x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
7 "გამოგონება",რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ამაყობს
image


კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა მსოფლიოში, ინფორმაცია მათ შესახებ მაშინ გაილევებს ხოლმე თუ რომელიმე ახალ იარაღს გამოცდიან ან თუ მეზობელ სამხრეთ კორეას მორიგ მუქარას გაუგზავნიან.


თუმცა ჩრდილოეთ კორეა აქტიურად მეცნიერულ გამოგონებებზეც მუშაობს, რომლითაც ამაყობს ეს ჩაკეტილი ქვეყანა, თუმცა რამდენად მართალია ეს ცალკე საკითხია, სამწუხაროდ მისი შემოწმება შეუძლებელია.



1-ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ნაბახუსევს არ იწვევს, ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ჩრ. კორეულმა გაზეთმა "Pyongyang Times"-მა.როგორც ადგილობრივი მეცნიერები ამტკიცებენ "დახვეწილი ლიქიორი" შეიცავს 30-40% სპირტს, დამზადებულია ჟენშენისგან და ბლანტი ბრინჯისგან.


როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება სასმელს ძლიერი თერაპიული ეფექტი აქვს და ნაბახუსევს არ იწვევს.



image


2-დრაჟე მოწევის საწინააღმდეგოდ-2011 წელს ჩრ. კორეელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ დაამზადეს მოწევის სააწინააღმდეგო დრაჟე-"კიმენ ენიანი".(უარი მოწევაზე)პრესა ამტკიცებს, რომ პრეპარატი არა მარტო სიგარეტის გადაგდებაზეა ეფექტური, არამედ ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები.პრეპარატი ჟანეშენისგან და სხვა სამკურნალო ბალახებისგან არის დამზადებული.

image

3-ღვიძლის წამალი-კორეის ცენტრალურმა ტელეგრაფმა გამოაცხადა, რომ შექმნა ღვიძლის ეფექტური სამკურნალო პრეპარატი, შეიცავს პროტოპორფირინს, რომელიც ცხოველთა სისხლისგან მიიღება, როგორც კორეის ბიოქიმიური უნივერსიტეტის სწავლულებმა განაცხადეს, ახალი წამალი ეფექტურად მოქმედებს მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტის და ციროზის დროს.

image


4-"სუპერ-სასმელი", რომელიც ტვინის მუშაობას უმჯობესებს-პრინციპში ცნობილია, რომ გაზიანი სასმელი, რომელიც ვაშლისგან, მარწყვისგან და ატმისგან არის დამზადებული ხელს უწყობს ტვინში ახალი უჯრედების წარმოქმნას.გამომგონებლების მტკიცებით სასმელი 60-მდე ბუნებრივი მიკროელემენტს შეიცავს და ხელს უწყობს გონებრივი აზროვნების და მახსოვრობის გაუმჯობესებას.

image

5-კამუფლიაჟის საღებავი, რომელიც საბრძოლო ტექნიკას რადარისგან მალავს-რა თქმა უნდა ეს "გამოგონება" მკაცრად გასაიდუმლოებულია, თუმცა სამხრეთ კორეელებს ხელში ჩაუვარდათ მათი მეზობლების ბუკლეტი, სადაც წერია, რომ საღებავს შეუძლია არა მარტო სამხედრო ტექნიკის, არამედ შენობების შენიღბვაც.

image

6-შეფერხების გენერატორი- ჩრ. კორეელების კიდევ ერთი "გენიალური გამოგონება", როგორც ადგილობრივი პრესა ამტკიცებს გენერატორს შეუძლია შეაფერხოს მართვადი ბომბების და ფრთოსანი რაკეტების რეალური კურსი და აფეთქდეს სხვა ადგილზე.

image

7-პლანშეტი ინტერნეტის გარეშე-მისის სახელია Samjiyon-ი, მუშაობს Android-4-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე და ჩართულია შიდა ჩრ.კორეულ ქსელში.ჩამონტაჟებულ ბრაუზერში ჩართულია ჩრ.კორეის ახალი ამბების სააგენტო, ჩრ.კორეის სახელმწიფო ტელევიზია და მთავარი ყოველდღიური გაზეთი.ერთადერთი სასიამოვნო ბონუსი პლანშეტში ის არის, რომ შეგიძლიათ ითამაშოთ Angry Birds.


ამასთანავე ახლახან ცნობილი გახდა, რომ ჩრ.კორეამ შეიმუშავა საკუთარი ოპერაციული სისტემა სახელწოდებით"წითელი ვარსკვლავი", რომელიც სინამდვილეში Lynux-ის ანალოგია.

image


7
8655
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
8655
  
2016, 26 ივნისი, 16:45
ყოჩაღ კორეელებს
2016, 23 იანვარი, 23:45
უი, ვერ შევამჩნიე :)
2016, 23 იანვარი, 23:08
მერ იმიტომაცაა ბრჭყალებში სიტყვა "გამოგონება"
2016, 23 იანვარი, 21:37
ძალიან საინტერესო სტატიაა ბაქარ, თუმცა მგონია ეს გამოგონებები სადაოა. მათ სჩვევიათ ასეთი და უფრო ფასთო მასშტაბების შეთხზვა:)
2016, 23 იანვარი, 21:24
გლობალურია აკრძალული,საერთოდ აქვთ,ანუ კორეული ქსელია,რომელიც ტვირთავ თავის საძიებოში იმ ინფორმაციას რაც მათი შეხედულებით ნეიტრალურია,მაგრამ ეგ იგივეა წიგნის ყდა გაჩუქონ ფურცლების გარეშე.ინტერნეტი კი მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებისთვისაა ხელმისაწვდომი
2016, 23 იანვარი, 20:29
როოგრც ვიცი, ინტერნეტი მანდ აკრძალულია.
2016, 23 იანვარი, 17:15
საბრალო კორეელები
0 1 7