x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე "კურიოზული" ტრაგედიები ისტორიის მანძილზე
სიტყვა ისტორია ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს თხრობას, მოთხრობას და არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების განვითარებას. მაშასადამე, კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, დღემდე ამოუხსნელ და მისტიურ ამბებს, სახალისო შემთხვევებს და ა.შ. დღევანდელ სტატიაში კი მინდა წარმოგიდგინოთ რადიკალურად სხვა- ყველაზე კურიოზული ტრაგედიები მთელი ისტორიის მანძილზე, რომლებიც არ ვიცი დაგაღონებთ თუ გაგაცინებთ.



1. ა.შ.შ-ში, წიგნის "როგორ შევინარჩუნოთ ქორწინება" ავტორმა მოკლა საკუთარი ცოლი და ფოტო გამოაქვეყნა Facebook-ზე. სამართალდამცავებმა დააკავეს მაიამის რეზიდენტი, 31 წლის Derek Medina, რომელმაც ასევე მოკლა მეუღლე და შოკისმომგვრელი ფოტოები ატვირთა ინტერნეტში.

image



2. ცნობილი პედაგოგი და ფსიქოლოგი Dale Carnegie, ასევე ავტორი ცნობილი ბესტელერისა "როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ ხალხზე შთაბეჭდილება", სიმარტოვეში გარდაიცვალა.


image



3. ცნობილი პედიატრი და ავტორი წიგნებისა "ბავშვთა ზრუნვაზე" Benjamin Spock-ი საკუთარმა შვილებმა მოხუცთა თავშესაფარში ჩააბარეს.

image



4. კომპანია Segway-ს მფლობელი დაიმტვრა საკუთარ Segway-ზე ჯირითის დროს.

image



5. ცმობილმა პედაგოგ-ჰუმანისტმა Maria Montessori-მ საკუთარი, პირველი ვაჟი გააშვილა. 1898 წელს მას საყვარელი მამაკაცისგან შეეძინა ვაჟი, იმის გამო, რომ ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულდა, მან ვაჟი გააშვილა.

image


6. ექსტრემალი წამყვანი, რომელსაც მსოფლიო იცნობდა ექსტრემალური ნომრებიდან გარეულ და საშიშ ცხოველებთან ურთიერთობით, კატის ნაკბენით გარდაიცვალა.

image



P.S. აი ასეთი წარმოუდგენელია ჩვენი სამყარო და თვითონ ადამიანები.

15
1417
23-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1417
  
2016, 6 აპრილი, 11:28
გმადლობთ, სამწუხაროდ საიტის წესები სტატიის შესწორების უფლებას არ იძლევა, ვერ ვსარგებლობთ ავტორები მაგ სანქციით.
2016, 6 აპრილი, 11:03
გეთანხმებით, არ იყო ამდენი საუბარი საჭირო. პირდაპირ შეგესწორებინათ სტატია და მორჩა. კიდევ იგივე წერია. პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული ხალხს მიაწოდოთ ინფორმაცია და ვალდებულიც ხართ დარწმუნებული იყოთ მის სისწორეში. რა არის ამაში საკამათო არ მესმის.

შრომა დაუფასებელი არასდროს რჩება. კარგ საქმეს აკეთებთ და ასე განაგრძეთ ძალიან დიდი სულისკვეთებით, რადგან თქვენ ხელს უწყობთ ადამიანების განათლების ამაღლებას. კეთილი საქმეა ეს პირველ რიგში სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და მიხარია თქვენისთანა ადამიანები რომ კიდევ არსებობენ სამშობლოში.

კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს და პატარა შენიშვნა კიდევ არ უნდა იყოს საწყენი.

თქვენ იცით, იმედია კიდევ ძალიან ბევრ საიტერესო სიახლეს გაგვაცნობთ. წარმატებები
2016, 6 აპრილი, 0:25
ჟურნალისტობა რა შუაში იყო, ნამდვილად ვერ მივხვდი. პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ და საერთოდ არაა ეგ ჩემი სფერო. სტატიას წყაროს თანხლება აუცილებლობა არაა, გამოქვეყნების დროს ფარულად ეთითება, რასაც ადმინისტრაცია ხედავს და შემდეგ ამოწმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იშლება სტატია. ასე, რომ საიტის არცერთ წესს არ არღვევს ეს სტატია. ჩემი ვალია ვთარგმნო სიახლეები და ნამდვილად არ მაქვს უქმედ უამრავი დრო, ვიჯდე მთელი დღე კომპიუტერთან და თითოეული მათგანის ჭეშმარიტება სხვადასხვა საიტებზე ვამოწმო, მითუმეტეს მაშინ, როცა ნებისმიერი შრომა თითქმის დაუფასებელი რჩება.

