x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ვარსკვლავები, რომლებმაც სიყალბით მოიპოვეს პოპულარობა
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. ზოგჯერ ძნელია აირჩიო სწორი მიმართულება და გაარკვიო ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ზოგჯერ სამართალი ყველას და ყველაფერს აყენებს თავის ადგილას, თუმცა ჩვენს დროში ძნელია იპოვო სამართალი და სამართლიანი. შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უმჯობესია ცუდ მოვლენებს უმზირო შორიდან და თავს თავად არ დაგვატყდეს, რადგან შორიდან უკეთ ჩანს ვინ არის ხაფანგში, ვინ სჩადის ფასდაუდებელ სიკეთეს და ინიციატივას იჩენს დატოვოს წვლილი ისტორიაში, რომელიც თაობებს გადაეცემა.



იყო ცნობილი პირი, მარტივი არაა, ვინაიდან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში უფრო მარტივად მოხვდებით, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქე. მართალია არიან ცნობადები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან დღემდე იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური-ს" სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს, ამას კი უმეტესად სიყალბით ან პლასტიკური ქირურგიით ახერხებს.


image


ერთი სიტყვით კი წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებიც სიყალბით ცდილობენ სიდიადის და აღიარების მოპოვებას.





1. Kris Jenner. დები კარდაშიან-ჯენერების დედა საზოგადოების წინ სულ ღიმილით ჩნდება და დადებითი პოზიტიური მუხტით, ასევე პოზიტიურ გავლენას ახდენს მაყურებელზე, თუმცა სინამდვილეში როგორც ირკვევა ოჯახის წევრებისგან, ის საკმაოდ მკაცრი, ცივი და უხასიათო ქალია, მისი ღიმილი კი მხოლოდ სიყალბეა, რომლითაც ცდილობს საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვოს.

imageimage




2. Miley Cyrus. თბილი, მოწესრიგებული და პატიოსანი მომღერალი-მსახიობის უცაბედი გარდასახვა მოხდა მუსიკალურ კლიპ " Wrecking Ball"-ში, სადა ის მაყურებელს მოკლე თმით, ბურთზე შემომჯდარი სრულიად შიშველი გამოეცხადა. ახლობლებისგან როგორც ირკვევა, ის სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი, როგორიც ამ კლიპით წარსდგა ყველას წინაშე. კეთილგანწყობის რა მოგახსენოთ, მაგრამ იმაზე პოპულარული კი გახდა, ვიდრე მოკრძალებული როლებით იყო ცნობილი.

imageimage




3. Taylor Swift. სულ ცდილობს კეთილის როლი ითამაშოს, თუმცა ეს მის ხასიათში არ ზის, უბრალოდ სიყალბეა.

imageimage




4. Julia Roberts. მომღიმარი, თბილი, კარგი როლებით განთმქული და მრავალი თქვენთაგანის კუმირი "ლამაზი ქალი" სინამდვილეში ამ ყველაფრის უბრალოდ კარგი მსახიობია, რადგან მძიმე ხასიათის მქონე "ისტერიჩკაა" ცხოვრებაში. მისი საბრალო დაც, სანამ თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს, ყოველთვის ამბობდა, რომ გაუსაძლისად რთული ადამიანია, ერთხელ რაღაც კაბის გამო სტილისტისთვისაც კი დიდი ისტერიკა გაუმართია.

image

image




5. Reese Witherspoon. ბევრისათვის საყვარელი და სიკეთით სავსე ცნობადი, სულაც არაა ისეთი, როგორც ერთი შეხედვით ეკრანებიდან ჩანს. არაერთხელ გავრცელებულა ხმა მის ყალბ სიკეთეზე და მის ამპარტავნებას და ცნობილის სტატუსის ბოროტად გამოყენებას ის შემთხვევაც მოწმობს, როდესაც საპატრულოს თანამშრომელმა იგი საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში გააჩერა. რიზი ამაზე პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით გაურბოდა და საპატრულოს თანამშრომელს მხოლოდ იმას უმეორებდა "ვის უწერთ ჯარიმას, მე უბრალო მოქალაქე კი არ ვარ, არ იცით ვინ ვარ?!!"

imageimage




6. Lady Gaga. ეს "მანდილოსანი" ყველანაირად ყალბია, როგორც ამას ბევრი მოწმობს.

imageimage




7. Nicole Kidman. უმშვენიერესი ნიკოლი, სინამდვილეში სულაც არ ბერდება ასე ლამაზად, მას უამრავი პლასტიკური ოპერაცია და ბოტოქსი აქვს გაკეთებული და მისი გარეგნული სილამაზე ყალბია.

imageimage

1
2717
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2717
  
2016, 15 სექტემბერი, 13:26
საინტერესო იყო ძალიან
0 1 1