x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 ჰოლივუდური წყვილი, რომელთა დაშორება საზოგადოებამ ძალიან განიცადა
ორიოდე დღეა არ წყდება შოკი და მითქმა-მოთქმა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის გაყრის შესახებ, ისინი ხომ Hollywood-ის ერთ-ერთ ყველაზე მოსიყვარულე და სექსუალურ წყვილად აღიარეს. ჭორის დონეზე მრავალი მოტივი სახელდება, თუმცა კონკრეტულად რამ გამოიწვია წყვილისათვის ამ გადაწყვეტილების მიღება, ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. ფაქტი ერთია, რომ ისინი ერთად აღარ არიან და ამით ძალიან დაწყვიტეს გული საზოგადოებას, თუმცა ეს არც პირველი და არც უკანასკნელი წყვილი არ იყო Hollywood-ის ისტორიაში, ვინც დაშორებით საზოგადოებას გული დაწყვიტა.


image


მოდით ერთად გადავავლოდ თვალი Hollywood-ურ იმ 10 წყვილს, რომელთა განშორება მაყურებლისთვის მძიმე და წარმოუდგენელი აღმოჩნდა.



1. Vincent Cassel და Monica Bellucci.


image

მუდამ ლამაზი, ნაზი და უბერებელი, სილამაზის ეტალონი მონიკა, ცოლ-ქმრული თანაცხოვრებითა და სიყვარულით ვინსენტთან 14 წელი იყო, თუმცა რამოდენიმე წელია წყვილმა ძალიან მშვიდად განაცხადა ხმამაღლა დაშორების შესახებ, რასაც არანაირი სკანდალი არ მოყოლია, საზოგადოებისთვის კი ნამდვილი შოკი იყო. ვინსენტი დღემდე ძიებაშია ახალი სიყვარულის, მონიკა და ცალკე ცხოვრობს ქალიშვილთან ერთად და პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არაფერს საუბრობს.




2. Johnny Depp და Vanessa Paradis.

image

ოდნავ ექსცენტრიული წყვილი- ჯონი დეპი და ვანესა პარადი ერთად ჰარმონიულად ცხოვრობდა 14 წელი, ორი საერთო შვილიც ყავთ, თუმცა მათი ბედნიერება მაშინ შეწყდა, როდესაც დეპი დაინტერესდა ახალგაზრდა მსახიობით ამბერ ჰარდით (Amber Heard). ვანესა ჭკვიანი ქალია, არ მოინდომა მეტოქესთან ქმრის გაყოფა და ამიტომ გაშორდა. საზოგადოებისთვის დეპისგან ეს ძალიან მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.




3. Antonio Banderas და Melanie Griffith.

image

წყვილი ერთმანეთს პირველად ფილმი "Two - it's too"-ს გადაღების დროს შეხვდა და მაშინვე მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილნი. ვნება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, მიატოვეს იმდროინდელი მეუღლეები და იქორწინეს. ანტონიომ მელანის ქალიშვილიც კი იშვილა, რომელიც მას პირველი ქმრისგან ყავდა, დღეს ამ გოგოს ყველა ანასტასიად იცნობს, რომელიც ფილმში "გრეის 50 ელფერი" მონაწილეობს. ყოველთვის არსებობს რაღაც დასასრული და წყვილმა თავისი 20 წლიანი თანაცხოვრება გასულ წელს, 2015 წელს დაშორებით დაასრულა, რაც საზოგადოებისთვის სრული შოკი იყო.




4. Tom Cruise და Katie Holmes.

image


ტომი მანამ, სანამ ქეითს გაიცნობდა, ორჯერ იყო დაქორწინებული და როდესაც შეხვდა ამ მას, იფიქრა, რომ ეს უკანასკნელი და ჭეშმარიტი იქნებოდა მისი თანაცხოვრებისთვის, თუმცა არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, მათ შორის უთანხმოება რელიგიური შეხედულებების გამო დაიწყო და ბოლოს დაშორდნენ კიდეც.




5. Ben Affleck და Jennifer Garner.

image

წყვილმა ფილმი "Daredevil"-ს გადაღებების დროს გაიცნო ერთმანეთი. შეუღლდნენ და ჯენიფერმა გადაღებებიც კი მიატოვა იმის გამო, რომ ოჯახურ საქმეებსა და დიასახლისის სტატუსს უფრო უკეთ მორგებოდა, ბენი კი აქტიურად განაგრძობდა კარიერას. ჯენიფერმა ბოლოს ძიძაც კი დაიქირავა მისთვის საქმეები რომ შეემსუბუქებინა, თუმცა ეს უკანასკნელი ცოლ-ქმრის შორის ჩადგა და მათი ოჯახის დანგრევის მიზეზად სწორედ ეს ვერსია სახელდება.




6. Arnold Schwarzenegger და Maria Shriver.

image

წყვილი 34 წელი იყო ერთად, ოფიციალურ ცოლ-ქმრად კი 25 წელი დაჰყვეს. უკანასკნელი რამოდენიმე წლის წინ კი არნოლდმა აღიარა ცოლთან, რომ თავი ვერ შეიკავა და მოსამსახურის მომხიბვლელობამ აცდუნა, რომელმაც შვილიც კი გაუჩინა. ბუნებრივია, რომ მომხდარმა განარისხა მარია და დაშორდა მეუღლეს.




7. Demi Moore და Bruce Willis.

image

2000 წელს, წყვილის 13 წლიანი ცოლ-ქმრული თანაცხოვრება ძალზედ მოულოდნელი ფინალით დასრულდა. ერთ დღეს, როდესაც ბრიუსი სახლიდან გავიდა, მურმა დაიქირავა სატვირთო და მუშები, რომელთაც ბრიუსის ყველა ნივთი გაიტანეს და ატვირთეს, შესაბამისად მურმა განქორწინების სარჩელიც შეიტანა სასამართლოში. აი ასეთ გაურკვევლ ვითარებაში დაშორდა წყვილი და მიზეზი მას მერე დღემდე არავინ იცის.




8. Megan Fox და Brian Austin Green.

image

"Transformers" და "Beverly Hills 90210"-ის ვარსკვლავები 5 წლის მანძილზე ისეთი ენთუზიაზმით უყვებოდნენ საზოგადოებას თავიანთი მარადიული და ბედნიერი სიყვარულის შესახებ, რომ ვერავინ წარმოიდგენდა მათი სრულყოფილი სიყვარულის ასე ხანმოკლე დროში გაქრობას.




9. Kim Basinger და Alec Baldwin.

image

Hollywood-ის ყველაზე ლამაზ და ჭირვეულ წყვილად იხსენიებდნენ კიმსა და ალიკს. დაშორების მიზეზი სწორედ ხასიათთა შეუსაბამობა გახდა, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად წყვილს დღითიდღე უჭირდა კომპრომისზე წასვლა, ამიტომ საბოლოოდ განქორწინება გადაწყვიტეს. საზოგადოებისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო და სულ იმედოვნებდნენ, რომ კვლავ იხილავდნენ მათ როგორც წყვილს.




10. Angelina Jolie და Brad Pitt.

image

და ბოლოს- ბოლო ორი დღის მანძილზე შოკირებულია საზოგადოება ენჯი და ბრედის განქორწინების გამო. ბედნიერი, მზრუნველი და ექვსი შვილის ლამაზი ოჯახის აუდიტორია, ჩვენთვის გაურკვეველ ვითარებაში დაინგრა. ერთი შეხედვით არაფერი აკლდა წყვილს, თუმცა როგორც ჩანს ის მნიშვნელოვანი უპირველესი აღმოჩნდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი შერიგდებიან.



0
1181
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0