საიტზე უამრავი სისულელე იდება და მაინც და მაინც ჩემი სტატია რატომ მოგედოთ თვალში? ამდენი საუბარიც არ იყო საჭირო...
2016, 5 აპრილი, 18:01
ჟურნალისტობის არაფერი გამეგება, მაგრამ ვიცი რომ როდესაც წყაროს იყენებს სტატიის ავტორი, მაშინ წყაროს მისამართი უნდა ახლდეს თან სტატიას. პ.ს კომენატრების წაშლის ფუნქცია არ აქვს საიტს? მემგონი უკვე აღარაა საჭირო ჩემი კომენატრები.
2016, 5 აპრილი, 16:43
მესმის სად მითითებთ ბატონო, წარმატებებისთვის მადლობელი ვარ, ჩემს სხვა სტატიებს თუ გადახედავთ, რომლებიც ისტორიას და ცნობად სახეებს ეხება, თითქმის ყველა მათგანი ვრცელ ქვეტექსტებს მოიცავს, თუმცა ამ სტატიაში მხოლოდ ის ინფორმაციებია, რაც თავად აღნიშნულ წყაროში იყო. სრულყოფილება დიდ შრომას და ასევე დროს მოიცავს, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში მიწევს მხოლოდ ის ვთარგმნო, რაც მოცემულია. ასე, რომ მე წარმოდგენაც არ მექნებოდა სხვა რომელიმე წყარო სიცრუეს თუ გაავრცელებდა, იმ კაცს კი, რომელსაც ნახევარი მსოფლიო იცნობდა, სამწუხაროდ მე არ ვიცნობდი, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ჩავთვლიდი, რომ ინფორმაცია მცდარია და ჩემს ცოდნას გამოვიყენებდი შესასწორებლად. (გმადლობთ, რომ ნახულობთ ჩემს სტატიებს, შენიშვნაც მიღებულია, სხვა დროისათვის აუცილებლად მეცოდინება სტივ ირვინი რითი დაიღუპა)
2016, 5 აპრილი, 13:11
ადამიანის გარდაცვალებაზე რომ წერთ, თანაც ცნობილი ადამიანის შესახებ, რომელზეც ინფორმაცია ვიკიპედიაშიც აუცილებლად არის მინიმუმ უნდა გამოიყენოთ საძიებო სისტემა და მხოლოდ თარგმანით არ შემოიფარგლოთ. მე ხომ არ მითქვამს არასწორად თარგმნეთ თქო. თან მეუბნებით თვითონ გადაამოწმეთო.

უბრალოდ არასანდოობის განცდას იწვევს მთელი თქვენი სტატია ამის შემდეგ და თუ გაითვალისწინებთ შემდეგში თქვენთვისვე იქნება უკეთესი და შემდეგ ყველა ჩვენგანისთვის.

ბოღმა სად დაინახეთ არ ვიცი. გაბრაზება რომ გეთქვათ კი ბატონო. ამ ადამიანის გადაცემებს ვუყურებდით ბევრი და მისი გადრდაცვალებაც გვეწყინა ბევრს და გამაღიზიანებელია ესეთი ინფორმაცია.

ვაღიარებ, ცოტა უტაქტოდ გამომივიდა და გთხოვთ მაპატიოთ. ვწუხვარ.
წარმატებები
2016, 5 აპრილი, 9:06
შენიშვნის ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მემგონი რამდენადაც ვიცი, ასე იერიშზე და შეურაცხყოფაზე გადმოსვლა კი არაა ლამაზი. წყაროში, საიდანაც ვთარგმნე ასე ეწერა ჩემო კარგო და ჩემი ბრალეულობის საკითხს ნუ დააყენებ. ციტირებას გავაკეთებ იმ საიტიდან და სხვანაირად როგორ შეიძლებოდა მეთარგმნა?

Экстремал-телеведущий, известный опасными трюками с участием опасных животных, умер от случайного укусы кошек.
2016, 5 აპრილი, 0:33
ადამიანო ბოღმა რა შუაშია, მიიღეთ შენიშვნა. არ მესმის საიდან მოგაქვთ მსგავსი რამ. სტატიას დებთ ერთ-ერთ ძალიან დიდი რეიტინგის საიტზე და არც კი იცით რას წერთ? ძნელია ვიკიპედიის ნახვა სულ მცირე? აჰა ინებეთ თქვენს მიერ კატის ნაკბენით მოკლული სტივ ირვინის შესახებ ინფორმაცია.
სტინგრეის კატას თუ ეძახით ეგ სხვა თემაა... ვახ

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95_%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98
2016, 4 აპრილი, 21:07
საინტერესო რომ არის ნახვებიდანაც ეტყობა. წარმატებები
2016, 4 აპრილი, 21:04
გაიხარე ალექს, ვცდილობ საინტერესო საკითხები მივიტანო მკითხველთან და ესენი კი...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10