x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთ
image


სახის ძვლისა და თავის ქალის რეკონსტრუქციის შედეგად, წარმოგვიდგინონ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ რეალურად ჩვენი წინაპარნი, საუკუნეების წინ მცხოვრები ისტორიული გმირები- ანთროპოლოგების საყვარელი საქმიანობაა. ადრე თუ მცირედი წარმოდგენა გვქონდა თუ როგორ გამოიყურებოდა ესა თუ ის გმირი, დღეს სწორედ ანთროპოლოგების საშუალებით გვექმნება ამაზე ნათელი წარმოდგენა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა საზოგადოებას წარმოუდგინეს საკუთარი ახალი ხედვა, ხარისხის შესაბამისობაში კი ძნელია არ განიკითხოთ, რადგან ნამდვილი შედეგებია ისინი და ხშირად რეკონსტრუქციული სულაც არ გავს იმ წარმოსახვითს, რომელიც გაგვაჩნია.


მოდით, ყველამ ერთად შევხედოთ ისტორიულ პერსონაჟებს, რომლებიც დიდი ხანია წარსულს ჩაბარდნენ, თუმცა რეალურად სწორედ ასე გამოიყურებოდნენ.



1. ნეფერტიტი, ფარაონ ტუტანჰამონის დედა, არაა გამორიცხული, რომ სწორედ ასე გამოიყურებოდა. 2003 წელს ეგვიპტოლოგმა Joann Fletcher-მა მოახდინა იდენტიფიკაცია, რომ მუმია KV35YL ანუ ნეფერტიტი, ეხნატონის დინასტიის მე-XVIII ფარაონის მეუღლე იყო. თუმცა, 2010 წლის დნმ-ის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაშთები არ ეკუთვნის ნეფერტიტს, ის იყო იმ ფარაონის სხვა მეუღლის ან ნეფერტიტის დის. ფაქტი კი ერთია, ის არა ეხნატონის დინასტიის ფარაონის მეუღლე, არამედ სხვა, სმენხკარის ფარაონის მეუღლე და ნამდვილად ტუტანჰამონის დედა იყო, რასაც ეგვიპტოლოგები სავსებით ეთანხმებიან.


image




2. ბრიტანელმა მეცნიერებმა ვირტუალური გაკვეთის შედეგად ახალი სამეფო დინასტიის ფარაონის- ტუტანჰამონის იმიჯი გაარკვიეს, რომელიც მართავდა ეგვიპტეს ჩვ.წ-მდე 1323-1332 წლებში. მეცნიერების მტკიცებით ტუტანჰამონს აწუხებდა გენეტიკური დაავადებები და ასევე მალარია, რომელიც მისი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გამხდარა. დაიღუპა 19 წლის ასაკში.

image




3. პავლე მოციქული- უდიდესი ფიგურა მსოფლიო ისტორიაში, ახალი აღთქმისა და ქრისტიანობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. წმინდა პავლე ჩვ.წ-მდე 5-67 წლებში ცხოვრობდა, რომელმაც შექმნა უამრავი ქრისტიანული თემა მცირე აზიასა და ბალკანეთში. 2009 წელს, პირველად ისტორიაში, სამეცნიერო კვლევა ჩატარდა სარკოფაგების მკვლევართა გუნდის მიერ. რომის ტაძრის Saint Paul Outside the Walls-ის საკურთხევლის ქვეშ აღმოაჩინეს სამარხი, სადაც იპოვეს ძვლის ფრაგმენტები. ჩატარებული ნახშირბადის-14 ექსპერტის კვლევის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ისინი ეკუთვნის I - II-ე საუკუნეში მცხოვრებ მამაკაცს- პავლე მოციქულს, რაც უდავო დასტურია.

