x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კმაყოფილი ცოლი...

imageimageმდიდარი ცოლ-ქმარი ძვირადღირებულ რესტორანში ვახშმობდა.

მოულოდნელად, მათ მაგიდასთან ლამაზი ახალგაზრდა ქალი მივიდა, მამაკაცს აკოცა და უთხრა:
— მოგვიანებით შევხვდებით, საყვარელო!
ცოლი შოკში ჩავარდა. შეხედა ქმარს გაფართოებული თვალებით და უთხრა:
— ვერ გავიგე, ეს რა იყო???
ქმარმა, თითქოს, არაფერი მომხდარაო, ვახშმობა გააგრძელა:
— ჩემი საყვარელია – თქვა მან უდარდელად.
— რა?! გაყრას მოვითხოვ!!!
— პრობლემა არ არის. – გაყრაზე თანხმობა განაცხადა ქმარმა. – მაგრამ, გაითვალისწინე, თუ დავშორდებით, პარიზში ვერ ივლი საყიდლებზე, ზამთარში არ წახვალ კარიბებზე, დაივიწყებ ლექსუსს და გოლფის კლუბს. შენი გადასაწყვეტია ძვირფასო – უთხრა ცოლს.
სწორედ ამ დროს, ცოლმა შეამჩნია, რომ მათი საერთო მეგობარი, ბიზნესმენი, შემოვიდა რესტორანში, მისთვის უცნობ ქალთან ერთად და ქმარს ჰკითხა:
— ჯეკთან ერთად ვინ არის?
— მისი საყვარელია – უპასუხა ქმარმა.
— ჩვენი ბევრად ლამაზია! – თქვა კმაყოფილმა ცოლმა.

image

ქმარმა, ხუმრობით, ცოლს სთხოვა, იტალიიდან გოგო ჩამომიყვანეო...

მაგრამ, ცოლმა რომ ჩამოუყვანა, ისეთი გოგო, ნამდვილად არ უნდოდა!

image

image

image

ქალი იტალიაში კონფერენციაზე მიდიოდა. ქმარმა აეროპორტში წაიყვანა და დამშვიდობებისას, მას ცოლმა უთხრა:
— მადლობა, ძვირფასო. იტალიიდან რა ჩამოგიტანო?
კაცმა გაუღიმა და უპასუხა:
— იტალიელი გოგონა!
კონფერენცია დასრულდა და ქალი სახლში დაბრუნდა. ქმარი მას აეროპორტში დახვდა და ჰკითხა:
— აბა, რა ქენი, საყვარელო, კარგად იმგზავრე?
— ძალიან კარგად.
— და, ჩემი საჩუქრის რა ქენი?
— რომელი საჩუქარი? – გაიკვირვა ცოლმა.
— აი, რომ გთხოვე – იტალიელზე!
— ა, მაგაზე მეკითხები? აბა რა გითხრა? მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო… ახლა 9 თვე უნდა დავიცადოთ, რომ გავიგოთ, გოგოა თუ არა.

2
1234
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1234
  
2016, 19 ივნისი, 15:25
:)) "ჩვენი ბევრად ლამაზია! "-ო მაგარი იყო :))
2016, 19 ივნისი, 10:46
ამას ქვია ოჯახური იდილია
0 1 2