x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბეჭდის ზომის დადგენა სახლის პირობებში

თუ დაგავიწყდათ საკუთარი ბეჭდის ზომა და სასწრაფოდ გესაჭიროებათ ეს ინფორმაცია, მისი დადგენა, სახლის პირობებში, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ვიდრე უშუალოდ, ზომის დადგენის ხერხზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს, რომ ბეჭდის ზომის განსაზღვრა, უმჯობესია სადლილი შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ჩვენი წონა და ორგანიზმის მდგომარეობა, დღის მანძილზე იცვლება, დღის ბოლოს სხეული ყველაზე მეტად არის «შეშუპებული». ამიტომ, დილის საათებში აღებული ზომის მიხედვით შერჩეული ბეჭედი – საღამოს შეგაწუხებთ, ხოლო საღამოს აღებული ზომის მიხედვით შეძენილი – დილით დიდი გექნებათ და შეიძლება, დაკარგოთ კიდეც. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თითის სისქეზე, ჰაერის ტემპერატურაც მოქმედებს. ასე, რომ, არ უნდა განსაზღვროთ ბეჭდის ზომა, თუ ხელი გაყინული გაქვთ ან პირიქით, ძალიან ცხელა.


image


ბეჭდის ზომის დასადგენად, თქვენ დაგჭირდებათ: ძაფი, სახაზავი და კალკულატორი. ზომის დადგენა კი ისევე ხდება, როგორც წრეწირის სიგრძის მიხედვით, წრის დიამეტრის გამოთვლ:

I. ძაფი თითზე მჭიდროდ შემოიტარეთ;
II. მიღებული ძაფის სიგრძე გაზომეთ მილიმეტრებში;
III. მიღებული რიცხვი გაყავით π (3, 14)-ზე და ეს იქნება ბეჭდის ზომა;

image

მაგალითად, თუ თითის გარშემოწერილობა 45 მმ გაქვთ, 45 უნდა გაყოთ 3, 14-ზე და მიიღებთ 14, 3. ბეჭდის ასეთი ზომა არ არსებობს და ამიტომ, ზომის დადგენისას, ყოველთვის მეტობისკე ხდება დამრგვალება ანუ თქვენი ბეჭდის ზომა იქნება 14, 5.


შენიშვნა: შეგიძლიათ, ისარგებლოთ უკვე დაანგარიშებული მონაცემებით:



image

1
3273
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3273
  
2016, 8 ივლისი, 12:01
თუ შტანგელი გაქვს შემთხვევით სახლში ვთქვათ თითის ზომა..არის 20 მმ გაამრავლე 9-ზე და გაყავი 10-ზე(ან ნუ გაყოფ) ისედაც მიხვდები))))
0 1 1