x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნუ დაიჯერებთ ყველაფერს... 10 ცნობილი ფოტო, რომელიც ყალბი აღმოჩნდა

image

image

როგორც განუმეორებელი ექიმი ჰაუსი იტყოდა: «ყველა ადამიანი იტყუება» და რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო ადვილად იჯერებენ მას. თანამედროვე მსოფლიო გადავსებულია ინფორმაციით და იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციონ, ზოგიერთი საიტის მესვეურები არ თაკილობენ და გამოგონილ ამბებს სიმართლედ ასაღებენ.

აქ გთავაზობთ, სოციალურ ქსელში, ბოლო დროს, გავრცელებულ 10 ფოტოსურათს, რომელმაც საზოგადოების ყურადღება ყველაზე მეტი მიიპყრო და ყალბი აღმოჩნდა.


დათოვლილი სფინქსი

imageimage
ამ ფოტოსურათმა, თავის დროზე, დიდი ხმაური გამოიწვია. სურათის ქვემოთ გაკეთებული წარწერა იტყობინებოდა, რომ ეგვიპტეში, პირველად, უკანასკნელი 112 წლის მანძილზე, თოვლი მოვიდა. სინამდვილეში, დათოვლილი სფინქსის სურათი იაპონიის მინიატურების Tobu World Square პარკში არის გადაღებული.

ძროხა კაპოტზე

imageimage
მანქანაზე წამოწოლილი ძროხის სურათიც, მინაწერით: «ამის ნახვა მხოლოდ რუსეთში შეიძლება», ასევე ყალბი აღმოჩნდა. სინამდვილეში ეს ფოტომონტაჟია და მანქანის კაპოტზე მინდორში მწოლიარე ძროხის სურათი არის დამატებული.

შავი ლომი

imageimage
ამ ფოტოზეც უამრავი კომენტარი იყო მიწერილი! რაღას არა წერდნენ ლომზე: ზოგი ამტკიცებდა, რომ ეს ფერი მან გენური მუტაციით მიიღო, სხვები – საერთოდ ცხოველის ახალ ჯიშზე ალაპარაკდნენ. მაგრამ, რეალურად, ალბინოსი ლომი, რომელიც ასევე, ძალიან იშვიათი ცხოველია, შავად არის გადაღებილი.

დათვი და ფოტოგრაფები.

imageimage
ვინც ამ ვაი-ფოტოგრაფების ბედი გულთან ახლოს მიიტანა, შეუძლიათ დამშვიდნენ. სინამდვილეში, დათვი, დადგმულ კადრზე, ფოტოშოპით არის დამატებული. ფოტოსურათის გადიდების შემთხვევაში, კარგად ჩანს მონტაჟის კვალი.

ოპიუმის საღამო 1918 წელს

image

image

ამ გამოსახულებას, რომელზეც ასახულია «ოპიუმის საღამო», ასევე ხშირად ასაღებენ რეალურ სურათად. სინამდვილეში ეს მხოლოდ კადრია კინოფილმიდან «Dandy-Pacha», რომელიც ფრანგმა რეჟისორმა ჟორჟ რემონმა გადაიღო.

მარტინ ლუთერ კონგი ჟესტი

imageimage
აფროამერიკელების უფლებებისთვის მებრძოლი მარტინ ლუთერ კინგის ფოტოსურათმა, რომელზეც ის უხამს ჟესტს აჩვენებს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაგრამ ეს გამოსახულებაც ფოტოშოპის შედეგი არის. სინამდვილეში ის ორი თითით «V»-ს აჩვენებდა, რაც გამარჯვების სიმბოლო არის.

ღრუბლიანი ამინდ

imageimage
ფუძის მთის თავზე პირამიდის ფორმის ღრუბლები ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ, სამწუხაროდ, ესეც გაყალბებულია. სინამდვილეში, ღრუბელი მხოლოდ ერთი იყო და მისი «ზედა სართულები» დამონტაჟებული არის.

ლენონი და ჩე გევარა

imageimage
შეიძლება ზოგიერთებს კიდეც უნდოდა რომ ეს დუეტი რეალურად შემდგარიყო, მაგრამ ჯონ ლენონს არასოდეს დაუკრავს დუეტში ერნესტო ჩე გევარასთან. სინამდვილეში, ამ ფოტოზე ლენონი ჯგუფის Elephant’s Memory-ს მუსიკოსთან ერთად არის გადაღებული.

ყველაზე დიდი ობობა

imageimage
არაქნაფობებს (ობობის შიში) შეუძლიათ მშვიდად დაიძინონ! დედამიწაზე ყველაზე დიდი ობობა ტარანტულა არის და ისიც უვნებელია. რაც შეეხება ამ ფოტოსურათს, რომელზეც, თურმე, პლანეტაზე ყველაზე დიდი ობობა არის ასახული – მონტაჟია.

კენედის მკვლელობა

image
ამ სურათზე ნაჩვენები არის თუ როგორ გარბის, პანიკაში ჩავარდნილი, აშშ-ს პირველი ლედი, ქმრის, ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ. რეალურად, ასეთი რამ არ მომხდარა. ეს ფოტო მხოლოდ კადრია ფილმიდან, ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ.

ხშირ შემთხვევაში, ყალბი ფოტოსურათების ტირაჟირებას სხვადასხვა სოციალური ქსელების მომხმარებლებიც ახდენენ. მაგ., უბრალო (არასპორტცმენი) ტურისტების მიერ გადაღებული შოკისმომგვრელი ფოტოსურათები.

image

imageimage
ასე იწონებენ თავს საკუთარი შესაძლებლობებით ზოგიერთები. სინამდვილეში კი, ადგილს, სადაც ეს ფოტოები არის გადაღებული, Pedra do Telagrafo ჰქვია და რიო-დე-ჟანეიროში მდებარეობს – მიწიდან 1 მეტრის სიმაღლეზე.

ინფორმაცია ამის შესახებ, უკვე იყო გამოქვეყნებული საიტზე («რატომ არ უნდა დავუჯეროთ, ინტერნეტში გამოქვეყნებულ, ექსტრემალურ სურათებს. არც ფოტოშოპი, არც სიმართლე») და შეგიძლიათ მისი სრული ვერსია იხილოთ:

imagehttp://intermedia.ge/სტატია/70148-რატომ-არ-უნდა-დავუჯეროთ-ინტერნეტში-გამოქვეყნებულ-ექსტრემალურ-სურათებს-/76/user:ლალი%20ადიკაშვილი:

show:channel

3
3035
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3035
  
2016, 30 აგვისტო, 12:02
ყველა ჩვენ როგორ გვატყუებს:-))
2016, 26 აგვისტო, 9:22
კარგი იყო
0 1 3