x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134372
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
სუპები და ბულიონები ბავშვებისთვის 6 თვიდან
image

1) ძროხის ან ქათმის ხორცის ბულიონი

შემადგენლობა:
ძროხის უცხიმო ან ქათმის ხორცი - 10 გრ
წყალი - 400 მლ
ოხრახუშის ძირები -5 გრ
სტაფილო -10 გრ
ხახვი - 5 გრ

მარილი

მომზადება:
ძროხის ხორცს ვრეცხავთ ცივ წყალში, ვწმენდთ აფსკებისგან, ვაჭრით ცხიმს და ვჭრით მცირე ზომის ნაჭრებად. გამზადებულ ხორცს ვათავსებთ ქვაბში და ვავსებთ წყლით. ბულიონი იხარშება დაბალ ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში, დროდადრო უნდა ურიოთ და მოხადოთ ქაფი. უკვე მზა ბულიონში ვამატებთ მარილს, წვრილად დაჭრილ ხახვს, სტაფილოს, ნიახურის ფესვს, შემდეგ ვაფარებთ ქვაბს სახურავს და ვადუღებთ კიდევ 5- 10 წუთი.

მზა ბულიონს გადავწურავთ საწურზე, მოვხსნით თავზე მომდგარ ცხიმს და ისევ ვადუღებთ. ასეთი ხორცის ბულიონი ბავშვს შეიძლება მიეცეს როგორც ცალკე კერძი, დაემატება რა შიგ გახეხილი ბოსტნეული ან სუხარი. ამ ბულიონზე შეიძლება დამზადდეს ბოსტნეულის ან მარცვლეულის სუპიც.
ანალოგიურად მზადდება ქათმის ბულიონიც.


image

2) ბოსტნეულის სუპ-პიურე

შემადგენლობა:

კომბოსტო - 20 გრ
კარტოფილი - 20 გრ
სტაფილო - 10 გრ
წყალი -100 მლ
რძე - 50 მლ
ნაღების კარაქი -5 გრ
მარილი

მომზადება:

გათლილი სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო (ან ყვავილოვანი კომბოსტო) კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში და დავჭრათ წვრილად. შემდეგ, გამზადებულ ბოსტნეულს ვყრით ქვაბში, ვასხავთ წყალს და ნელ ცეცხლზე ვხარშავთ. მზა ცხელ ბოსტნეულს ვხეხავთ წმინდა სახეხზე ნახარშთან ერთად, ვამატებთ ადუღებულ რძეს, ნაღების კარაქს და მარილს, კარგად ვურევთ და ისევ მიგვყავს ადუღებამდე - კერძი მზადაა პატარასთვის.

image

3) გახეხილი კარტოფილის სუპი


შემადგენლობა:
კარტოფილი -200 გრ
წყალი -200 მლ

რძე - 100 მლ
ნაღების კარაქი - 5 გრ
სტაფილოს წვენი - 5 მლ
მარილი

მომზადება:

გათლილ კარტოფილს კარგად ვრეცხავთ, წვრილად ვჭრით, ვათავსებთ ქვაბში და ვასხავთ ცივ წყალს. ვხაშავთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ, ცალკე ვასხავთ ნახარშს, ხოლო მოხარშულ კარტოფილს წმინდა სახეხზე ვხეხავთ. მიღებულ პიურეში ვამატებთ ნახარშს, რძეს, მარილს და კარგად ვურევთ, მიგვყავს რა კვლავ ადუღებამდე. სურვილის მიხედვით მზა კერძში შეგვიძლია დავამატოთ ნაღების კარაქი ან სტაფილოს წვენი.


image


4 ) ბრინჯის და სტაფილოს სუპ-პიურე

შემადგენლობა:

რძე - 50 მლ
ბრინჯი -25 გრ

სტაფილო - 100 გრ
ნაღების კარაქი 5 გრ
შაქარი
მარილი

მომზადება:

კარგად გაწმენდილი და გარეცხილი სტაფილო დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ ადუღებული წყალი. ვამატებთ ნაღების კარაქს და შაქარს, ვაფარებთ სახურავს და მიგვყავს ადუღებამდე.
შემდეგ ვამატებთ ბრინჯს და სუპს ვხარშავთ 45 – 50 წუთი, დროდადრო ვურევთ. უკვე მოხარშულ სტაფილოს და ბრინჯს ჩავხეხავთ საწურში და მიღებულ პიურეს ვამატებთ რძეს სასურველი სისქის მიღებამდე. შემდეგ გემოვნებით ვაყრით მარილს და კვლავ ვადუღებთ. მზა სუპში სურვილის მიხედვით შეგვიძლია დავამატოთ ნაღების კარაქი.

image

5 ) ყვავილოვანი კომბოსტოს და ყაბაყის სუპ -პიურე

შემადგენლობა:


ყაბაყი - 100 გრ
ყვავილოვანი კომბოსტო -100 გრ
კვერცხი (გული ) – 1 ც
წყალი - 200 მლ
ნაღების კარაქი - 5 გრ
მარილი

მომზადება:

გაწმენდილ და გარეცხილ ყვავილოვან კომბოსტოს წვრილად ვჭრით. ყაბაყს ვთლით და წვრილად ვჭრით. მზა ბოსტნეულს ვყრით ქვაბში, ვასხავთ ადუღებულ წყალს, ვაფარებთ სახურავს და ვადუღებთ. ბოსტნეულის ნახარშს ცალკე ვინახავთ, ხოლო მოხარშულ ბოსტნეულს ვხეხავთ წმინდა სახეხზე. შემდეგ ყვავილოვანი კომბოსტოს და ყაბაყის პიურეს ვაზავებთ გადადებული ბოსტნეულის ნახარშით, ვამატებთ მარილს და ისევ ვადუღებთ. უკვე მზა კერძს კი ვამატებთ წვრილად დაჭრილ კვერცხის გულს და ნაღების კარაქს.

image

6 ) ქათმის სუპ- პიურე

შემადგენლობა:

ქათმის ხორცი -70 გრ
ქათმის ბულიონი -200 მლ
რძე -50 მლ
ხახვი- 5გრ
ოხრახუშის ძირი- 5 გრ
ფქვილი - 5 გრ
ნაღების კარაქი -5 გრ
მარილი


მომზადება:

ვხარშავთ ქათმის ხორცის ბულიონს, ვამატებთ დაჭრილ ხახვს და ოხრახუშის ძირს. მოხარშულ ხორცს ორჯერ ვატარებთ ხორცის მანქანაში და ვყრით ადუღებულ ბულიონში. ვაზავებთ მას ფქვილში არეული ნაღების კარაქით.ვამატებთ რძეს, მარილს და კვლავ მიგვყავს ადუღებამდე.
ქათმის სუპ -პიურე თქვენი პატარასთვის მზადაა.

0
2325
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
2325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0