x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩინეთის შესახებ

1. 100 მილიონ ჩინელს, დღეში 1 $ ნაკლები შემოსავალი აქვს.

image

image

2. მდიდარ ადამიანებს ჩინეთში, რამდენიმე ორეული ჰყავთ. იმ შემთხვევაში, თუ მდიდარს კანონთან ურთიერთობა “გაუფუჭდება", ციხეში ორეული ჯდება.

მაგ., ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მდიდარი ოჯახის შვილმი, ჰუ ბინი მანქანით ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ადამიანი მოკვდა, მაგრამ სასამართლოს წინაშე არა დამნაშავე, არამედ მისი ორეული – დრაგ რეისერი წარსდგა.

image

ბოლო შემთხვევა, რომელიც აქტიურად განიხილებოდა სოციალურ ქსელში, მკვლელობისთვის გასამართლებული გუ კაილაის შემთხვევა იყო. სასამართლომ მას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. როგორც ამბობენ, გუმ უკვე იპოვა ქალი, რომელსაც მის ნაცვლად დასჯიან.

image

image

3. ჩინეთში 4 მეგაპოლისია და თითოეულში, 10 მლნ.-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს – დაახლოებით, 42 მლნ. კაცი. ეს მოსახლეობა, ბევრი ქვეყნის მოსახლეობას აღემატება.

image

image

4. ჩინეთში აკრძალულია PlayStation (კომპიუტერული გასართობი პლატფორმა)-ი.

image

image

5. ჩინეთმა აშშ-ს 100 მლნ. ჩინელი ქალი შესთავაზა “საექსპორტოდ".

ეს ამბავი 1973 წ. მოხდა. მაო ძედუნმა, აშშ-ს იმ დროინდელი პრეზიდენტის, ნიქსონის მრჩეველს, უშიშროების საკითხებში, ჰენრი კისინჯერს შესჩივლა იმის გამო, რომ მათ ქვეყნებს შორის, ვაჭრობა კარგად არ მიდის და განუცხადა: "ჩინეთი - ძალიან ღარიბი ქვეყანა არის; თუ რამე გვაქვს ჭარბო რაოდენობით - ეს ქალებია". და ჩინეთის ლიდერმა, ამერიკას “ჭარბი" საქონელი შესთავაზა. შეხვედრის მონაწილე, ამერიკის მხარემ, ეს სიტყვები ხუმრობაში გაატარა და მაო ძედუნის შეთავაზება არ მიიღო.

image

image

6. 2011 - 2013 წლებში, ჩინეთში უფრო მეტი ცემენტი გამოიყენეს, ვიდრე აშშ-ში, მთელი XX საუკუნის მანძილზე.

image

image

7. ყოველწლიურად ჩინეთში 70-მდე ცათამბჯენი შენდება.

image

image

8. ჩინეთის ქალაქების მიწისქვეშა წყლების 90% დაბინძურებულია.

ჩინეთის ეროვნული გეოლოგიის ინსტიტუტის, გარემოს მონიტორინგის სპეციალისტების მონაცემებით, მიწისქვეშა წყლების 90% დაბინძურებულია. მათ შორის, 60% ძალიან ძლიერ არის დაბინძურებული. სამრეწველო დაბინძურებასთან ერთად, ჩინეთში დიდია სასოფლო სამეურნეო ქიმიკატებით და პესტიციდებით დაბინძურების ხვედრითი წილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქების სიახლოვეს, სოფლის მოსახლეობის უმეტესობა, საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის, ნაკლებადღრმა ჭის წყალს იყენებს.

image

image

9. ჩინეთში, იმის გამო, რომ რამდენიმე სასაათე სარტყელი გაერთიანებულია, ზოგიერთ ადგილზე, მზე 10 საათზე ამოდის.

image

image

10. ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, ჩინეთმა აშშ-ს 2014 წელს გაუსწრო.

ჩინეთმა მსოფლიოში I ადგილი დაიკავა მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი – ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულება) მიხედვით. მისი მშპ 2014 წ. 17, 6 ტრილიონი დოლარი იყო, ხოლო აშშ-ს – 17, 4 ტრილიონი დოლარი.
image

4
662
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
662
  
2016, 28 იანვარი, 14:11
მადლობა, შეფასებისთვის
2016, 28 იანვარი, 13:53
ვიცოდი ჩინეთზე ბევრი რამ, მაგრამ ამდენი არაა..ძალაინ კარგია
2016, 28 იანვარი, 13:14
დიდი მადლობა, გაიხარე
2016, 28 იანვარი, 13:13
კარგია გავაზიარე
0 1 4