x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
Pixelate (გაფორმება) ჯგუფის ფილტრები (Photoshop CS 4 & 5)

Pixelate ჯგუფის ფილტრები აერთიანებს ერთნაირი მნიშვნელობის ფერის პიქსელებს დიდ ფრაგმენტებში, სხვადასხვა პრინციპების გამოყენებით. ფილტრების გამოძახება შეიძლება ბრძანებით: მენიუ Filter > Pixelate > რომელიმე ფილტრი ჯგუფიდან (ნახ. 1).

Pixelate (გაფორმება) ჯგუფის ფილტრები

I. Color Halftone (ფერადი წერტილები) ფილტრი გამოსახულებას გადმოსცემს ფერადი წერტილების სახით. ფილტრში გატარებული გამოსახულების თითოეული არხი ჯერ იყოფა კვადრატებად, ხოლო შემდეგ, კვადრატები წერტილებად გარდაიქმნება (ნახ.2).

Max. Radius (მაქსიმალური რადიუსი) პარამეტრი განსაზღვრავს წერტილის მაქსიმალურ რადიუსს 4-დან 127 პიქსელამდე.

Screen Angles (წერტილის დახრის კუთხე) გამოიყენება წერტილის დახრის კუთხის დასაფიქსირებლად გამოსახულების თითოეულ არხში.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას.

Pixelate (გაფორმება) ჯგუფის ფილტრები

II. Cristallize (კრისტალიზაცია) ფილტრი ყოფს გამოსახულებას ცალკეული ფერის კრისტალებად (ნახ. 3).

Cell Size (კერის ზომა) პარამეტრი ადგენს კრისტალის ზომას 3-დან 300 პიქსელამდე დიაპაზონში.

Pixelate (გაფორმება) ჯგუფის ფილტრები

III. Facet (ფაცეტი) ფილტრი გამოსახულების მსგავს ფესრებს აერთიანებს ბლოკებში. ფილტრს არა აქვს სადიალოგო ფანჯარა. ის წინასწარ დადგენილი პარამეტრებით მოქმედებს.

IV. Fragment (ფრაგმენტი) ფილტრი გამოსახულების ოთხ ასლს აკეთებს, ასაშუალოებს მათ ფერებს და ერთმანეთზე ალაგებს. ფილტრს არა აქვს სადიალოგო ფანჯარა.

V. Mezzotint (მეცო-ტინტო) ფილტრი აკეთებს სპილენძის ფირფიტაზე შესრულებული გრავიურის იმიტაციას (ნახ. 4). ფირფიტაზე ხატვის სტილის შერჩევა ხდება Type (ტიპი) ჩამოსაშლელ მენიუში:

* Fine Dots (პატარა წერტილები);

* FMedium Dots (საშუალო წერტილები);

* Grainy Dots (დიდი წერტილები);

* Coarsedots (ლაქები);

* Short Lines (მოკლე ხაზები);

* Medium Lines (საშუალო ხაზები);

* Long Lines (გრძელი ხაზები);

* Shot Strokes (მოკლე შტრიხები);

* Medium Strokes (საშუალო შტრიხები);

* Long Strokes (გრძელი შტრიხები).

Pixelate (გაფორმება) ჯგუფის ფილტრები

VI. Mosaic (მოზაიკა) ფილტრი გამოსახულებას ყოფს ერთნაირი ფერის კვადრატებად, რითაც ქმნის მოზაიკას გამოსახულებაზე (ნახ. 5).

Cell Size (კერის ზომა) პარამეტრი განსაზღვრავს კვადრატის ზომას 2-დან 64 პიქსელამდე დიაპაზონში.

Pixelate (გაფორმება) ჯგუფის ფილტრები

VII. Pointillize (პუანტილიზმი) ფილტრი გამოიყენება პუანტილიზმის იმიტაციისთვის გამოსახულებაზე. ფილტრი გამოსახულებას ყოფს შემთხვევითი ფერის წერტილებად, რომლებიც შემდეგ თავსდება გამოსახულების ფონზე (ნახ. 6).

Cell Size (კერის ზომა) პარამეტრი განსაზღვრავს ფერადი წერტილების ზომას 3-დან 300 პიქსელამდე დიაპაზონში.

Pixelate (გაფორმება) ჯგუფის ფილტრები

0
40
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0