x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
§16. სასაათე სარტყლები და თარიღთა ცვლის ხაზი. თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

ძველად, სასაათე სარტყლების შემოღებამდე, ყველა ქვეყანას, მის ცალკეულ რეგიონს საკუთარი დრო ჰქონდა. ლოკალურ დროს მზის საათებზე აყენებდნენ, რომლებიც დიდი ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე იყო დამონტაჟებული. იმ პერიოდში, დროის სინქრონიზაცია აუცილებელი არ იყო.

imageXIX საუკუნეში, ორთქლმავლის და ტელეგრაფის გამოგონების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. სამგზავრო მატარებლები 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ, გარკვეული გრაფიკის დაცვით. ამასთან, ყველა სარკინიგზო კომპანიას საკუთარი დრო ჰქონდა, რომელიც იმ ქალაქის დროს ემთხვეოდა, რომელშიც კომპანიის ოფისი იყო განთავსებული. ამის გამო, დიდ სადგურებში, იმდენი საათი იყო დამონტაჟებული, რამდენი კომპანიის მატარებელიც შედიოდა და ყველა სხვადასხვა დროს უჩვენებდა.

image

კიდევ უფრო რთულად იყო საქმე ტელეგრაფთან დაკავშირებით, რომელიც ინფორმაციას, დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში, ელვის სისწრაფით გადასცემდა.

ამ პრობლემების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში, სასაათე სარტყლები შემოიღეს, რომლის საზღვრები მეზობელ მერიდიანებზე გადიოდა და დროის ათვლას ამარტივებდა.

1884 წ. ქ. ვაშინგტონში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 24 ქვეყანა მონაწილეობდა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, მისმა მონაწილეებმა, მერიდიანად, რომლიდანაც უნდა დაწყებულიყო დროის ათვლა, გრინვიჩის ოფსერვატორიაზე (ლონდონთან ახლოს) გამავალი მერიდიანი აირჩიეს.

დედამიწა თავისი წარმოსახვითი ღერძის ირგვლივ შემობრუნებას 24 საათს ანდომებს. გრადუსებზე თუ გადავიყვანთ, 1 საათში 15º გადის. ამიტომ, დედამიწის ზედაპირი 24 სარტყლად გაყვეს და საზღვარი ყოველ მე-15 გრადუსზე გაატარეს. ნულოვანი (გრინვიჩის) მერიდიანის აღმოსავლეთით და დასავლეთით, 7º30'-ზე გამავალ მერიდიანებს შორის, ნულოვანი (იგივე 24-ე) სარტყელი მდებარეობს, რომლიდანაც ხდება დროის ათვლა მთელს მსოფლიოში.

image

ერთი სასაათე სარტყლის ფარგლებში, პოლუსიდან პოლუსამდე, ერთი და იგივე დრო არის და ამ დროს, ადგილობრივი დრო ეწოდება. თითოეული სარტყლის ყველა პუნქტში, ამ სარტყლის შუა მერიდიანის დროით სარგებლობენ. სასაათე სარტყლის მიხედვით, ათვლის დროს, სასარტყელე (ზოლური) დრო ეწოდება. დროის სხვაობა მეზობელ სარტყლებს შორის, ერთი საათი არის. მაგ., თუ გრინვიჩის სარტყელში 12 საათია, მის აღმოსავლეთით მდებარე პირველ სარტყელში 13 საათი იქნება, ხოლო დასავლეთით მდებარე სარტყელში –11 საათი.

მიუხედავად საერთაშორისო შეთანხმებისა, ზოგიერთი ქვეყანა სასაათე სარტყლების დროს ზუსტად არ იცავს. მაგ., გაზაფხულის დადგომასთან ერთად, საათის ისრებს ერთი საათით წინ სწევს და ზაფხულის დროზე გადადის, ხოლო შემოდგომის ბოლოს, სასარტყლე დროს უბრუნდება. სასარტყელე დრო მაშინაც ირღვევა, თუ ქვეყანა ერთდროულად რამოდენიმე სასაათო სარტყელში მდებარეობს, მაგრამ მთელი ქვეყანა ერთი სარტყლის დროს იყენებს.
გარდა ამისა, სასაათე სარტყლების საზღვრები ზუსტად მერიდიანებს არ მიუყვება. ის სახელმწიფო ან ადმინისტრაციულ საზღვრებზე გადის. სასარტყელე დროის საზღვრები, მხოლოდ დაუსახლებელ ადგილებში ემთხვევა სარტყლებს შორის გამავალ სასაზღვრო მერიდიანებს.

