x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ის, რაც გაკვეთილი ანაკონდას სხეულში ნახეს, ნამდვილად დაუჯერებელია!

ქვეწარმავალი, გაბერილი მუცლით, ნიგერიის ერთ-ერთი რეგიონის სოფელში, ქალებმა შენიშნეს და მაშინვე დაუკავშირეს ის, ბოლო პერიოდში გახშირებულ, საქონლის ხშირ დაკარგვას… მალე მთელმა სოფელმა გაიგო, რომ დასახლებაში გველი იყო. მას მალევე მიაგნეს და მოკლეს, ხოლო როდესაც გაკვეთეს, თვალებს არ დაუჯერეს!


image
გველი, რა თქმა უნდა, გიგანტური იყო – 5 მ., მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მუცელში თხა ან ძაღლი კი არა, დაახლოებით 100 კვერცხი (ჩვეულებრივ, კვერცხების რაოდენობა 28 – 42 ცალია) ჰქონდა, რომლიდანაც ახლო მომავალში, გველის წიწილები უნდა დაბადებულიყვნენ… ანუ იმ გველის მსგავსი, კიდევ 100 გველი...

გველის ზუსტი სახეობის დადგენა ვერ მოხერხდა. ფოტოსურათის მიხედვით, სავარაუდოდ, იეროგლიფური ანუ კლდის პითონია — ყველაზე დიდი ზომის ქვეწარმავალი აფრიკის კონტინენტზე. მას არა აქვს შხამიანი კბილები და მსხვერპლს ძლიერი კუნთებით გუდავს.


image
აფრიკული პითონი ყველაფრით იკვევება, რის დაჭერასაც შეძლებს: დიდი ზომის მღრღნელებით დაწყებული – ვარანებით (სიგრძე 2-3, 5 მ. იწონის 100 კგ-მდე) დამთავრებული. ველურ ბუნებაში, მას შეუძლია ნიანგი ან პრაიდს ჩამორჩენილი ლომის ბოკვერიც დაჭიროს, ხოლო ადამიანებთან ახლოს — ქათმებზე, თხებზე და ძაღლებზე ნადირობს.


image
გველი ელვის სისწრაფით ესხმის თავს ნადავლს, გარს რგოლებად ეხვევა და იქამდე უჭერს ძლიერ, ვიდრე მსხვერპლს გული არ გაუჩერდება.

0
2868
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2868
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0