x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არსებობს თუ არა ბედისწერა? ნაწილი I – დაანონსებული მკვლელობის ისტორია

image

image

ამერიკელები სამართლიანად უწოდებენ აბრაამ ლინკოლნს ქვეყნის ყველაზე დიდ პრეზიდენტს. ის იყო გენიალური ორატორი, მან გააერთიანა ქვეყანა და გააუქმა მონობა. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მის გადაწყვეტილებაზე, ხშირ შემთხვევაში, გავლენას, სპირიტული სიანსების დროს, სულების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ახდენდა. საქმე იმაში იყო, რომ პრეზიდენტის მეუღლე, მერი ტოდი გატაცებული იყო სპირიტიზმით, ხოლო ლინკოლნი, უცნაური მოვლენებისადმი, ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა.

image

image

image

ერთხელ მან სარკეში თავისი ორმაგი გამოსახულება დაინახა. მეორე ძალიან ფერმკრთალი იყო და მალევე გაქრა. მეუღლემ ნანახი შემდეგნაირად აუხსნა: მისი თქმით, ლინკოლნი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს უნდა მომკვდარიყო. სიკვდილამდე 10 დღით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა, დღიურში თავისი წინასწარმეტყველური სიზმრის ჩანაწერი გააკეთა: მან საკუთარი თავი, თეთრ სახლში, ყველასგან მიტოვებული ნახა. შემდეგ ის გარეთ გავიდა. სახლთან ახლოს, კატაფალკა იდგა, რომელზეც მიცვალებული იყო დასვენებული. მის ირგვლივ ჯარისკაცები იყვნენ და უამრავი ხალხი ირეოდა. “ვინ მოკვდა?" - ჰკითხა მან ერთ ჯარისკაცს. “პრეზიდენტი." - იყო პასუხი და შემდეგ დაამატა - “მოკლეს".
მეორე დღეს, ლინკოლნმა თავისი მკვლელობის სცენა ნახა სიზმარში, რომლის მიხედვით, ის თეატრში უნდა მოეკლათ. ამის შესახებ, მან თავისი დაცვის უფროსს უამბო. თუმცა, თეატრში წასვლა არ გადაიფიქრა...

1865 წლის 9 აპრილს, სამხრეთის შტატების კონფედერაციამ კაპიტულაცია გამოაცხადა და სამოქალაქო ომი დამთავრდა. ომის დამთავრებიდან 5 დღის შემდეგ, ფორდის თეატრში, აბრაამ ლინკოლნი სპექტაკლს ესწრებოდა. სამხრეთელების მომხრე მსახიობი ჯონ უილკსი პრეზიდენტის ლოჟაში შეიპარა და თავში ესროლა ლინკოლნს. მეორე დღეს, დილით, ისე რომ გონზე არც მოსულა, პრეზიდენტი გარდაიცვალა. მილიონობით ამერიკელი მივიდა თეთრ სახლთან, პრეზიდენტისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად.

0
413
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0