x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აქამდე შეუმჩნეველი სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის
თითქოს ერთი შეხედვით ქალსა და მამაკაცს შორის სხვაობა მხოლოდ "გენდერია", ვინაიდან სხვა დანარჩენი პირობებითა და მოთხოვნილებებით ორივე იდენტურია. თანამედროვე მეცნიერები მუდმივად მუშაობენ სუსტი და ძლიერი სქესის თავისებურებებზე და გამოიტანეს ათი ფანტასტიური დასკვნა, რომ მათ შორის ნამდვილად არსებობს თვისობრივი სხვაობა, რომელსაც ბევრი თქვენგანი ალბათ არც დაკვირვებია.


მაშ, რითი განსხვავდება ქალი მამაკაცისგან? (და პირიქით)



1. გახდა. მამაკაცები ტანისამოსის გახდისას ხელებს წევენ თავის ზემოთ და მაისურს ზედა ზღვარიდან ან საყელოდან წევენ; ქალები კი გადაჯვარედინებულ ხელებს იყენებენ მუცლის მიდამოში და მაისურის ქვედა ზღვარს წევენ.

image





2. ჯდომა. განსაკუთრებით შესამჩნევია მათ შორის ჯდომის სტილი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. (ქალების მოკრძალებული, ან ფეხის ფეხზე გადადების მანერა; მამაკაცებს კი რაც შეიძლება თავისუფლად...)

imageimage




3. მეხსიერება. ქალების მეხსეირება თითქოს მრავალ თაროს მოიცავს, ძალუძს ძალიან ბევრი წვრილმანისა და თარიღების დამახსოვრება და შემოლაგება ამ თაროზე; მამაკაცები კი მხოლოდ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას იმახსოვრებენ.

image




4. საქმესთან გამკლავება. მამაკაცს შეუძლია მხოლოდ ერთ საქმეზე იყოს კონცენტრირებული და ორიენტირებული; ქალს კი შეუძლია ერთდროულად ისაუბროს ტელეფონზე, თან მოამზადოს სადილი, პარალელურად გაწმინდოს მტვერი- რაც ნამდვილად თანდაყოლილი ნიჭია.

image




5. სმენა. ქალს აქვს მაღალგანვითარებული სმენა. შეუძლია მრავალ მაღალ ხმაშიც კი გაარჩიოს ბავშვის ტირილი, რასაც ბუნებრივად ასე დაპროგრამებული მათი ტვინი განაპირობებს; ხოლო მამაკაცები ამ დროს უკეთ არკვევენ თუ რომელი ოთახიდან ისმის ბავშვის ტირილი.

image




6. "ხალათის" შეკვრა. მამაკაცები ხალათის ქამარს ყოველთვის იკრავენ თეძოს ქვემოთ; ქალები კი პირიქით, თეძოს ზემოთ.

image




7. პოლიტიკა. ამ საკითხშიც საპირისპიროა მათი ქმედება. მამაკაცები ყოველთვის ბევრს საუბრობენ და განიხილავენ პოლიტიკას, თუმცა ხმის მისაცემად უმეტეს შემთხვევაში არ მიდიან; ქალები პირიქით, ნაკლებად საუბრობენ პოლიტიკაზე, თუმცა არჩევენებზე მაინც მიდიან- რატომ უნდა დაკარგონ ხმა...




8. მთქნარება. ქალები კაცებზე მეტად დელიკატურად აკეთებენ ამას... მამაკაცები მუშტის გამოყენებით, ქალები კი ჰაეროვნად იფარებენ თითების ფალანგას.

image




9. ხელების ჩვენება. თუ კი მოსთხოვთ მამაკაცს გიჩვენოთ ხელი, ის უთუოდ რომელიმე ხელის გულს გამოშლის, ამ შემთხვევაში კი ქალი საპირისპიროა, ის უთუოდ ხელის ზედაპირს გამოგიშვერთ.

imageimage




10. სააბაზანო. ეს სწორედ ის ადგილია, რომელზეც არაერთი ხუმრობა თქმულა და რაღა თქმა უნდა მხოლოდ ქალს ეხება. თუ მამაკაცის სააბაზანო ოთახში იხილავთ ხმოლოდ კბილის ჯაგრისს, შამპუნს, სამართებელსა და პირსახოცს, ქალების სააბაზანოში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იხილოთ თავის მოვლის უამრავი საშუალება, თუნდაც ისეთები, რომელთა მოხმარება არც კი უწევთ მათ.

image



როგორც ხედავთ ამ წვრილმანების წყალობით ისე განსხვავდება ეს ორი სქესი, როგორც მარსი და ვენერა. თუმცა უპირველესი ურთიერთგაგება და სიყვარულია- მერე რა მოხდა თუ ქმარმა მაცივარში ვერ იპოვა ჯემი, რომელიც თითქმის ცხვირწინ ჰქონდა? ან თუნდაც ცოლმა იყიდოს 125 ცალი შამპუნი, საშხაპე გელი და ტანის ლოსიონი, მემგონი ღირს მისთვის ამის გაგება- სიყვარული ხომ სწორედ რომ ამ წვრილმანებშია.

8
1956
24-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1956
  
2016, 9 ივნისი, 21:38
ესე იგი... კაცი ვარ სინამდვილეში და არა ქალი :D
2016, 19 მაისი, 21:35
მჯერა :))
2016, 19 მაისი, 19:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მეამეა-ის კომენტარზე
2016, 19 მაისი, 10:28
:D
2016, 18 მაისი, 18:18
:)))))
2016, 18 მაისი, 18:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 16 მაისი, 12:21
აბაზანა ცვეთში მასეა :D
2016, 15 მაისი, 10:13
ნამდვილად ასეა!
0 1 8