x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
როგორ გავიკეთოთ სწორი მაკიაჟი - ის, რაც აქამდე არ იცოდით
მაკიაჟი ქალისთვის, თავის მოვლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია პირადი ჰიგიენის შემდეგ. ყველა შემთხვევაში აუცილებელია ვიყოთ ფორმაში, განსაკუთრებით კი სახლიდან გასვლის წინ. მართალია უმეტესი თქვენგანი ამას ფინანსური სახსრებით უახლოეს ან რჩეულ სილამაზის სალონებში ახერხებს, თუმცა უმეტესობას ამისათვის არც დრო და არც ფული არ გააჩნია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელი სტატია მივუძღვნა თავის მოვლას, სადაც განგიმარტავთ 8 მარტივ და არაჩვეულებრივ ხრიკს, თუ როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი სახლის პირობებში ისე, რომ იყოს სრულყოფილი და თუნდაც- მხოლოდ 4 საათიანი ძილის შემდეგ დაღლილობა ვერ შეატყონ თქვენს თვალებს.


image



სწორი მაკიაჟი თვალისთვის:



1. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ წარბებს, ვინაიდან მაკიაჟის სფეროში წამყვან როლს ის ასრულებს- თუ როგორ გამოიყურება.


image



2. დაიტანეთ თვალის შიდა კუთხეებში ჰაილაითერი, რომელიც თვალს უფრო გამომხატველს და მეტყველს გახდის.

image



3. სანამ ლაინერს ან შავ ფანქარს წაისვამდეთ, დაიტანეთ თვალზე ისრების მონახაზი, რომელიც გაამარტივებს ამ პროცესს. ზოგადად, მაკიაჟის დროს შავი ლაინერი (ფანქარი) უდიდეს ეფექტურ როლს ასრულებს.

image



4. ნაცრისფერი (ასფალტისფერი) დიდი უპირატესობით სარგებლობს როგორც დღის, ასევე საღამოს მაკიაჟში. რატომ არ გეცადათ ამ ეფექტური და მარტივი მეთოდით უფრო გაგეადვილებინათ არჩევანი?

imageimage



5. თუ გამოიყენებთ თვალის თეთრ ფანქარს, ის თვალს ვიზუალურად უფრო დიდს გამოაჩენს. ეცადეთ დაიტანოთ თვალის შიდა კუთხეში უფრო მკაფიოდ და ეფექტიც უბადლო იქნება.

image



6. არ დაგავიწყდეთ წამწამების აპრეხვა. ეს დეტალი თქვენს სახეს გახდის უფრო ახალგაზრდას.

image



7. წამწამების დატუშვის პროცესში თუ ზევით აიხედებით და ისე ჩაიტარებთ ამ პროცედურას, თვალები წარმოუდგენლად მიმზიდველი გახდება.

image



8. თვალები რომ მეტად მეტყველი იყოს სახის სხვა ორგანული ნაწილებისგან განსხვავებით, წაისვით ბეჟი ან კარამელის ფერი ტუჩსაცხი, რომელიც უფრო არისტოკრატულ ეფექტს მოგცემთ და არანაირად არ გასუვამს ხაზს თქვენს ვულგარულობას.

image




P.S. გისურვებთ წარმატებასა და მუდამ სილამაზეს.


image

0
1507
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0