x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
დროის ოპტიმიზირების 10 საუკეთესო საშუალება, რომელიც გაგიადვილებთ ყოფას
ყოველთვის ჩქარობთ და არ გაქვთ დრო დასვენებისთვის, მეგობრებთან შესახვედრად და სადმე გასამგზავრებლად? სწორედ ამიტომ მინდა შემოგთავაზოდ 10 რჩევა, თუ როგორ შეძლებთ ძალზედ მარტივად თქვენი დროის ოპტიმიზირებას, რითიც საგრძნობლად შეცვლით თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ.

image


1. დასაძინებლად ადრე დაწექით.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, დროზე ადრე დაწოლა საგრძნობლად დაზოგავს თქვენს დროს. რაც მეტს გამოიძინებთ, მით მეტად გაუკეთებთ ორგანიზებას მომდევნო დღეს. გარდა ამისა, გამოძინების მიზეზით მაღალი პროდუქტიულობის გამო ბევრი რამის კეთებას შეძლებთ დილით. ეცადეთ მაინც არ დააყოვნოთ გვიანობამდე თუ ადრე დაწოლას და გამთენისას ადგომას ვერ ახერხებთ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი რეჟიმით მოქმედებს ყველა წარმატებული ადამიანი.


image



2. იქონიეთ ალტერნატივა.

ყოველთვის იქონიეთ გეგმა B, როდესაც გეგმავთ რაიმეს გაკეთებას. მაგალითად, თუ თქვენი სამუშაო უშუალოდ ინტერნეტს ეხება, დაგეგმეთ როგორ გააგრძელებთ მას იმ შემთხვევაში თუ ინტერნეტი გაითიშა. ყოველთვის იქონიეთ ერთი და იმავე საქმის რამოდენიმე გზა, რაც განაპირობებს საქმის ეფექტურობასა და ოპტიმიზაციას.

image



3. დაგეგმეთ წინასწარ.

არ აქვს მნიშვნელობა რა უნდა აკეთოთ, ყოველთვის ეცადეთ ის დაგეგმოთ წინასწარ. კომპლექსურად ასახეთ ისინი და გააერთიანედ ერთ "პაკეტში". თუ საყიდლებზე გადიხართ, დღის ჩამოწერილ განრიგს გადახედეთ და დააბალანსეთ თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ გზად, (შეიაროთ გადასახადებზე ან ბანკში არსებული საქმისთვის) რომ მეორედ აღარ მოგიწიოთ ჩასვლა.

image



4. აკონტროლეთ ინტერნეტი.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რამდენ დროს უთმობთ ინტერნეტს და ეთმობა თუ არა ეს დრო საინტერესო მასალებს. შეზღუდეთ ინტერნეტისთვის განკუთვნილი დრო გასართობი საიტებისთვის, შედეგად კი თქვენ მიიღებთ მხოლოდ საჭირო ინფორმაციას და დაგრჩებათ მეტი დრო.

image



5. დააჯგუფეთ თქვენი ამოცანები.

დააჯგუფეთ ამოცანები საათების მიხედვით.

image



6. გამოიყენეთ კალენდარი.

იქონიეთ და არეგულირედ კალენდარი. დააინსტალირედ მასზე წვრილმანები და შენიშვნები, როგორიცაა მაგალითად ახლობლების დაბადების დღეები, ძაღლის გასეირნება და ა.შ.

image



7. არ გადადოთ...

შეეცადეთ არ გადადოთ საქმე არსებული პრობლემის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უფრო დაგროვდება.

შეასრულეთ ყველა დასახული ამოცანა ისე, რომ გრაფიკიდან არ ამოვარდეთ.

image



8. ითხოვეთ დახმარება.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველაფრის შესრულება დამოუკიდებლობას არ მოითხოვს. სირცხვილი არაა ითხოვოთ დახმარება თუ კი რაიმეს ვერ ასრულებთ ან სჭირდება ძალზედ დიდი დრო. ვიღაც დახმარების ხელს გამოგიწვდით, თქვენ კი ამ დროს განიტვირთებით.

image



9. ნუ გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც არ მოგწონთ.

მოიხსენით დანაშაულის გრძნობა და არ შეასრულოთ ის საქმე, რომლის კეთებაც არ მოგწონთ და სიამოვნებას არ განიჭებთ- ვიღაცის ხათრით სერიალის ყურება იქნება ეს, მოსმენა თუ ურთიერთობა.

image



10. თვალყური ადევნეთ თქვენს ჯანმრთელობას.

დაღლილი, მოთენთილი და შეწუხებული ხართ? ეს სულაც არ შეიძლება მიზეზი გახდეს თქვენი დამტვირთველი სამსახურის, უბრალოდ გააკონტროლეთ ჯანმრთელობა. მაგნიუმის ან ვიტამინი B-ს ნაკლებობა ქრონიკული დაღლის მიზეზია და მიმართეთ ექიმს.

image



P.S. დაკავდით სპორტით, დილაობით ირბინეთ, დასაძინებლად კი დროულად დაწექით და ამ ყველა ჩამონათვალის შესრულების შემთხვევაში 10 დღეში საგრძნობლად იგრძნობთ ცხოვრების გაუმჯობესებას.



4
133
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
133
  
2016, 8 სექტემბერი, 23:13
ნამდვილად მანჩო, მე მაისში 4 წელი შემისრულდა. ამ ყველაფერს უგულებელყოფა კი არა, დაფასება უნდა.
2016, 8 სექტემბერი, 23:11
ასე თუ გაგრძელდა ბევრი კარგი ავტორი დატოვებს საიტს, სამწუხაროა, მიყვარს ინტერმედია : 3 წელი ცოტა ხომ არაა?:(
2016, 8 სექტემბერი, 23:09
ნამდვილად გაფლანგვაა მანჩო, 1 საათი ამ სტატიას ვთარგმნიდი, მერე გავაზიარე და დღის ბოლოს 8 თეთრი რომ დაგხვდება, ამას რა შეიძლება რომ ეწოდოს? ადმინისტრაციის მხრიდან დაუფასებლობა, ხალხმა ვერ ნახაო, სიცრუე იქნება, რადგან ჯერ მარტო ჩემმა რამოდენიმე ათეულმა მეგობარმა ნახა, მაგრამ სადაა....
2016, 8 სექტემბერი, 23:05
მაკა, რაც შეეხება მე-4 პუნქტს; ნეტა '' ინტერმედიაზე'' გატარებული საათები დროის გაფლანგვაა თუ პირიქით, დროის ოპტიმალურად გამოყენება?:)
0 1 4