x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სიყვარულის გამო გაღებული უდიდესი მსხვერპლი

უსინათლო გოგონას, იმის გამო, რომ უსინათლო იყო, საკუთარი თავი სძულდა. მას სძულდა ყველა, გარდა თავისი მეგობარი ბიჭისა, რომელსაც ის ძალიან უყვარდა და ყოველთვის მის გვერდით იყო. ერთხელ გოგონამ უთხრა მას:

– მე რომ შემეძლოს ამ სამყაროს დანახვა, ცოლად გამოგყვებოდი.


image
გავიდა დრო და დონორის ორგანოები გამოჩნდა. გოგონას ოპერაცია გაუკეთეს და თვალები გადაუნერგეს. როდესაც სახვევი მოხსნეს, მან ყველაფრის დანახვა შეძლო.

მეგობარმა ბიჭმა პირობა გაახსენა და ჰკითხა:

– ეხლა, როდესაც მხედველობა გაქვს, ცოლად გამომყვები?

გოგონამ იქით გაიხედა, საიდანაც ნაცნობი ხმა ისმოდა და დაინახა, რომ ბიჭი უსინათლო იყო. მისმა დახუჭულმა ქუთუთოებმ, ის შოკში ჩააგდო. გოგონა ნამდვილად არ ელოდა, რომ ბიჭი უსინათლო იქნებოდა. იმ აზრმა, რომ მას, მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე, ამ სახის ყურება მოუწევდა, მიცემულ პირობაზე უარი ათქმევინა.
შეყვარებული ბიჭი ატირდა და რამდენიმე დღის შემდეგ, წერილი მისწერა მას: «გაუფრთხილდი მხედველობას ძვირფასო, რადგან ეგ თვალები, ვიდრე შენს სახეზე აღმოჩნდებოდა, მე მეკუთვნოდა…»

imageხშირ შემთხვევაში, სწორედ ასე მუშაობს ადამიანის ტვინი, როდესაც მისი სტატუსი იცვლება. მხოლოდ ძალიან ცოტას ახსოვს, თუ როგორი იყო მისი ცხოვრება ადრე და ვინ იმყოფებოდა მის გვერდით, ყველაზე რთულ სიტუაციაში.

imageსიცოცხლე არის ძღვენი:


ვდრე სალანძღავ სიტყვას იტყვით — იფიქფრეთ იმაზე, ვისაც ლაპარაკი არ შეუძლია.
ვიდრე საჭმლის უგემურობაზე იწუწუნებთ — იფიქრეთ იმაზე, ვისაც ამ მომენტშ, საჭმელი არა აქვს და მშიერია.
ვიდრე საკუთარ ცოლზე ან ქმარზე ცუდს იტყვით – იფიქრეთ იმათზე, ვისაც ცხოვრების თანამგზავრი ესაჭიროება და არა ჰყავს.

ვიდრე ხანგრძლივ მგზავრობაზე იწუწუნებთ — იფიქრეთ იმაზე, ვისაც ამ გზის გავლა ფეხით უწევს.

და როდესაც დაიღლებით, ვიდრე პრეტანზიას გამოთქვამთ სამუშაოსთან დაკავშირებით — იფიქრეთ უმუშევარზე და ინვალიდზე, ვისაც უნდა, რომ სამუშაო ჰქონდეს და არა აქვს.

3
681
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
681
  
2016, 1 აგვისტო, 11:02
დავიგრუზე ძალიან:(
2016, 30 ივლისი, 9:59
ანუ ,,მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ,,. ძალიან კარგი სტატიაა!!!!
0 1 3