x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ გინდათ, რომ ფული დაზოგოთ... რჩევები საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხანგრძლივი მოხმარებისთვის

ძალიან ხშირად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა იმის გამო ფუჭდება, რომ ჩვენ მას სწორედ არ ვექცევით, გვეზარება ინსტრუქციის წაკითხვა და ყოველთვის რაღაცას არასწორედ ვაკეთებთ.

აქ მოცემულია მოკლე წესები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, ტექნიკაც დიდხანს მოგვემსახურება და ფულიც დაგვეზოგება.


სარეცხი მანქანა


image


* მანქანაზე არასდროს დადგათ მძიმე ნივთები.

* აუცილებლად შეამოწმეთ ყველა ჯიბე, ამოიღეთ ყველაფერი, რაც შიგნით იქნება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ მანქანა.

* რეცხვის დროს, მხოლოდ მანქანისთვის განკუთვნილი სარეცხის საშუალებები გამოიყენეთ. ხელით რეცხვის ფხვნილი ძალიან ძლიერია და მანქანას გააფუჭებს.


image


* გაწმინდეთ სარეცხი მანქანის რეზინის დეტალები ყოველი გარეცხვის შემდეგ. ასევე აუცილებლად გამოიღეთ, გაავლეთ და გაამშრალეთ ფხვნილის ჩასაყრელი განყოფილება. ამას თუ არ გააკეთებთ, მანქანაში ობი და სოკო გაჩნდება.

* მანქანიდან სარეცხი მაშინვე გამოიღეთ, როგორც კი რეცხვას დაასრულებს. თუ სველი და მძიმე სარეცხი დიდი ხნის მანძილზე იქნება შიგნით, შეიძლება ბარაბანი დაზიანდეს.

* თუ თქვენს მანქანას არა აქვს სპეციალური, თვითგაწმენდის პროგრამა, აუცილებელია თვეში ერთხელ ცარიელი მანქანის ჩართვა, წყლის გაცხელების მაქსიმალური ნიშნულით, ხოლო სარეცხი საშუალების განყოფილებაში ჩაასხით ლიმონის წვენი, ძმარი ან ნადების მოსაცილებელი საშუალება.


მაცივარი


image


* მაცივარზე ზრუნვა მანამდე იწყება, ვიდრე ის სახლში მოხვდება. მაცივარი გადაადგილების დროს, ყოველთვის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა იყოს და მისი დახრა 40 გრადუსზე მეტად არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ზეთმა გამოჟონოს კომპრესორიდან და მთელი სისტემა დააზიანოს.

* ზეთი კომპრესორში იმ შემთხვევაშიც მოხვდება, თუ სახლში მიტანილ მაცივარს მაშინვე ჩართავთ. ახალი მაცივარი არ უნდა ჩართათ 4-6 საათის მანძილზე, თუ ზუსტად იცით, რომ ტრანსპორტირების დროს არ იყო დახრილი, მაგრამ თუ ასეთი ინფორმაცია არა გვაქვთ, მაშინ ადგილზე დადგმიდან, მხოლოდ 15 საათის შემდეგ უნდა ჩართათ.


image

* ნუ შეინახავთ მაცივარში ცხელ კერძებს.

* თანამედროვე მაცივარი არ საჭიროებს წელიწადში ორჯეს სრულ გამოდნობას, მაგრამ პერიოდულად მისი ქსელიდან გამორთვა და გამორეცხვა აუცილებელია.

* არ დაგავიწყდეთ, რომ მაცივრის უკანა ნაწილი დრო და დრო მტვერსასრუტით უნდა გაასუფთაოთ. რა თქმა უნდა, ვიდრე მტვრის მოცილებას დაიწყებთ, უნდა გამორთათ.


მულტისახარში


image


* ნუ ჩადგავთ მულტისახარშში გარედან სველ ან ცუდად გარეცხილ ქვაბს. ეს მის გაფუჭებას გამოიწვევს.

* თუ მულტისახარშს სახურავი არ ეხსნება, აუცილებელია მისი გაწმენდა, ყოველი გამოყენების შემდეგ.

image
* ნუ გარეცხავთ ქვაბს უხეში საწმენდით, რომ მისი დაკაწვრა არ მოხდეს.

