x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
3 ყველაზე მატყუარა ზოდიაქოს ნიშანი
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას "ეზოთერიკას". ფაქტობრივად მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.


image


ყველა იტყუება- ზოგი თავს იწონებს ტყუილების საშუალებით პირველ პაემანზე ( და არა მარტო); ზოგი ტყუილების საშუალებით იმართლებს თავს; ზოგიც იმისათვის, რომ მეგობრებს არ აწყენინოს, ამიტომ ცრუობს. ასე, რომ ტყუილი გავრცელებული მოვლენაა და არ არსებობს პირი, ვისაც ერთხელ მაინც არ ეცრუოს, თუმცა მაინც ვერ ვიტანთ მატყუარებს, ტყუილი ხომ საშინლად გამაღიზიანებელი რამაა. სწორედ დღევანდელ სტატაიაში მინდა წარმოგიდგინოთ სამი ყველაზე მატყუარა ზოდიაქოს ნიშანი.



1. ტყუპები. ერთი შეხედვით გულღია, პირდაპირი და სტუმართმოყვარეა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი, თუმცა ეს ასე არაა. თავად ტყუპებსაც არ სჯერა იმის, რომ იტყუება ხოლმე. არასაიმედოები არიან და არ ინარჩუნებენ სიტყვას.



რჩევა: ყოველთვის გააანალიზეთ ის, თუ რას ეუბნებით ახლობლებსა და მეგობრებს.



2. კიბო. თავად კიბო საეჭვოდ და უნდობლობით უყურებს გარშემომყოფთ. ამიტომ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ძალიან ხშირად იტყუებიან. ძალიან კარგი ფანტაზია აქვთ და ხშირად იგონებენ შესანიშნავ სცენარს მოსატყუებლად, იმპროვიზაციის უნარს არანაირად არ უჩივიან.


რჩევა: ისწავლეთ ენდოთ ხალხს, ყველა ხომ არაა ისეთი ვისაც თქვენთვის ცუდი უნდა. ტყუილები დაანგრევს თქვენს ურთიერთობებს.



3. ლომი. ლომები ძალიან დრამატულები და შესანიშნავი მსახიობები არიან. უნდათ რომ ყოველთვის იყვნენ ლიდერები და ყურადღების ქვეშ მოექცნენ, მათი ქარიზმა კი აძლევთ ამის საშუალებას ოსტატურად მოიტყუონ. ხშირად კი იმისათვის ცრუობენ, რომ სხვების თვალში ამაღლდნენ საკუთარი შესაძლებლობების წყალობით.


რჩევა: შეწყვიტეთ ტყუილები! როდესაც ამყარებთ კომუნიკაციას, ე.ი. მოწონთ ადამიანებს თქვენთან ურთიერთობა და არ არის იმის მტკიცება საჭირო თუ რაოდენ დიდებული ხართ, მათ ისეთი მოწონხართ, როგორიც ხართ.




P.S. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ დრო ტყუილებზე ხარჯოთ. იყავით ყოველთვის მართლები და უფრო დაგაფასებენ გარშემომყოფნი.



იხილეთ აგრეთვე:


2017 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი


რა გელით 2017 წელს?


რა გელით 2017 წელს? (მე-2 ნაწილი)


3 საუკეთესო ქალი (ზოდიაქო), რომელთა ცოლად შერთვა ნამდვილად ღირს


ორი ყველაზე შეუთავსებელი ზოდიაქოს ნიშანი


2017 წლის ჰოროსკოპი- რას გვიწინასწარმეტყველებს ცეცხლისფერი მამალი?


ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები


როგორ დაბერდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?



0
776
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
776
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0