x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მუსიკალური ნოსტალგია:რომელი უცხოური სიმღერები და შემსრულებლები იყო საბჭოთა კავშირში პოპულარული?

ბითლზი


დღეს, 18 მაისს დაიბადა გერმანელი პოპ მომღერალი სანდრა ენ ლაუერი, იგივე სანდრა, ჯგუფ Arabesque-ს სოლისტი, რომელიც ძალზე პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში.


მოდით გადავხედოთ გასულ ნახევარ საუკუნეს და გავიხსენოთ მაინც რომელი შემსრულებლები იყო საბჭოთა კავშირში პოპულარული?რომელი სიმღერები ჟღერდა გამუდმებით დისკოთეკებზე, ბანკეტებზე, ბაზრობებზე, ტელევიზიაში ან რადიოში?


სამართლიანობისთვის უნდა აღნიშნოს, რომ საბჭოთა კავშირში 80-იანი წლების მეორე ნახევრამდე მაინცდამაინც პოპულარობით ვერ სარგებლობდნენ ამერიკელი შემსრულებელები და საბჭოთა და ცენტრალური ევროპის მსმენელთა გემოვნება ძირითადად ერთმანეთს ემთხვეოდა.



60-70 -იანი წლები

The Beatles - Octopus's Garden-სიმღერა, რომელიც საბჭოთა კავშირში ე.წ.დრეკად ფირფიტაზე გამოიცა.

The Rolling Stones - Paint It, Black-სიმღერა, რომელიც მსოფლიო ჰიტად იქცა და მას არც საბჭოთა კავშირი ჩამორჩა.

Neil Sedaka-Oh! Carol - თურქული წარმოშობის ამერიკელი მომღერლის 1959 წლის ჰიტი, რომელიც ძალზე პოპულარული იყო დისკოთეკებზე საბჭოთა კავშირში 60-იან წლებში.

Shocking Blue - Venus-ჰოლანდიური ჯგუფის ჰიტი.

Christie-Yellow River-ამ ბრიტანული პოპ-როკ ჯგუფის სიმღერა იმდენად პოპულარული იყო რომ გადმოარუსულეს, მას "მზიურიც" ასრულებდა.

Swinging Blue Jeans -The Hippy Hippy Shake-ბრიტანული ჯგუფის უაღრესად პოპულარული სიმღერა საბჭოთა კავშირში, თუმცა ბევრს იგი "ბითლზი" ეგონა.

Sam The Sham And The Pharaons-Woolly Bully
ამერიკული ჯგუფი, რომელმაც ერთადერთი სიმღერით გაითქვა სახელი და ძალზე პოპულარული იყო საბჭოთა დისკოთეკებზე 60-იან წლებში.

Abba - Money, Money, Money-შვედურმა ჯგუფმა მთელი მსოფლიო დაიპყრო და რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირიც.

Demis Roussos - From Souvenirs to Souvenirs-ბერძენი მომღერალი, რომელიც უაღრესად პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში.

Joe Dassin -Taka, takata -ფრანგი მომღერალი, პოპულარული საბჭოთა კავშირში და საბჭოთა ტელევიზიების ხშირი სტუმარი.

Paul McCartney & Wings - Mr Vanderbilt-პოლ მაკარტნის ჰიტი, რომელსაც ჩვენში "ჰოპ ჰე ჰოპით" იცნობდნენ.

Boney M. - Rivers of Babylon-გერმანული დისკო ჯგუფი, უაღრესად პოპულარული საბჭოთა კავშირში.

eruption - one way ticket-კიდევ ერთი გერმანული ჯგუფი...

Smokie-What Can I Do- ეს სიმღერა 70-იანი წლების ბოლოს ყველგან ჟღერდა.

Eagles - Hotel California-სიმღერა, რომელმაც ოკეანის გაღმიდან შემოაღწია და დაიპყრო საბჭოთა მსმენელთა გულები.

Bee Gees - Stayin' Alive-ავსტრალიული პოპ-ჯგუფი, რომელიც უაღრესად პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში.

Arabesque - Midnight dancer-გერმანული პოპ ჯგუფი...

Ottavan Disco-ფრანგული ჯგუფი, ძალზე პოპულარული საბჭოთა კავშირში 70-იანი წლების მიწურულს და 80-იანების დასაწყისში.

80-იანი წლები

80-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში იტალიური ესტრადის ბუმი იწყება..

space -souvenir from rio-ფრანგი ინსტრუმენტალისტი დიდიე მარუანი ძალზე პოპულარული იყოს სსრკ-ში 80 იანი წლების პირველ ნახევარში.

secret service-Flash In The Night-საბჭოთა ტელევიზიით გაშვებული შვედური ჯგუფის სიმღერა მომენტალურად ჰიტად იქცა.

Modern Talking - You're My Heart, You're My Soul-გერმანული ჯგუფი, უაღრსად პოპულარული 80-იანი წლების შუა ხანებში.

საბჭოთა კავშირში გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ, რკინის ფარდა ოდნავ აიხადა, კომერციული ტელევიზიების საშუალებით მაყურებელს MTV-ის ყურების საშუალება მისცა.....

Europe - The Final Countdown-შვედური როკ-ჯგუფის პოპულარული ჰიტი 80-იანი წლების მეორე ნახევარში.

USA FOR AFRICA - We Are The World
-მსოფლიო ჰიტი ამერიკელი ვარსკვლავების შესრულებით.

Sabrina -- Boys Boys-იტალიელი მომღერლის უაღრესად პოპულარული ჰიტი და მკერდი 80-იანი წლების მეორე ნახევარში.

Kaoma - Lambada-სიმღერა და ცეკვა, რომელმაც დაიპყრო მთელი მსოფლიო და რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირიც 80-იანი წლების ბოლოს.

P.S.-ეს თქმა უნდა მხოლოდ ნაწილი იყო იმ სიმღერებისა, რომლებიც შეგახსენეთ... იყო კიდევ უამრავი შემსრულებელი, რომელიც საბჭოთა კავშირში პოპულარობით სარგებლობდა..თუმცა ძირითადი ტენდეცია ვფიქრობ შენარჩუნებულია.

1
545
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
545
  
2016, 19 მაისი, 14:43
მაგარი ნერვები გაქვს, სერიოზულია )))
0 1 1