x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ხანძარი თბილისის ზოოპარკში-"დღეს, 13 დეკემბერს, დაახლოებით 13:15 საათზე თბილისის ზოოპარკში მდებარე თავლას ცეცხლი გაუჩნდა."

image
13 ივნისს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებულად დააზიანა ვერეს ხეობა და ზოოპარკი. ეს დღე ალბათ არავის დაავიწყდება. სტიქიას მოყვა მსხვერპლი, იყვნენ დაკარგულებიც, ხოლო ერთ-ერთი დაკარგული პიროვნება ახლაც არ არის ნაპოვნი. ეს საშინელი ტრაგედია იყო.
სტიქიის შედეგად თბილისის ზოოპარკიც ძალიან დაზარალდა. ფაქტიურად განადგურდა. ზოოპარკის ქვედა ნაწილი აღარ არსებობს. ცხოველთა ნაწილი დაიღუპა, ხოლო გადარჩენილი ცხოველები ახალ ვოილერებში არიან განთავსებული ზოოპარკის ზედა ნაწილში, სადაც ადიდებულმა წყალმა ვერ მიაღწია. წყალდიდობის დროს განადგურებულ ზოოპარკს თავს ახალი უბედურება დაატყდა.
ზოოპარკში ხანძარია, რომელიც საჯინიბოს გაუჩნდა. საჯინიბოში რამდენიმე პონი იმყოფებოდა. ამ დროისათვის ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებმა შეძლეს ცხოველთა უვნებლად გადარჩენა. დაშავებულები არ არიან, ჯერჯერობით არ არის ცნობილი ცეცხლის კერა და წარმოშობის მიზეზები. მეხანძრეები დარჩენილ ცეცხლის კერებს აქრობენ.
როგორც ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვებაში აღნიშნა, თავლაში ცეცხლი უცბად ავარდა, სადაც იმყოფებოდა მეჯინიბე. მან ყველა ცხენის გამოყვანა მოასწრო. არ ყოფილა მსხვერპლი არც ადამინების და არც ცხოველების.
საჯინიბოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდებარე სამი ავტომობილიც და დაახლოებით 10-12 მეტრში არსებული ცხოველთა საკვების საცავიც გადარჩენილია.
თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია ხანძრის შესახებ:
"დღეს, 13 დეკემბერს, დაახლოებით 13:15 საათზე თბილისის ზოოპარკში მდებარე თავლას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არ დაშავებულან არც ადამიანები და არც ცხოველები. ზოოპარკის თანამშრომლების მყისიერი რეაგირების შედეგად ყველა ცხენი უსაფრთხო ადგილას იქნა გადაყვანილი. ამჟამად ცხოველები ვეტექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დროულად მოახდინა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტები მუშაობენ."
image

imageimageimage
ისევ 13 რიცხვი...



0
138
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0