x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 ხრიკი, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, საღამოს სამოსად აქცევს

ეს რჩევები დაგეხმარებათ, რომ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, სამოსი რომელსაც ყოველდღიურად ხმარობთ, საღამოს სამოსად გადააქციოთ და თუ ჩვეულებრივ, ქუჩაში ან სამუშაოზე, თქვენი ჩაცმულობა ყურადღებას არ იქცევს, ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, საზეიმო ვახშამზე ან წვეულებაზე მისულები, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით.


1. გაიხადეთ პერანგი


image

image

ამაზე მარტივი შეიძლება იყოს რამე? თუ გაქვთ შავი კოსტუმი, არ ჩაიცვათ პიჯაკის ქვეშ პერანგი. ოლივია უაილდმა და ანა კენდრიკმა იციან — შავი კოსტუმი ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება, და არა მარტო წვეულებაზე, არამედ წითელ ხალიჩაზეც კი!
image2. გაიკეთეთ დიდი ზომის საყურეები

image

image

image

მოსაწყენი გარეგნობის გახალისება ნათელ, დიდი ზომის საყურეებს შეუძლია. საყურის ფერი თვალის ფერის ან ფრჩხილის ლაქის ფერის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ან სამოსის ფერის კონტრასტული ფერის სამკაული უნდა გაიკეთოთ.
image3. მოკლე ჯინსის კურტკა ყოველთვის კარგი გამოსავალია

image

imageimage

image

ჯინსის კურტკა, ამ ბოლო დროს, ისეთსავე აქტუალობას იძენს, როგორც შანელის შავი კაბა. მას შეუძლია ნებისმიერი კაბა, საღამოს სამოსად აქციოს.

image4. გამოაჩინეთ მაქმანები


image

image

imageის რასაც ადრე მხოლოდ კაბის ქვეშ იცვამდნენ, დღეს საღამოს სამოსის ნაწილად გამოდგება! თუ მაქმანებიანი თეთრეული გაქვთ, ნუ მოგერიდებათ, გაიხადეთ კაბა, ჩაიცვით გრძელი სვიტრი, ისე რომ მაქმანები ჩანდეს და მორჩა – ელეგანტური საღამოს სამოსი მზად არის.

image5. ბაფთა გაიკეთეთ


image

image

უბრალო შავი კაბა განსხვავებულ იერს შეიძენს, თუ წინა მხარეს ატლასის თეთრ ბაფთას გაუკეთებთ, ხოლო ოფისის ტანსაცმელი სმოკინგად გარდაიქმნება, თუ შავ ბაფთას ან ჰალსტუხ-პეპელას გაიკეთებთ.
image6. ფსონი კლაჩზე გააკეთეთ


imageimage

imageთქვენი საღამოს იმიჯის ცენტრალური ნაწილი, შეიძლება პატარა ზომის ჩანთა იყოს. თუ ისეთი ჩანთა გაქვთ, რომელიც მაქსიმალურად იქცევს ყურადღებას, არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერეთ. ასეთ ჩანთასთან, სამოსი, რაც შეიძლება მოკრძალებული უნდა იყოს!

image7. შეიძინეთ პორტუპეა (მხარიღლიის ქამარი)

image

imageimage
ამ სეზონზე ძალიან აქტუალურია მხარიღლიის ქამრები. რომლის გაკეთება, კაბის ზემოთაც შეიძლება და მის ქვეშაც, იმ შემთხვევაში, თუ მას ღრმა დეკოლტე აქვს. ეს აქსესუარი, განსხვავებულ იმიჯს მიანიჭებს ნებისმიერ სამოსს, კაბა იქნება ეს, თუ რამოდენიმე ღილზე ჩახსნილი პერანგი. მაგრამ, თუ მსგავსი ნივთი თქვენს გარდერობში არ მოიპოვება, ჩვეულებრივი, ბრტყელი ქამრის გაკეთებაც კარგი გამოსავალი იქნება.


image
image

0
1192
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0