x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კატები ომში. პატარა დიდი გმირები

უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ჩვენი საყვარელი ფუმფულა ცხოველები საომარ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. მღრღნელებზე ნადირობის გარდა, კატებს ომში ცოცხალ ფარებად, შენელებული მექანიზმის ნაღმებად, დაბომბვის წინასწარმეტყველაბად, ჰაერის ექსპერტებად და გამყოლებადაც კი იყენებდნენ და ხშირ შემთხვევაში, ომში «მონაწილე» ცხოველები, ბრძოლის ველზე იღუპებოდნენ.

image
კატების ომში მონაწილეობის პირველი შემთხვევა, 2, 5 ათასი წლის წინ არის დაფიქსირებული, სპარსულ-ეგვიპტური დაპირისპირების დროს. ძველი ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ კატებს და მათ წმინდა ცხოველებად მიიჩნევდნენ. კატისთვის რამე ზიანის მიყენება, უმკაცრესად ისჯებოდა, ხოლო ადამიანს, რომელიც წმინდა ცხოველს მოკლავდა – სიკვდილით სჯიდნენ. გაიგეს რა, ეს ინფორმაცია ეგვიპტელების შესახებ, ეშმაკმა სპარსებმა მისი გამოყენება თავის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. სპარსმა ჯარისკაცებმა კატები ცოცხალ ფარებად წინ აიფარეს. ცრუმორწმუნე ეგვიპტელებს არ შეეძლოთ მოწინააღმდეგესთან შებრძოლება, რადგან ეშინოდათ, შემთხვევით, კატისთვის არ მიეყენებინათ ზიანი. ამიტომ, ეგვიპტელები ბრძოლაში დამარცხდნენ. სპარსებმა ძვ. წ. აღრ. 525 წელს ეგვიპტე მთლიანად დაიპყრეს და მათი ბატონობა ქვეყანაში საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა.


image

1916 წ., საფრანგეთი.


imageშობა 1916 წ., ფორტი დუამონტი, საფრანგეთი.

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს XVI საუკუნის ჩანაწერი, რომელშიც კატების იარაღად გამოყენების კიდევ ერთი შემთხვევა იყო აღწერილი. ინსტრუქციის მიხედვით, მეომრებს მტრის ტერიტორიიდან რამდენიმე კატა უნდა მოეპარათ და ისინი «ბომბებად» ექციათ. კატას შენელებული წვის პატრუქს ამაგრებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. რა თქმა უნდა, შეშინებული ცხოველი სახლში გარბოდა. ამგვარი დივერსიების შედეგად, ნადგურდებოდა ქალაქები და სოფლები. მსგავსი შემთხვევები, უფრო ადრეულ სკანდინავიურ ტექსტებში, ჩინგიზ-ყაენის ისტორიაში და პირველ ინდურ ხელნაწერებშიც არის აღწერილი. საბრალო ცხოველები, უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ადამიანების ამბიციებს ეწირებოდნენ. ისინი, კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ, თითქმის, ყველა ომში მონაწილეობდნენ.


image1914 — 1918 წწ., ბრიტანული ჯარი.

კატები ომში პირდაპირი დანიშნულებითაც გამოიყენებოდნენ – ნადირობდნენ თაგვებზე და ვირთხებზე. კატები სანგრებში მიჰყავდათ და ცხოველები მღრღნელებისაგან ჯარისკაცების სურსათ-სანოვაგის მარაგს იცავდნენ. გარდა ამისა, კატები მეომრებისთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტები იყვნენ. იქ, სადაც ისინი «მსახურობდნენ», ნაკლები იყო ჯარისკაცებს შორის ნერვული შეტევები და ფსიქიკური აშლილობა.


image

1918 წ., საფრანგეთი.


image

პირველი მსოფლიო ომის დროს, კატებმა არაერთხელ იხსნეს მეომრები სიკვდილისგან. ისინი მოსალოდნელ საფრთხეს ანუ სამხედრო შეტაკების დაწყებას წინასწარ გრძნობდნენ: მათი შფოთიანი ქცევა, მოსალოდნელი დაბომბვის ნიშანი იყო, ხოლო ბუნებრივი ზემგრძნობიარობის წყალობით, მათ ქიმიური შეტევის დაწყების ამოცნობა შეეძლოთ – ჰაერში მომწამვლავი ნივთიერების შეგრძნების შემთხვევაში, აგრესიულები ხდებოდნენ და თავებს მიწაში იმარხავდნენ. ამიტომ, მეომრებს ისინი ბრძოლის ველზე მიჰყავდათ.

image

image

1943 — 1944 წწ., ბელორუსი.

image

image

1945 წ., სათხილამურო სკოლა მეომრებისთვის. ბარეჟი, საფრანგეთი.

კატების უნარ-ჩვევებს მეორე მსოფლიო ომის დროსაც გამოიყენებოდა. ისინი წყალქვეშა ნავებზე «მსახურობდნენ» და ჰაერის ხარისხის ექსპერტებად მუშაობდნენ (ჟანგბადის ნაკლებობას ადამიანებზე სწრაფად გრძნობდნენ). კატებს სარგებელი მტრის ზურგშიც მოჰქონდათ. ისინი თაგვებზე ნადირობდნენ და სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტებს განადგურებისგა ნიცავდნენ. მათ მიერ, უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი და არქივი არის გადარჩენილი.

imageimageმსოფლიო ომების გარდა, კატები XX საუკუნეში, არაერთ რეგიონალურ კომფლიქტში მონაწილეობდნენ.

image

image

1956 წ., ინდოჩინეთი.


image1956 წ., ინდოჩინეთი.


მეომარი კატები დღესაც არიან და ისინე ერთგულად ემსახურებიან ადამიანებს:

image

imageimageimageimageimageimage

3
382
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
382
  
2016, 10 სექტემბერი, 16:01
კაი იყო,

სპარსელების მოხერხებულობით მოვიხიბლე
2016, 12 მაისი, 17:19
მადლობა
0 1 3