x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბედი და სამი და (იგავი)

ბედი და სამი და

იყო და არა იყო რა, იყო სამი და. ერთი ძალიან ზარმაცი იყო, მეორე — ბოროტი, ხოლო მესამე — ჭკვიანი, ლამაზი და ხელსაქმის მოყვარული.
ერთ დილით მათ ჭიშკართან ოთხთვალა გაჩერდა. დები გარეთ გავიდნენ, რომ ენახათ თუ ვინ მოვიდა. ოთხთვალაზე მოხუცი ქალი იჯდა.
— ვინ ხართ? — ჰკითხეს მათ ქალს.
— მე, ბედი ვარ. დრო მოვიდა, რომ გათხოვდეთ.
ბედმა დები ოთხთვალაში ჩასხა და გასათხოვებლად წაიყვანა.
ისინი პირველ სოფელში შევიდნენ. დაინახეს, რომ მინდორში ახალგაზრდა ბიჭი მიწას ხნავდა და ეტყობოდა, რომ ძალიან ყოჩაღი და გამრჯე იყო. სოფელშიც ამბობდნენ, რომ თუ ვინმეს რამე ჰქონდა გასაკეთებელი ან ასაშენებელი, ყველა მასთან მიდიოდა დახმარების სათხოვნელად და ისიც ყველას ეხმარებოდა.
— აი ეს — შენი მომავალი ქმარია, — უთხრა ბედმა პირველ დას.
გადმოსვა ის ოთხთვალადან, დანარჩენებმა კი გზა გააგრძელეს.
ისინი შემდეგ სოფელში შევიდნენ. იქ ახალგაზრდა კაცი ცხოვრობდა, რომელიც დახმარებაზე უარს არავის ეუბნებოდა. ის ყველასადმი დიდ სიკეთეს იჩენდა და ხალხსაც უყვარდა.
— აი ეს — შენი მომავალი ქმარია, — უთხრა ბედმა მეორე დას.
გადმოსვა ისიც და მესამე დასთან ერთად გზა გააგრძელა.
შევიდნენ მესამე სოფელში. სულ ბოლო, ძველ და თითქმის დანგრეული სახლის წინ, მთვრალი კაცი იწვა. ბედმა ოთხთვალა გააჩერა და თქვა:
— ეს — შენი ქმარი იქნება.
— მერე რაში მჭირდება?! — თქვა მესამე დამ და ვედრებით შეხედა ბედს. — მე ხომ ძალიან კეთილი და ლამაზი ვარ, ხელსაქმეც მიყვარს. შენ კი ასეთი საბედო შემირჩიე! ჩემს დებს რა კარგი საქმროები ჰყავთ — რა, ჩემთვის სხვა არავინ არის?
— არის, როგორ არ არის, — უპასუხა ბედმა, შვებით ამოისუნთქა და დაუმატა:
— მაგრამ ეს, შენს გარეშე დაიღუპება!

3
407
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
407
  
2015, 10 დეკემბერი, 9:57
მსგავსი მსგაავს? წარმოიდგინეთ რა მოხდება, ორი ზარმაცი რომ დაქორწინდეს ან კიდევ უფრო უარესი – ბოროტებმა რომ იპოვონ ერთმანეთი.
2015, 10 დეკემბერი, 0:49
შემეცოდა მესამე და :)
2015, 10 დეკემბერი, 0:31
საინტერესო იგავია, მაგრამ აბა მსგავსი მსგავსს პოულობსო? ;) ...
0 1 3