x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ზიანი, რომელიც ცუდ ხასიათზე ყოფნას მოაქვს

მეცნიერებმა მორიგი კვლევა ჩაატარეს, რომელიც «ცუდ» (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინი) და «კარგ» (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინი) ქოლესტერინს ეძღვნებოდა. ექსპერიმენტის ბოლოს აღმოჩნდა, რომ «ცუდი» ქოლესტერინის დონის ზრდა, ხშირ შემთხვევაში, სტრესის, დეპრესიის და დათრგუნული გუნება-განწყობის შედეგია. ხოლო ოპტიმიზმი და კარგი განწყობა, პირიქით – «ცუდი» ქოლესტერინის დონეს ამცირებს და «კარგი» ქოლესტერინის დონეს ზრდის.


image


მეცნიერებმა სხვადასხვა ასაკის (40-დან – 70 წლამდე) და სოციალური ფენის 1000 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. ექსპერიმენტის მონაწილეები ერთდროულად გადიოდნენ ფსიქოლოგიურ ტესტირებას და სამედიცინო კვლევას. გაირკვა, რომ ადამიანებს ოპტიმისტური განწყობით, მხოლოდ «ცუდი» ქოლესტერინის დაბალი დონე კი არ ჰქონდათ, – კარგ ფიზიკურ ფორმაშიც იმყოფებოდნენ. ხოლო პესიმისტები, პირიქით – კვლევის დადებითი შედეგებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ.
მკვლევარებმა მიღებული შედეგები მარტივად ახსნეს – ოპტიმისტები უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, უკეთესად იკვებებიან და პესიმისტებისგან განსხვავებით, მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილება არ გააჩნიათ.
მიუხედავად ჩვეულებრივი და ისედაც საყოველთაოდ ცნობილი შედეგისა, ეს მაინც საუკეთესო სტიმულია იმისთვის, რომ უფრო მეტად გავიხაროთ სიცოცხლით და ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. დროებითი სირთულეები მალე გაივლის, ხოლო განცდების შედეგად დაკარგული ჯანმრთელობის აღდგენა, ადვილი ნამდვილად არ იქნება.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image* სასარგებლო რჩევები ფსიქოლოგებისგან
* რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, სიტყვები და ქცევები მის ბედსა და ცხოვრებაზე

* მოჩვენებითი დაავადებები და რეალური დიაგნოზი

1
136
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
136
  
2018, 20 დეკემბერი, 22:54
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1