x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როდის და როგორ მოხდა სქესის შეცვლის პირველი ოპერაცია- ის, რაც აქამდე არ იცოდით +11
ტიპი


მიუხედავად იმისა, რომ დღეს სქესის შეცვლის ოპერაცია არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს და ერთ-ერთი აქტუალურია ქირურგიულ განყოფილებაში, ბევრმა თქვენგანმა ალბათ არ იცის თუ როდის და სად ჩატარდა ის პირველად.


image


საბჭოთა კავშირის დროს, 1972 წლის 5 აპრილს პირველად ჩატარდა სქესის შეცვლის ოპერაცია. მსოფლიო მედიცინის ისტორიაში შევიდა ეს მოვლენა- ბუნებრივი ქალი გარდაიქმნა მამაკაცად. საშვილოსნოსა და მკერდის მოკვეთის შემდეგ მას გადაუნერგეს პენისი. ოპერაცია ჩაატარა ქირურგმა Виктор Калнберз-მა, რომელიც აღნიშნული აქტით ეწინააღმდეგებოდა სოციალისტურ სისტემას, ამიტომ ის დასაჯეს და 17 წლით ჩამოერთვა უფლება (ლიცენზია) მოეხდინა ქირურგიული ჩარევები.



image


სქესის შეცვლის ოპერაციის ამბავი ჯერ ისევ 1968 წელს დაიწყო და მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ოთხ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა ოთხივე მათგანი ჰერმოფროდიტების შექმნით დასრულდა. (ჰერმოფროდიტი არის ადამიანი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბიოლოგიური სქესის ორივე ნიშანი) ქალმა სურვილისამებრ გადაინერგა პენისი, თუმცა ქალის რეპროდუქციული სისტემა შენარჩუნდა და შეძლო დაორსულება.


30 წლის, ვინმე Inna Ozolin-ს, რომელიც მომაჯადოვებელი სილამაზითა და ქალური აღნაგობით გამოირჩეოდა, გააჩნდა მამაკაცური აზროვნება, არაჩვეულებრივი ინჟინერული ნიჭი და მოწოდება. მიუხედავად იდეალური კრიტერიუმებისა, ის თავს მამაკაცად თვლიდა და ჰქონდა ლტოლვთა მდედრობითი სქესის მიმართ, უპასუხო სიყვარულის გამო კი ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში და სამჯერ სცადა თვითმკვლელობა. ბოლოს გადაწყვიტა მიემართა თხოვნით დახმარებისთვის ცნობილ ბიოლოგ-ექსპერიმენტატორ პროფესორ Владимир Петрович Демихов-ისთვის.


image


დემიხოვი ისტორიაში შევიდა, როგორც ტრანსპლანტაციის ფუძემდებელი. ასევე მან პირველმა მოახდინა ძაღლისთვის ჯერ გადაენერგა მეორე გული, შემდეგ კი დახვეწა ეს მეთოდი და გულის გადანერგვის ურთულესი ოპერაციები ჩაატარა. მიუხედავად მისი სენსაციური მიღწევებისა, არ მისცეს უფლება ადამიანებზე ემოქმედა, ამიტომ Inna-ს, რომელიც სქესის შეცვლის თხოვნით ეახლა მას, უარი უთხრა. თუმცა ქალი მაინც დააიმედა და გაგზავნა ქირურგ Виктор Калнберз-თან, რომელიც ასევე ტრავმატოლოგ-ორთოპედიული მედ ინსტიტუტის დირექტორი იყო და ნამდვილად ახალ ფალოსებს ქმნიდა.


image


ტექნიკურად შესაძლებელი იყო სქესის სრული შეცვლა საშოსა და საშვილოსნოს მოკვეთის შედეგად, თუმცა მსგავსი ქირურგიული ჩარევა შესაძლებელი იყო მხოლოდ სპეციალური სამედიცინო ვალდებულებების შემთხვევაში, ამიტომ ინნას ფსიქიატრიული ექსპერტიზას გავლა მოსთხოვეს. აღმოჩნდა, რომ ინნაში ჭარბობდა მამაკაცის ჰორმონები და სომატურად თუ მამაკაცი არ გახდებოდა, შესაძლოა თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. ოპერაცია დაინიშნა.



ოპერაციის პირველი ეტაპი 1970 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა. მუცლის წინა კედლის ქსოვილებისგან შექმნეს პენისი და შარდსადინარის არხს დაუკავშირეს, შემდეგ კი მოკვეთეს მკერდი, ბოლო სტადიაზე კი ჰისტერექტომია შესრულდა. 1972 წლის აპრილში კი ოპერაციამ სრულყოფილად ჩაიარა და ინნა როგორც იქნა მამაკაცი გახდა. კმაყოფილი იყო მეგობარი ბიჭების შეძენით, მათ წრეში დალევითა და ურთიერთობით, ასევე პოპულარობით სარგებლობდა ქალებში. ოპერაციიდან წელიწადნახევარში კი შექმნა ოჯახი-ის დაქორწინდა ქალზე.


1
2653
25-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2653
  
2016, 6 აპრილი, 12:06
დანიელი გოგონა გამახსენდა
0 1 1