x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როგორი უნდა იყოს თქვენი სახლის "მედიკამენტების კუთხე". წესები, რომლებიც საყურადღებოა
ის, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის, უტყუარი ფაქტია, თუმცა არ არსებობს ადამიანი, ვისაც მცირე თუ დიდი ტკივილი და დაავადება არ ექნება გადატანილი. აქედან გამომდინარე კი, ყველა ოჯახს აქვს ე.წ. "აპტეჩკა" ანუ წამლებისთვის განკუთვნილი კოლოფი თუ კუთხე, სადაც განსაზღვრული რაოდენობის და დასახელების მედიკამენტები იყრიან თავს. ამ სფეროში სწავლული ექიმები გვაძლევენ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სინამდვილეში უსაფრთხოდ და ყველა აუციელებლი ნორმის დაცვით ჩვენი ოჯახის სამედიცინო კუთხე.


image


ქალთა ჯანმრთელობის საკითხებით დაინტერესებულმა და ფუნქციურმა ჟურნალმა Women’s Health-ის კონსტრუქტორმა და სამედიცინო კლინიკის-EMC-ს ექიმმა Андреи Лобузновь-მა დეკემბრის ნომერში ისაუბრეს პირველ სამედიცინო დახმარებასა და ყველა აუცილებელ პირობაზე, რაც შეეხება სამედიცინო მედიკამენტების ქონასა და სწორად შენახვის საკითხებს სახლის პირობებში.


პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ჩაატაროთ ე.წ. "უბორკა" და გაწმინდოთ თქვენი მედიკამენტების კოლოფი თუ კუთხე ყველა არასასურველი და ვადა გასული მედიკამენტებისგან, რაც უმთავრეს უსაფრთხოებას განაპირობებს.



ორივე ექსპერტის ლაიტმოტივით "სჯობს ცოტა და საუკეთესო", რადგან ბევრი მედიკამენტის ქონის შემთხვევაში, ვერც კი წარმოვიდგენთ რამდენ მათგანს შეუძლია ზიანი მოგვიტანონ არსებული უარყოფითი გვერდითი მოვლენების გამო. მაგალითად ასპირინს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე ძალიან ბევრ ოჯახში ინახება, გამოყენების შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს ასთმური შეტევები. ასევე ანტიბიოტიკებს, რომელთაც ექიმის დანიშნულების გარეშე ვსვამთ ავადმყოფობის დროს, შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები, რასაც ადვილად შეუძლია სასიკვდილო საფრთხე შეგვიქმნას. ამიტომ გთავაზობთ ამ ორი ექსპერტის ერთობლივი ნამუშევრით შემდგარ სიას, სადაც წარმოდგენილია აუცილებელი მინიმუმი მედიკამენტებისა, რომლებიც უნდა ინახებოდეს და იკრძალებოდეს ჩვენი ოჯახის სააფთიაქო კუთხეში და ასევე ის მედიკამენტები, რომლებიც შეგვიძლია ვიქონიოთ ნება-სურვილისამებრ.


საჭირო მინიმუმი მედიკამენტებისა და ნივთებისა, რომლებიც უნდა იქონიოთ ოჯახის სააფთიაქო კუთხესა თუ კოლოფში:



1. 3%-ნი წყალბადის ზეჟანგი.

2. იოდი და ბრილიანტის მწვანე. (ზილიონკა)

3. სახვევი ბაფთა.(ბინტი)

4. ბამბა.

5. ანტისეპტიკები- (hlorgiksiden, miramistin, aktinisept)

6. პანთენოლი.

7. ტურნიკეტი (სისხლის გასაჩერებელი ჟგუტი)

8. წყვილი არასტერილური ხელთათმანი.

9. სახის ნიღაბი (ნამორდნიკი)

10. პარაცეტამოლი.

11. თერმომეტრი (სიცხის საზომი)

12. ტონომეტრი (თვალის შიდა წნევის გასაზომი ხელსაწყო)

13. ნახშირის ათი პაკეტი.

14. პრეზერვატივი.

15. სათადარიგო ელემენტები.

16. მედიკამენტები, რომლებიც დაგინიშნათ ექიმმა.





სურვილისამებრ შეგიძლიათ იქონიოდ:



1. სამედიცინო სპირტი 76%-ნი.

2. იბუპროფენი.

3. მცენარეული ჩაები და ბალახები.

4. ვალერიანის ექსტრაქტი ან აბები.

5. ანტიჰისტამინური საშუალებები.

6. პანკრეატინი.

7. სათვალე.

8. კონტრაცეპტივები.




სასტიკად აკრძალულია: (თუ ექიმმა არ გამოწერა)



1. ხველის საშუალებები.

2. ანტიბიოტიკები.

3. ანტივირუსული პრეპარატები.

4. იმუნომოდულატორი.

5. ნო-შპა.

6. სახსრების ტკივილის პრეპარატები.

7. ანალგინი.

8. ასპირინი.

9. სპაზმალგონი.

10. დაბალი არტერიული წნევის პრეპარატები.

11. ვალოკორდინი და ანალოგები.




როგორც ცნობილია ნო-შპა კარგი სპაზმოლიტური საშუალებაა, რომელსაც მოვიხმართ სპაზმის გასაქრობად და ხშირად მენსტრუალური ტკივილების დროს. ერთი შეხედვით სულაც არ არის უწყინარი, თუმცა თუ ადგილი აქვს აპენდიციტს, ნო-შპის მოხმარება ზრდის დიაგნოზის დროს. ან მაგალითად მენსტრუალურ ტკივილებს, როდესაც ხშირად აყავხართ კედლებზე, რასაც სამედიცინო ენით დისმენორეას სიმპტომი ჰქვია, უშუალოდ გინეკოლოგიური პრობლემაა და აუცილებლად უნდა მიაკითხოთ კარგ გინეკოლოგს და მან მოგცეთ დანიშნულება.


გადაყარეთ ასევე ხველის საწინააღმდეგო საშუალებები. როგორც წესი, ხველა კომპლექსური სიმპტომია, რომელსაც 3 ეტაპი გააჩნია: ისმევა წამალი, როდესაც ბრონხები საჭიროებს გაწმენდას; ხველის შემასუსტებელი და დაავადების საწყის ეტაპზე დასალევი საშუალებები. ამიტომ ექიმის დანიშნულების გარეშე არამიზნობრივად ნუ დალევთ რომელიმე მათგანს.




P.S. პირადად მე ზოგიერთ ჩამონათვალს არ ვეთანხმები, ხველის საშუალებებს, ნო-შპასა და არტერიული წნევის პრეპარატებს მოვიხმარ ექიმის დანიშნულების გარეშეც. თქვენ კი ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.



5
1087
26-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1087
  
2017, 20 მარტი, 10:35
როგორც ყოველთვის სასარგებლო სტატია :-)
2016, 18 თებერვალი, 15:05
ალბათ აქედან 70% მაქვს სახლში თუმცა შენი თქმის არ იყოს აკრძალვაში ყველას არ ვეთანხმები
2016, 18 თებერვალი, 14:40
მადლობა ორივეს ჩემო კარგებო ;)
2016, 18 თებერვალი, 14:39
ძალიან სასარგებლო სტატია! რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, შესაბამისად, გავაზიარე :)
2016, 18 თებერვალი, 14:38
გ.გ
0 1 5