x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აი რატომ უნდა წაისვათ მკერდის ქვეშ დეოდორანტი
ოფლის გამომყოფი ჯირკვლების აქტიური მუშაობის შედეგად ხდება იღლიასა და სხეულის სხვა მიდამოებში ოფლის გამოყოფა. ეს ყოველივე კი ინდივიდუალურად ხდება- ნაწილის შემთხვევაში ჭარბი რაოდენობით და თანმხლები არასასიამოვნო, სპეციფიკური სუნით; ნაწილის შემთხვევაში კი უპრობლემოდ. ახალი და უცხო არავისთვის არ არის, რომ ამ დროს განუყრელი მეგობარი ანტიპერსპირანტი ან დეოდორანტია.


ვინც არ იცით რა განსხვავებაა ანტიპერსპირანტსა და დეოდორანტს შორის, ეხლავე განგიმარტავთ- ანტიპერსპირანტი შეიცავს სპირტიან პარფიუმს და სხვადასხვა ქიმიურ მინარევებს, რომლებიც ბლოკავენ ფორებს და ამგვარად აჩერებენ ოფლის გამოყოფას. დეოდორანტი არ ბლოკავს ოფლს, საშუალებას აძლევს ჯირკვალს ის გამოყოს და უშვებს კანის ზედაპირზე. დეოდორანტი ბლოკავს სუნს, ის შეიცავს ანტისეპტიკურ საშუალებებს და ებრძვის ბაქტერიებს. ამიტომ ეცადეთ გაერკვეთ მათ მოქმედებებში და ისე მოახდინოთ მოხმარება, ვინაიდან ანტიპერსპირანტის გამოყენება 24/7 მანძილზე, გამოიწვევს ოფლის დაგროვების შედეგად ჯირკვლების გამაგრებას და მკურნალობა გარდაუვალი გახდება.


image


გარდა ამისა, ბევრი თქვენგანი ალბათ ვერ წარმოიდგენს, რომ გარდა იღლიისა, დეოდორანტის გამოყენება შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებისთვისაც გახდეს ხელსაყრელი და აუცილებელი. მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა დიდი ზომის მკერდი, ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება მკერდის ქვეშ მაღალი ტემპერატურის გამო გაუღიზიანდეს კანი, რომელიც ძალზედ მტკივნეული პროცესია (გამოცდილები დაეთანხმებიან). უსიამოვნო ფაქტთან ერთად ის ასევე ვირუსებისა და ბაქტერიების ზრდის მიზეზი გახდება თქვენს სხეულზე. ამიტომ, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოდ ეს ყოველივე, დღის მანძილზე რამოდენიმეჯერ დაიბანეთ მკერდის ქვეშა ჯირკვლები და წაისვით ან შეისხურეთ დეოდორანტი. დადებით შედეგში აუცილებლად დარწმუნდებით, რადგან ბევრმა სცადა და აღფრთოვანდა კიდეც.



აი, ასეთი მარტივი პროცედურით შეგიძლიათ აღმოფხვრათ ოფლიანობა მკერდის ქვეშ და ამავდროულად თავიდან აიცილოდ მოსალოდნელი საფრთხე.



1
990
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
990
  
2016, 27 აგვისტო, 14:19
რას ამბობთ, არასდროს არ წაისვათ და მით უფრო მკერდის ქვეშ
0 1 1