x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ მოვხარშოთ კვერცხი სწორედ!

როგორ მოვხარშოთ კვერცხი სწორედ!


არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ კულინარიაში, კვერცხის მოხარშვა, ყველაზე ადვილი პროცედურაა, თუმცა პროფესიონალი მზარეულები ასე არ თვლიან. ხშირ შემთხვევაში, მოხარშული კვერცხის ცილა მეტისმეტად ელასტიური გამოდის, ხოლო გული - მშრალი.
ეს იმიტომ ხდება, რომ კვერცხის ორი სხვადასხვა სუბსტანცია - გული და ცილა, თერმული დამუშავების დროს, სხვადასხვა მიდგომას საჭიროებს: იდეალური ტემპერატურა ცილისთვის — 82 გრადუსი არის. ამ ტემპერატურაზე, ცილა უკვე მკვრივი ხდება, მაგრამ სინაზეს არ კარგავს და «რეზინის» კონსტინტენციის არ ხდება. თუმცა იდეალური ტემპერატურა კვერცხის გულისთვის — 77 გრადუსია. ამ ზღვარს თუ გადასცდება წყლის ტემპერატურა, ის მშრალი და ფხვიერი ხდება. ხოლო იმის გამო რომ რეაქციაში შევა ცილაში არსებული გოგირდი და გულში არსებული რკინა, კვერცხის გული მომწვანო-მონაცრისფრო ფერს მიიღებს.
თუ კვერცხს მდუღარე წყალში ჩავდებთ, ცილა მანამდე გაფუჭდება, ვიდრე კვერცხის გული მოიხარშება, ხოლო თუ ცივ წყალში ჩავდებთ და ისე მოვხარშავთ, ცილა კვერცხის ნაჭუჭს მიეწებება. იმისათვის რომ კვერცხი სწორედ მოიხარშოს:

1. უნდა აადუღოთ წყალი. იმდენი, რომ კვერცხი 2 სმ-ით დაფაროს.

2. კვერცხი მდუღარე წყალში მოათავსეთ და 30 წამის შემდეგ, ჩაყარეთ წყალში ყინულის რამოდენიმე კუბიკი (იმისათვის რომ ყინულის ზუსტი რაოდენობა განსაზღვროთ, თქვენს ჭურჭელზე, რამდენჯერმე უნდა ჩაატაროთ ექსპერიმენტი). წყალი დუღილს შეწყვეტს.

3. მიიყვანეთ წყალი დუღილის ტემპერატურამდე და ხარშვის დრო იმის მიხედვით განსაზღვრეთ, თუ რა კონსტინტენციის კვერცხი გინდათ რომ მიიღოთ. ქვემოთ მოცემულია ვარიანტები:

როგორ მოვხარშოთ კვერცხი სწორედ!

0
5810
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5810
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0