x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«მეორედ დაბადება». რომი, ბაბილონი, კართაგენი და პალმირა – უძველესი ქალაქების 3D რეკონსტრუქციები (4 ვიდეო)
image


ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიები და პროგრამები, ნებისმიერი ძეგლის და დასახლების პუნქტის რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა. აქ წარმოდგენილ ნაკრებში გთავაზობთ 4 ქალაქის: რომის, ბაბილონის, კართაგენის და პალმირას სამგანზომილებიან მოდელებს, რომლებსაც ნათელი წარმოდგენის შექმნა შეუძლიათ შორეულ ისტორიულ წარსულზე.


რომი


რომის შესახებ, ამ პატარა ვიდეორგოლის შექმნაზე, იტალიის, საფრანგეთის და აშშ-ს 6 წამყვანი უნივერსიტეტის სპეციალისტები, თითქმის, 10 წლის მანძილზე მუშაობდნენ. ქალაქის 3D-მოდელის შექმნის საფუძველი არქეოლოგიური კვლევები და კომპანია Plastico di Roma Antica-ის ქალაქის მაკეტი გახდა, რომელიც რომის ცივილიზაციის მუზეუმში არის წარმოდგენილი. ვიდეოზე ასახულია უძველესი ქალაქის სახე, ძვ. წ. აღრ. IV-III საუკუნეებში.




ბაბილონი

image

ბაბილონის 3D-რეკონსტრუქცია, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საოცრების — დაკიდებული ბაღების ხილვის საშუალებას იძლევა, რომელმაც ჩევნს დრომდე, მხოლოდ წერილობითი წყაროების სახით მოაღწია. იგი ნაბუქოდონოსორ II (ძვ. წ. 1146-ძვ. წ. 1123 წწ.) ბრძანებით და ხელშეწყობით გააშენეს და მის მეუღლეს — ამიტისს ეძღვნებოდა. ქალაქის მოდელი Byzantium 1200-ის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.




კართაგენი


ამ უძველესო ქალაქის, იმ პერიოდის დეტალური რეკონსტრუქცია მოხდა, რომელიც რომაელიბის მიერ, მის განადგურებამდე იყო (ძვ. წ. აღრ. II ს). ქალაქის 3D-მოდელის შექმნა ფრანგული ტელეჟურნალის «Des Racines et des ailes»-ს ინიციატივით მოხდა და მას საფუძვლად, თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე არსებული, ძველი ქალაქის ნანგრევები დაედო.




პალმირა


ამ ქალაქის სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია 2009 წელს, Al-Aous Publishers საგამომცემლო სახლის გუნდის და სირიის კულტურის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით, შეიქმნა.
უძველესი პალმირა, 2015 წლის მაისის ბოლოს, ტერორისტების ხელში აღმოჩნდა. «ისლამური სახელმწიფოს» ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლებმა გაანადგურეს ყველა ისტორიული ძეგლი, რომელიც ისლამს არ ეკუთვნოდა — ძველი მონუმენტებით დაწყებული — ქრისტიანული სასაფლაოებით დამთავრებული. მათ 2015 წლის აგვისტოში გაანადგურეს ბაალშამინის ტაძარი, რომელიც ძვ. წ. აღრ. II საუკუნეში იყო აშენებული, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში — ტრიუმფალური არკა, ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური ძეგლი, რომელიც იუნესკოს სიაში იყო შეტანილი.

image

image
პალმირას გათავისუფლება რადიკალი ისლამისტებისგან, მხოლოდ 2016 წლის მარტში მოხერხდა.



0
876
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
876
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0