x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იაპონური ტორტი
იაპონური ტორტი

მასალა ცომისთვის:

კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 1 ჭიქა
თაფლი - 3 ს. კ.
მარგარინი - 200 გრ.
ნიგოზი - 1 ჭიქა
სოდა - 1 ჩ. კ.
ძმარი - 1 ს. კ.
მარილი - 1 მწიკვი
ვანილინი - 1, 5 გრ.
ფქვილი - 5-6 ჭიქა


მასალა კრემისთვის:

რძე – 1 ლ.
შაქარი – 1 ჭიქა
ფქვილი – 3 ს. კ.
კარაქი – 100 გრ.
ვანილინი – 0, 7 გრ.
ხილის ლიქიორი (სურვილის შემთხვევაში) – 2 ს. კ.


გასაფორმებლად:



ალუბლის მურაბა


მომზადება:


1. მარგარინი გაადნეთ ცეცხლზე და ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.
2. კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ თაფლი და ისევ ათქვიფეთ > დაამატეთ გაგრილებული მარგარინი და ათქვიფეთ > დაამატეთ ნიგოზი, ძმარში გახსნილი სოდა, მარილი, ვანილინის ნახევარი, ფქვილი რასაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს რბილი, გასაბრტყელებელი.

3. ცომი გაყავით 3 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები > გააბრტყელეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ქაღალდზე > მოათავსეთ ერთი ფენა საცხობ ფირფიტაზე და 5 სმ-ს დაშორებით ნახვრეტები ამოჭერით.

შენიშვნა: ნახვრეტები მხოლოდ ერთ ფენაზე უნდა გააკეთოთ. თუ ცხობის დაწყებამდე ქაღალდის ტრაფარეტს გააკეთებთ, ნახვრეტების ამოსაჭრელი ადგილების მონიშვნა გაგიადვილდებათ და ტორტიც უფრო ლამაზი გამოვა.

იაპონური ტორტი4. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

5. როდესაც ფენები გაცივდება, გვერდები ჩამოაჭერით და დაფხვენით.

6. კრემის მოსამზადებლად, შაქარი და ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს > ჩაყარეთ ანადუღარ, ცივ რძეში > დადგით ცეცხლზე და სულ ურიეთ. როდესაც ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ > ადუღეთ შესქელებამდე და თან ურიეთ.
7. ცეცხლიდან გადმოდგით. შეგრილებულ კრემს (კრემი იმდენად თბილი უნდა იყოს, რომ მასში კარაქი გადნეს) დაამატეთ კარაქი, ვანილი და ლიქიორი.
8. კრემი გაყავით 3 ნაწილად და თბილივე წაუსვით ფენებს. ზემოთ უნდა მოათავსოთ ნახვრეტებიანი ფენა > კრემის გადასმის შემდე, ნახვრეტებში ჩაალაგეთ ალუბალი ან სხვა კენკრა > ზემოდან და გვერდებზე მოაყარეთ ნამცხვრის ნაფხვენი.

12. ტორტი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 3-4 სთ, რომ კრემი კარგად გაცივდეს და ფენები დარბილდეს.

იაპონური ტორტი

0
525
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
525
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0