image




4. 2012 წლის შემოდგომაზე, ლესტერში, ავტოსადგომის ქვეშ, ნაშთების რეკონსტრუქციის შედეგად აღმოაჩინეს მეფე რიჩარდ მე-III-ის სამარხი. ინგლისში, სამეფო ტახტი პლანტაგენეტების უკანასკნელი მეფე რიჩარდ მე- III, ქვეყანას 1483-1485 წლებში მართავდა. ცოტაოდენი ხნის წინ დადგინდა, რომ იგი ბრძოლის ველზე დაიღუპა. სიჩქარეში მეფეს დაუკარგავს მუზარადი, რის გამოც მიიღო თერთმეტი სასიკვდილო ჭრილობა, აქედან ცხრა მათგანი თავში. სამეფო ტახტის გამო Henry Tudor -ის წინააღმდეგ ბოსფორტის ბრძოლის დროს დაიღუპა სწორედაც მეფე რიჩარდი. Henry Tudor-ი კი მოგვიანებით მეფე ჰენრი მე-VII სახელით გახდა ცნობილი.

image




5. 2005 წელს, შუა საუკუნეების მსოფლმხედველი ჰელიოცენტრიკ Nicolaus Copernicus-ის (ნიკოლაი კოპერნიკი) ნაშთები იპოვეს ფრომბორკის ტაძარში (ეხლანდელი პოლონეთი). ვარშავის კრიმინოლოგიის ცენტრალურ ლაბორატორიაში კი მისი სახის კომპიუტერული რეკონსტრუქცია მოხერხდა. 2010 წელს, პრაქტიკული და თეორიული ქიმიის ერთობლივი ნამუშევრებით მიენიჭათ ელემენტებს სახელები, ხოლო 2011 წელს კი ეს სახელები დამტკიცდა მინიჭებულ ნომერებთან ერთად: Darmstadt, X-ray და Copernicium (დარმშტადი, რენტგენიუმი და კოპერნიკიუმი)- 110, 111 და 112. თავდაპირველად, 112-ე ელემენტს- Copernicium სახელწოდება მიანიჭეს Nicolaus Copernicus-ის პატივსაცემად, შემოკლებით კი Cp, თუმცა შემდეგ დასახელება შეიცვალა და დღეს ის არის Cn.

image




6. 2008 წელს, შოტლანდიელმა ანთროპოლოგმა Caroline Wilkinson-მა რეკონსტრუქცია გაუკეთა, მე-XVIII საუკუნის გამოჩენილ, უდიდეს გერმანელ კომპოზიტორს Johann Sebastian Bach-ის პორტრეტს (იოჰან სებასტიან ბახი). მისი ნაშთების ექსჰუმაცია (ამოთხრა, ამოღება) მოახდინეს 1894 წელს, ხოლო 1908 წელს მოქანდაკეები, არსებული, მისივე პორტრეტების მეშვეობით ცდილობდნენ დაედგინათ ბახის რეალური სახე. მე- XX საუკუნის დასაწყისში კრიტიკოსებმა უკმაყოფილება გამოხატეს და ამტკიცებდნენ, რომ ინფორმაცია მცდარია, ვინაიდან სრულიად შესაძლებელია პორტრეტი ეკუთვნოდეს Georg Friedrich Haendel-ს.

image




7. წარმოშობით ინგლისელი, უდიდესი პოეტისა და დრამატურგის William Shakespeare-ს (უილიამ შექსპირი) სახის რეკონსტრუქცია ჩამოაყალიბეს მისი ნიღბის მეშვეობით, რომელიც გარდაცვალების მომენტიდან აუღეს.

image




8. 2007 წელს, იტალიის ბოლონიის უნივერსიტეტის ცნობილმა მეცნიერებმა რეკონსტრუქცია მოახდინეს მე-XIII-XIV საუკუნეების გამოჩენილ, უდიდესი, საზღვარგარეთ მოღვაწე, იტალიელი კომპოზიტორის Dante Alighieri-ს (დანტე ალიგიერი) პორტრეტს. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, დანტე იტანჯებოდა ნარკოლეპსიით- "ნარკოლეპსია ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ძილის დარღვევა და დღის მანძილზე ძილიანობა." ამ მტკიცებულებას მოწმობს "ღვთაებრივი კომედია", სადაც დანტე დიდი სიზუსტით ავლენს ნარკოლეპსიის სიმპტომებს, რომელსაც ხშირად ახლდა თან კატაპლექსია- კუნთების ტონუსის ბლოკადა.