* ყურადღება მიაქციეთ, რომ ქვაბში მოთავსებული ინგრედიენტების დონე, მასზე დაფიქსირებული მაქსიმუმის ხაზის ქვემოთ იყოს.



ჭურჭლის სარეცხი მანქანა



image
* სწორედ ჩაალაგეთ მანქანაში ჭურჭელი — ძირით ზევით.

* ვიდრე ჭურჭელს მანქანაში შეაწყობთ, გაასუფთავეთ საკვების ნარჩენების და ცხიმისგან — კარგი იქნება, თუ წყალს გადაავლებთ და ისე შეაწყობთ.

* ახალ ჭურჭელს მოაცალეთ ქაღალდის სტიკერები (ამის გაკეთება ფენის გამოყენებით შეიძლება) — ქაღალდი შეიძლება ფილტრში მოხვდეს და გაჭედოს.

* ჭურჭლის ჩალაგებისას გაითვალისწინეთ, რომ ჭურჭელი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს და წყლის გამანაწილებლის ბრუნვის ბლოკირებას არ უნდა ახდენდეს.

image
* გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური სარეცხი საშუალებები. ჩვეულებრივი სარეცხი სითხის ჩასხმის შემთხვევაში, მანქანა გაფუჭდება.

* ყოველთვის ჩაყარეთ მანქანაში ყველა საჭირო ნივთიერება: წყლის დამარბილებელი მარილი და გასავლები საშუალებები. რაც არა მარტო აუმჯობესებს რეცხვის ხარისხს, არამედ სიცოცხლეს უხანგრძლივებს მანქანას.


მიკროტალღური ღუმელი


image
* პროდუქტი რომელიც ცოტას იწონის, ცალკე არ უნდა შეათბოთ. ვიდრე ღუმელს ჩართავთ, 1 ჭიქა წყალი შედგით.

* მიკროტალღურ ღუმელზე არაფერი დადოთ, მაგრამ თუ ამას მაინც გააკეთებთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ გამწოვი ხვრელები ბლოკირებული არ იყოს.

* ნუ შედგავთ ღუმელში მეტისმეტად მძიმე კერძებს (მაქსიმალურად დასაშვები მასა ინსტრუქციაში იქნება დაფიქსირებული).


image
* ნუ გამოიყენებთ ჭურჭელს, რომელიც არ არის მიკროტალღური ღუმელისთვის განკუთვნილი — ამან შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს.

* იმაზე მეტ ხანს ნუ გააჩერებთ კერძს ღუმელშო, ვიდრე ამის საჭიროება არის.

* და რა თქმა უნდა, თავის დროზე მოაცილეთ საკვების ნარჩენები და ცხიმი მინის კარებს და კედლებს.


ტოსტერი


* არ დაუშვათ ტოსტერში წყლის მოხვედრა. სველი და ნესტიანი ხელებით ნუ შეეხებით.

* ყურადღება მიაქციეთ, რომ მის სიახლოვეს არ იყოს ადვილად აალებადი ნივთები. მაგ., ფარდები.

image
* ტოსტერში მხოლოდ მშრალი პურის გახუხვა შეიძლება.

* თუ ტოსტერს ყოველდღიურად ხმარობთ, კვირაში ერთხელ შიგნიდან უნდა გამოასუფთაოთ. არ დაგავიწყდეთ, გასუფთავების წინ, მისი დენის ქსელიდან გამორთვა.


ბლენდერი


* არ შეიძლება ბლენდერის გამოყენება მეტისმეტად ცხელი, ცეცხლიდან ახლად გადმოდგმული პროდუქტების დასაბლენდერებლად. აუცილებლად უნდა დაელოდოთ, ვიდრე 70—80°C -მდე არ შეგრილდება.
* ბლენდერის ძრავაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს ნესტი. მისი კორპუსის გასაწმენდად სველი, კარგად გაწურული, ტილო გამოიყენეთ.

image
* ბლენდერი, ხმარების დროს, დროდადრო გამორთეთ, რომ ძრავა არ გადახურდეს.
* რეკომენდირებული არ არის ბლენდერის გამოყენება მხოლოდ მშრალი პროდუქტების დსაბლენდერებლად: ინგრედიენტებიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს სითხის სახით ან წვენს უნდა შეიცავდეს.

0
3133
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0