 გრ. ხმელ პარკს დაასხით 1 ლ. წყალი, ადუღეთ 10 წთ. და მიიღეთ 100 მლ. ნახარში, დღეში სამჯერ, საჭმლის მიღებამდე, 30 წუთით ადრე).

image


მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ლობიოს შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავების, ნახშირწყლების და ცილების წყალობით, ლობიო არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დიაბეტით დაავადებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ექიმები ლობიოს შემადგენლობას ინსულინის შემადგენლობასთან ათანაბრებენ და ეს მას შეუცვლელ დამხმარე (ლობიო ინსულინს ვერ ჩაანაცვლებს) საშუალებად ხდის დაავადების პროფილაქტიკის და მკურნალობის დროს.



თეთრი ლობიოს სუპ-პიურე


ინგრედიენტები:


თეთრი ლობიო – 400 გრ.

ყვავილოვანი კომბოსტო – პატარა თავი


ხახვი – 1 ცალი

ნიორი – 1 კბილი

ზეთი – 1 ს. კ.

ქინძი, მარილი, პილპილი – გემოვნებით


მომზადება:


1. პატარა ქვაბში, ზეთში მოთუშეთ ნიორი და ხახვი > დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კომბოსტო და ლობიო > დაასხით წყალი და მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ხარშეთ 20 წუთი.

2. რომ შეგრილდება, ბლენდერში გადაასხით > დააბლენდერეთ პიურეს დონემდე და ისევ ქვაბში გადაიტანეთ.

3. დაამატეთ მარილი, პილპილი და ქნიძი > 2 – 3 წთ. კიდევ ადუღეთ.


image

image

მწვანე ლობიოს სალათი


ინგრედიენტები:


მწვანე ლობიო – 500 გრ.

სტაფილო – 300 გრ.

ყურძნის ძმარი – 3 ს. კ.

ზეთი – 2 ს. კ.

მარილი, პილპილი და მწვანილი – გემოვნებით


მომზადება:


1. დაამტვრიეთ მწვანე ლობიო და მსხვილ ჩხირებად დაჭერით სტაფილი.

2. აადუღეთ წყალი > დაუმატეთ მარილი და ჩაყარეთ ლობიო და სტაფილო > ხარშეთ 5 წუთი.

3. ბოსტნეული გადაიტანეთ თუშფალანგში და კარგად რომ დაიწკრიტება, მოათავსეთ თასში > დაამატეთ მარილი, პილპილი (სურვილის შემთხვევაში სხვა სანელებლები), ძმარი და მწვანილი.

image

ლობიო პომიდვრით



ინგრედიენტები:


მწვანე ლობიო – 1კგ.

ხახვი – 50 გრ.

პომიდორი – 300 გრ.

სტაფილო – 300 გრ.

ოხრახუში და კამა – თითო კონა

შავი პილპილი – 3 – 4 მარცვალი

მარილი და წიწაკა – გემოვნებით


მომზადება:

1. დაამტვრიეთ ლობიო პატარა ნაწილებად > გადაავლეთ მდუღარე წყალი და მოათავსეთ თუშფალანგში, რომ დაიწკრიტოს.

2. ხახვი და სტაფილო დაჭერით წვრილად და თუშეთ იქამდე, ვიდრე ხახვი არ დარბილდება.
3. პომიდორი დააბლენდერეთ ან ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ.
4. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და 20 წუთით შედგით 180 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში.

5. სუფრაზე მიტანა შეიძლება როგორც ცხელი, ისე ცივი სახით.

image

ლობიო კომბოსტოს მწნილით



ინგრედიენტები:


ხმელი ლობიო – 1 ჭიქა

კომბოსტოს მწნილი – 1 ჭიქა

წყალი – 3 ჭიქა

ხახვი – 2 თავი

ზეთი – 3 ს. კ.

მწვანილი და მწვანე ხახვი (დაჭრილი) – 3 ს. კ.


მომზადება:


1. ლობიო დაალბეთ ცივ წყალში 6 სთ.-ს მანძილზე.

2. მოხარშეთ ლობიო და როდესაც მზად იქნება, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 1 სთ-ს მანძილზე.

image

ლობიოს და კარტოფილის სალათი


ინგრედიენტები:


კარტოფილი – 70 გრ.

ლონიო – 200 გრ.

ხახვი – 1 პატარა თავი

არაჟანი – 1 ს. კ.

ძმარი – 1 ს. კ.

მწვანილი და მწვანე ხახვი – 3-3 ძირი

სუნელები – გემოვნებით


მომზადება:


1. მოხარშეთ ლობიო და კარტოფილი.

2. როდესაც გაგრილდება, თასში მოათავსეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და ლობიოს მარცვლები.

3. დაამატეთ სანელებლები, დაჭრილი ხახვი და მწვანილი.


image

image

ლობიოს გამოყენების უკუჩვენება დიაბეტით დაავადებულთათვის


მიუხედავად იმისა, რომ ლობიო სასარგებლო პროდუქტი არის, მაინც არსებობს გარკვეული შეზღუდვები მისი მოხმარების დროს.
უპირველეს ყოვლისა, ლობიოს მიღება არ შეიძლება მისთვის, ვისაც ალერგიული რეაქცია აქვს ყველა სახის პარკოსან კულტურებზე.
ლობიოს კერძები ასევე არ შეიძლება დიაბეტით დაავადებული ფეხმძიმე და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის.
ვიდრე ლობიოს ჩართავთ საკუთარ რაციონში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, ამ პროდუქტის მოხმარების რაოდენობასთან დაკავშირებით, თქვენი დაავადების ფორმის გათვალისწინებით.

0
1875
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1875
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0