image




9. ასე გამოიყურება (სავარაუდოდ) ჰუგენოტების ლიდერი, საფრანგეთის ყოფილი მეფე ჰენრი მე-IV, რომელიც 1610 წელს კათოლიკე-ფანატიკოსის მიერ იქნა მოკლული. 2010 წელს, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა Philippe Charlier-ი, დამტკიცდა, რომ მუმიფიცირებული თავი, რომელიც ჰენრი მე-IV-ის ეგონათ, ნამდვილად მისია. 2013 წლის თებერვალში, იგივე მკვლევარებმა და ექსპერტმა-მეცნიერებმა მოახდინეს მეფის სახის რეკონსტრუქცია, თუმცა 2013 წლის ოქტომბერში, სხვა, გენეტიკის მკვლევარი ჯგუფის დასკვნებით ეჭვქვეშ დაყენდა ზემო აღნიშნული მოსაზრება, რომ ბურბონების დინასტიის მონარქს არ ეკუთვნის ნაშთები.

image




10. 2009 წელს, კლეოპატრას დის არსინ მე- IV(და მისივე მსხვერპლის) სახის რეკონსტრუქცია მოხერხდა მისივე თავისქალიდან აღებული ზომების შესაბამისად, რომელიც მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიკარგა. ისტორიკოსი, იოსებ ფლავიას უძველესი რომაული თქმულების მიხედვით, არსინი ჩვ.წ-მდე 41 წელს ეფესოში კლეპატრასა და მარკ ენტონის ბრძანებით მოკლეს, რადგან კლეოპატრასთვის საკუთარი და, მის გავლენასა და ქონებას საფრთხეს უქმნიდა როგორც კიდევ ერთი მემკვიდრე.

image




11. წმ. ნიკოლოზის სახის რეკონსტრუქცია მოხერხდა, წარმოშობით იტალიელი, ანატომიის პროფესორის შედეგების მიხედვით, რომელიც მან 1950 წელს, ქალაქ ბარიში წმ. ნიკოლოზის ბაზილიკის რესტავრირების მომენტში მოიპოვა. ქრისტიანულ სამყაროში, წმ.ნიკოლოზი მიჩნეულია როგორც ღვთისგან რჩეული, სასწაულმოქმედი, მეზღვაურების, ვაჭრებისა და ბავშვების მფარველი.

image

9
9349
28-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
9349
  
2018, 17 ივნისი, 15:42
მადლობა შენიშვნებისთვის, სტატია ვთარგმნე და წყაროში მითითებული სახელების და თარიღების ციტირება გავაკეთე. იქნებ, უახლეს დღეებში განახლება გავუკეთო და გავითვალისწინებ ყველა შესწორებას.
2018, 17 ივნისი, 15:14
სტატია სინქრონშია ნათარგმნი! დანტე ალიგიერი,„ღვთაებრივი კომედიის“ ავტორი, იტალიელი მწერალია. ასევე, ბურბონი, ჰუგენოტი მეფე არა ჰენრი IV, არამედ, ანრი IV გახლდათ. ამასთან, მრავალი გრამატიკული ლაფსუსი.
2017, 2 მაისი, 0:19
გმადლობთ, გავითვალისწინებ
2017, 2 მაისი, 0:19
როგორც იყო მოცემული სტატიაში, ციტირება გავაკეთე ანალოგიურად.
2017, 1 მაისი, 23:29
რომაულ ციფრებს მე თავსართი არ სჭირდება ის თვითონ გამოხათავს რიგს
2016, 14 დეკემბერი, 17:45
მარკ ენტონი არა, რიკი მარტინი კიდევ.

მარკუს ანტონიუსი ერქვა იმას, ვისზეც თქვენ წერთ.
2016, 30 ივლისი, 21:13
ნეფერტიტის ვიზუალის აღდგენა რაში სჭირდებოდათ,ბრწყინვალე ორიგინალი ბიუსტი სახეზეა, სარწმუნოა რომსწორედ ასე გამოიყურებოდა, თანაც უფრო ლამაზია ახლანდელ მულაჟს ძალიან თანამედროვე სახე და გამოხედვა აქვს,ცოტა ვულგარული.
2016, 29 ივლისი, 9:39
კარგი ნამუშევარია
2016, 27 ივლისი, 11:42
ჰენრი IV მომეწონა.
0 1 9