x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მხოლოდ 5 პროცედურა და მინუს რამდენიმე სანტიმეტრი!
image


ქალებისთვი განკუთვნილ ერთ-ერთ ფორუმზე, ამჟამად, აქტიურად განიხილება გახდომის საინტერესო მეთოდი. მისი ავტორი ამტკიცებს, რომ ეს პროცედურა ძალიან ეფექტურია, ხოლო შედეგი – თვალშისაცემი.


მაშ, ასე, ამ პროცედურის ჩასატარებლად თქვენ დაგჭირდებათ:


— საკვების აპკი

— 1-2 ს. კ. მდოგვის ფხვნილი


— 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი

— 1 ს. კ. თაფლი

— ტანის რძე (Body Milk)


1. გაათბეთ რძე, დაახლოებით, 40 გრადუსამდე > დაამატეთ ზეთი და მდოგვი > ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს.

2. წაისვით ნაზავი პრობლემურ ადგილებზე.

3. შემოიკარით აპკი სხეულზე და მოიხვიეთ თბილი პლედი.

4. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 40-60 წუთი (ნაკლებად იმოძრავეთ, არ შეიძლება ჭამა და დალევა).

5. დროის გასვლის შემდეგ, დაიბანეთ.

6. აბაზანის (რეკომენდირებულია აბაზანის მარილით) ან შხაპის მიღების შემდეგ, კანზე რძე დაიტანეთ.

image

პროცედურის ჩატარება კვირაში 2-ჯერ არის რეკომენდირებული.

image

შენიშვნა: იყავით ყურადღებით, იმავე ფორუმზე აქტიურად განიხილება ის ფაქტიც, რომ მდოგვმა შეიძლება კანის დამწვრობა გამოიწვიოს. ზოგი ამტკიცებს, რომ მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნათ, რომ კანი ხურდება, მაგრამ მოთმენა შეიძლება და ყველაფერი გართულების გარეშე დასრულდა. სხვები, ამბობენ, რომ ძალიან წვავს და გაძლება შეუძლებელია.

ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ტკივილის შეგრძნების ზღვარიც ყველას სხვადასხვა აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფრთხილად იყავით, სილამაზეს გამოკიდებულებმა, ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ თავს.

image


0
490
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0