x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ყველაზე დიდი ბაღი მსოფლიოში
image



არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხებს ყველაფერი "მსოფლიოში ყველაზე დიდი" უყვართ
– დუბაიში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი, ყველაზე მაღალი სასტუმრო
და ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი. ახლახან კი ასევე მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილების ბაღი Miracle Garden გაიხსნა. ბაღს 72, 000 კვმ ფართობი უჭირავს და მასში 60–ზე მეტი სახეობის დაახლოებით 45 მილიონი ყვავილია. ეს საოცრება ულტრათანამედროვე ტექნიკის წყალობით
ამერიკელმა, გერმანელმა და იტალიელმა სპეციალისტებმა შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ბაღის კეთილმოწყობა ჯერ დასრულებული არ არის, რადგან მშენებლობის პროცესშია ბაღთან ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და სხვა გასართობი ადგილები, მას მაინც ათასობით ტურისტი სტუმრობს.ბაღის ცენტრში საამიროების დამფუძვნებლის, შეიხ ზაიდ ბენ სულთან ალ–ნაჰაიანის პორტრეტია

და ცოცხალი ყვავილებით შექმნილი შვიდი ბუჩქითაა გარშემორტყმული, რაც შვიდი საამიროს სიმბოლოდ ითვლება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს გასართობი პარკი შიგ უდაბნოშია გაშენებული და საამიროებში ზაფხულობით განსაკუთრებულად ძლიერი სიცხეებია, ბაღი მაისის ბოლოს იკეტება და ოქტომბერში იხსენა. "ჩვენი ბაღით დავამტკიცებთ, რომ უდაბნოში ოაზისის შექმნა შეიძლება. ყვავილებს მორწყვის სპეციალური ხერხით ვატენიანებთ, დარჩენილ წყალს ვაგროვებთ და სარწყავად
ხელახლა ვიყენებთ" – განაცხადა სამშენებლო კომპანიის თანამშრომელმა, აბდელ ნასერ რაჰალმა.


image


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












0
123
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკუშა
ნიკუშა
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0