image

სასარტყელე დროს შემოღების შემდეგ, ჯერი თარიღთა ცვლის ხაზზე მიდგა. რადგან მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, გადაწყდა რომ თარიღებს შორის დემარკაციის ხაზი, ნულოვანი მერიდიანის მოპირდაპირე მხარეს, 180º-იან მერიდიანზე გაივლიდა. ამის გამო, აღნიშნულ მერიდიანს, თარიღთა ცვლის ხაზი ეწოდება. ის ძირითადად წყნარი ოკეანის წყლებზე გადის. ხაზის გადაკვეთის შემდეგ, თარიღს, 1 დღე ან ემატება (დასავლეთიდან აღმოსავლეთისკე გადაკვეთისას) ან აკლდება (აღმოსავლეთიდან დასავლეთისკე გადაკვეთისას).

ვიდრე სასაათე სარტყლებს და თარიღთა ცვლის ხაზს შემოიღებდნენ, უამრავი კურიოზი ხდებოდა. ასე, მაგალითად, 1522 წ. მაგელანის ექსპედიციიდან დაბრუნებულმა, “ვიქტორიას“ ეკიპაჟმა აღმოაჩინა, რომ გზაში ერთი დღე დაკარგა. კაპიტანმა გემბანის ჩანაწერები რამდენჯერმე გადაამოწმა, მაგრამ “დაკარგული“ დღე ვერ აღმოაჩინა.

ამ “საიდუმლოს“ ამოხსნა, დღეს უკვე მარტივად შეიძლება: დედამიწის გარშემოწერილობა 360º-ს ტოლია. სრულ ბრუნს წარმოსახვითი ღერძის გარშემო ის 24 სთ-ს ანდომებს. ე. ი. 1º-ს 4 წთ.-ში გადის. მაგელანის ფლოტმა ევროპიდან დასავლეთის მიმართულებით ანუ დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო ცურვა. “ვიქტორიას“ ეკიპაჟისთვის, ყოველი გრადუსის გადაკვეთისას, დღე-ღამე 4 წთ-ით იზრდებოდა. სამშობლოში აღმოსავლეთიდან დაბრუნებულმა ეკიპაჟმა, 360º გაიარა, რამაც მათი მოგზაურობა 24 საათით ანუ 1 დღე-ღამით გაზარდა. სწორედ ეს ერთი დღე არ იყო გატარებული საბორტო ჟურნალში.

image

image

§ 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66851-მზის-სისტემა-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია-დამხმარე-სახე/108/

§ 2. მზე და მზის სისტემის ასაკი. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66946-§-2-მზე-და-მზის-სისტემის-ასაკი-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრ/108/

§ 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/67220-§-3-მზის-მოძრაობა-და-მისი-ადგილი-გალაქტიკაში-თავი-I-სამყარო-და-დედამიწ/108/

§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/67485-§-4-გეოლოგიური-დრო-და-გეოქრონოლოგიური-ცხრილი-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§ 5. კატარქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68018-§-5-კატარქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68019-§-6-არქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგადი/88/

§ 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68028-§-7-პროტეროზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზ/88/

§ 8. პალეოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68026-§-8-პალეოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 9. მეზოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68043-§-9-მეზოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგა/88/

§ 10. კაინოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68253-§-10-კაინოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზო/88/

§11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68289-§11-დედამიწის-განვითარების-ისტორია-24-საათში-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§12. დედამიწის ფორმა და ზომა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68426-§12-დედამიწის-ფორმა-და-ზომა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია/88/

§13. მზის და მთვარის დაბნელება. მთვარის ფაზები. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68458-§13-მზის-და-მთვარის-დაბნელება-მთვარის-ფაზები-თავი-III-პლანეტა-დედამიწა/88/

§14. სამყაროს მოწყობის ორი სისტემა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68720-§14-სამყაროს-მოწყობის-ორი-სისტემა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეო/88/


§15. დედამიწის დღე-ღამური და წლიური მოძრაობა. თავი III - პლანეტა დედამიწა.

http://intermedia.ge/სტატია/69007-§15-დედამიწის-დღე-ღამური-და-წლიური-მოძრაობა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-/88/


0
2801
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2801
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0