x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
GIF ანიმაციის არსი და პალიტრა Animation

ფოტოშოპის პროგრამაში, GIF ანიმაციების შესაქმნელად გამოიყენება პალიტრა Animation (ანიმაცია), მენიუდან Window, რომელიც ცალკეული კადრების შექმნის, ამ კადრების ეკრანზე შეჩერების დროის და ანიმაციის ჩვენების ციკლის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ანიმაციის შექმნა ნებისმიერი გამოსახულებიდან არის შესაძლებელი.

უკვე არსებული გამოსახულების „გაცოცხლების“ გარდა, ანიმაციის შექმნა ნულიდანაც შეიძლება. ამისათვის საჭიროა, ახალი დოკუმენტის გახსნა ბრძანებით: File > New და დოკუმენტის ზომისა და რეზოლუციის შერჩევა: რეზოლუცია უნდა იყოს 72 pixels/inch, რადგან ანიმაცია მონიტორზე ჩვენებისთვის იქმნება, ხოლო რაც შეეხება ზომას – უმჯობესია თავდაპირველად დიდი ზომის გამოსახულება შევქმნათ, რადგან დაბალი რეზოლუციის პირობებში, მცირე ზომის გამოსახულებაზე მუშაობა რთულია. ანიმაციის ზომა უნდა შევამციროთ მისი შენახვის წინ.

შენიშვნა: თუ ეკრანზე ჩვენებისთვის, სტანდარტული ზომის ანიმაციის შექმნა არის საჭირო, ახალი დოკუმენტის შექმნის (New) სადიალოგო ფანჯარის Preset ჩამოსაშლელი მენიუდან უნდა ავირჩიოთ web პუნქტი, ამის შემდეგ, უნდა გავხსნათ Size ჩამოსაშლელი მენიუ, რომელშიც მოთავსებულია მონიტორის სტანდარტული ზომები და ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი პუნქტი.

ვიდრე ანიმაციის შექმნაზე გადავალთ, გავხსნათ უკვე არსებული ანიმაცია და ვნახოთ, თუ როგორ არის შიგნიდან „მოწყობილი“.

GIF ანიმაციის არსი და პალიტრა Animation

ანიმაცია პროგრამაში ისევე იხცნება, როგორც ჩვეულებრივი გამოსახულება, ბრძანებით: მენიუ File > Open (ზოგიერთ პორტატულ ვერსიაში, ანიმაციის დაშლის ფუნქცია დაბლოკილია, მაგრამ ასეთ პროგრამებში უპრობლემოდ შეიძლება ახალი ანინაციის შექმნა).

პროგრამაში ანიმაციის გახსნის შემდეგ, ბრძანებით: მენიუ Window > Animation, ეკრანზე უნდა გამოვიტანოთ ანიმაციის პალიტრა და ვნახავთ, რომ ანიმაცია წარმოადგენს ნახატების (კადრების) თანმიმდევრულ რიგს, რომელებიც დროის წინასწარ განსაზღვრული მონაკვეთის შემდე, ცვლიან ერთმანეთს. თუ თითოეული ნახატი ოდნავ განსხვავდება წინა და მომდევნო ნახატებისგან, მათი ანიმირების შემთხვევაში, იქმნება მოძრაობის ილუზია (ნახ. Animation პალიტრა).

GIF ანიმაციის არსი და პალიტრა Animation

ანიმაციის შექმნის პროცესი იმართება ანიმაციის ღილაკების მეშვეობით (ნახ. Animation პალიტრის ღილაკები).

GIF ანიმაციის არსი და პალიტრა Animation

image

ანიმაციის პალიტრის ღილაკები:

1 – კადრის ეკრანზე შეჩერების მენიუ (Selects frame delay time);

2 – ანიმაციის ციკლის ჩვენების მენიუ (Selects looping options);

3 – ანიმაციის პირველ კადრზე გადასვლის ღილაკი (Selects first frame);

4 – წინა კადრზე გადასვლის ღილაკი (Selects previous frame);

5 – შემდეგ კადრზე გადასვლის ღილაკი (Selects next frame);

6 – ანიმაციის ჩართვა (Play) – გამორთვის (Stop) ღილაკი;

7 – შუალედური კადრების ჩასმის ღილაკი (Tweens animation frames);

8 – ახალი კადრის შექმნის ღილაკი (Duplicates seleсted frames);

9 – კადრის გაუქმების ღილაკი (Deletes seleсted frames).ფოტოშოპში შექმნილი კომპიუტერული ანიმაცია ინახება GIF ფორმატში და ამ ტიპის ანიმაციების სახელი, სწორედ აქედან მოდის.

Самоучитель Adobe Photoshop CS4

ზოგადი ცნობები GIF ფორმატზე:

პალიტრის ფერები: 2 – დან – 256 – მდე;

ფერის სიღრმე: 24 ბითი;

ანიმაციის ციკლურობა: 1 – დან – უსასრულობამდე;

კადრის ეკრანზე შეჩერების დრო: 0 – დან – 655 წმ. – მდე;

ანიმაციის კადრების რაოდენობა: შეუზღუდავი.

2
104
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
104
  
2015, 21 დეკემბერი, 11:03
მადლობა :)
2015, 20 დეკემბერი, 23:20
ლალი
0 1 2