x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ავღანელი გოგო, რომელმაც მსოფლიო თვალებით მოხიბლა- ვინ არის და რას საქმიანობს დღეს?
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.

ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ ამბავია კომბინაციაში. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში.

თუმცა ფოტო, რომელზეც 13 წლის ავღანელი გოგოა აღბეჭდილი, ულამაზესი, ბევრის მეტყველი თვალებით, 1984 წელსაა გადაღებული და დღემდე პოპულარობის რეიტინგს ინარჩუნებს, სინამდვილე კი ამ ფოტოსა და გოგონას შესახებ, თითქმის არავინ იცით.


image

image

image




ფოტოგრაფმა Steve McCurry-მ ავღანელ გოგონას ფოტო 1984 წელს, ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე, ლტოლვილთა ბანაკში, ომის დროს გადაუღო. დამწყებმა ფოტოგრაფმა- სტივმა, ბანაკში შეამჩნია პატარა გოგონა უჩვეულო გამოხედვით, რამაც ძალიან მიიზიდა, ხოლო როდესაც შეიტყო თუ როგორ დაეხოცა საბრალო პატარას, მათ სოფელზე თავდასხმების დროს დედ-მამა და მოახერხა და–ძმასა და ბებიასთან ერთად გაქცევა და ორ კვირიანი ტყე-ტყე ხეტიალის შემდეგ ამ ბანაკში მისვლა, კიდევ უფრო დაინტერესდა სტივი მისით და იფიქრა, რომ ფოტო მსოფლიო აღიარებას უთუოდ მოუტანდა. ასეც მოხდა, მას შემდეგ 31 წელი გავიდა, მაგრამ ავღანელი გოგონას სახე და ლამაზი, მეტყველი თვალები დღესაც ყველამ კარგად იცის. სტივი იმდენად დაიბნა მოსალოდნელი წარმატების ფიქრებით, რომ დაავიწყდა მისთვის სახელი ეკითხა, ისე დატოვა ბანაკი.


image


სტივის პროგნოზმა გაამართლა და გოგონას ფოტო 1985 წელს ჟურნალ National Geographic-ის ყდაზე, ივნისის გამოცემაში დაიბეჭდა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ფოტოგრაფიის ისტორიაში. მას შემდეგ კი სტივი წლების მანძილზე ყოველდღიურად იღებდა წერილებს და უხდებოდა სატელეფონო ზარებზე პასუხი, სადაც კითხვებს უსვამდნენ ამ გოგონას შესახებ. მხატვრებიც კი დაინტერესდნენ და მისი დახატვა მოუნდათ, ზოგიერთმა მამაკაცმა კი მისი ცოლად მოყვანის სურვილი გამოხატა, იმდენად მოიხიბლნენ. ეს უჩვეულო ფოტო კი, სადაც გოგონას თვალებში ასახულია მისი ბედის მძიმე ჯვარი, ლტოლვილთა პრობლემების გამოხატვის სიმბოლოდ იქცა. მხატვრები კი მხოლოდ ფოტოს ვერსიით ხატავდნენ გოგონას.


imageimage



13 წლის ლტოლვილი გოგონას ბედი და ვინაობა 17 წლის მანძილზე სრულიად უცნობი იყო, ხალხის მასას კი ტანჯავდა მისი ვინაობის ინტერესი. სტივი ორჯერ წავიდა ავღანეთში, თუმცა გოგონას კვალს ვერსად მიაგნო. 2001 წელს, მას შემდეგ, რაც ავღანეთში "თალიბების" რეჟიმი დაემხო, თავად National Geographic-ის ექსპედიციის გუნდი გაემგზავრა მის მოსაძებნად, რომელსაც უძღვოდა ფოტოგრაფი სტივი. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მიადგნენ იმ ადგილს, სადაც ბანაკი იმყოფებოდა. ფოტოს მეშვეობით დაკითხეს ადგილობრივები, შემთხვევით ხომ არ იცოდნენ ამ გოგონას ვინაობა და ასავალ-დასავალი. ბედმა გაუღიმათ, რადგან მისი ძმა იმყოფებოდა იქ და წაიყვანა National Geographic-ის გუნდი და სტივი თავის დის სახლში. აი, ასე იპოვეს Sharbat Gula (შარბათ გულა), რომელიც იმ დროს უკვე 30 წლის იყო. თვალის სპეციალური სასინჯი აპარატის მეშვეობით ჯერ დაადგინეს ნამდვილად ის იყო ვინც ფოტოზეა თუ არა და მხოლოდ ამის შემდეგ აიღეს შარბათისგან ინტერვიუ.


imageimage

"ჩემი ფოტოს პოპულარობის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი, თუმცა 17 წლის წინ, ლტოლვილთა ბანაკში მოსული ფოტოგრაფი სტივი, დღემდე მახსოვს. ის საშინელი პერიოდიც... მხოლოდ 1992 წელს დავბრუნდი ბანაკიდან სამშობლოში, რამდენიმე წელიწადში გავთხოვდი, დღეს მეუღლე და სამი შვილი მყავს და უდიდესი სურვილი მაქვს ჩემმა შვილებმა მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვრონ და მიიღონ განათლება, რისი შესაძლებლობაც მე არ მომეცა"- ამბობს შარბათი მცირე ინტერვიუს დროს. ინტერვიუს დასრულების შემდეგ კი, მეუღლის ნებართვით მოიხსნა ჩადრი და სტივს მისცა საშუალება, მისი სახე კვლავ გადაეღო.


imageimage



შარბათი ქმარ-შვილთან და ძმასთან ერთად:

image


ეს კი ფოტოგრაფი Steve McCurry:

image


2
2969
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2969
  
2015, 26 ნოემბერი, 10:56
მეც წერის დროს გავიგე ყველაფერი, მადლობა საყვარელო :*
2015, 26 ნოემბერი, 10:53
სახელი ვიცოდი მაგრამ ქნარშვილის ფოტო არ მქონდა ნანახი ❤ მაგარი სტატიაა
0 1 2