x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
Brush Strokes (შტრიხები) ჯგუფის ფილტრები (Photoshop CS 4 & 5)

Brush Strokes ჯგუფის ფილტრები გამოსახულებას აძლევს სხვადასხვა სახის ხელსაწყოებით და სამხატვრო მიმდინარეობით შესრულებული გრაფიკული ნახატის სახეს.

მოცემული ფილტრების გამოძახება შესაძლებელია ფილტრების გალერეისმეშვეობით ან ბრძანებით: მენიუ Filter > Brush Strokes > რომელიმე ფილტრი ჯგუფიდან (ნახ. 1).

Brush Strokes (შტრიხები) ჯგუფის ფილტრები

I. Accented Edges (აქცენტი ნაპირებზე) ფილტრის საშუალებით შესაძლებელია გამოსახულებაზე არსებული მკვეთრი კონტურების და საზღვრების გამოკვეთა (ნახ. 2).

Rdge Width (ნაპირის სიგანე) პარამეტრი განსაზღვრავს კონტურის სისქეს 1-დან 14-მდე დიაპაზონში.

Edge Brightness (ნაპირის სიმკვეთრე) ადგენს ნაპირის სიმკვეთრის დონეს 0-დან 50-მდე დიაპაზონში.

Smoothness (შერბილება) არბილებს კონტურის ხაზებს 1-დან 15-მდე დიაპაზონში.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას.

Brush Strokes (შტრიხები) ჯგუფის ფილტრები

II. Angled Strokes (დახრილი შტრიხები) ფილტრი გამოიყენება დახრილი შტრიხებით შექმნილი გამოსახულების იმიტაციისთვის (ნახ. 3).

Direction Balance (მიმართულების ბალანსი) განსაზღვრავს ორი დახრილი შტრიხის მიმართულებებს შორის თანაფარდობას 0-დან 100-მდე დიაპაზონში.

Stroke Length (შტრიხების სიგრძე) გამოიყენება დახრილი შტრიხების სიგრძის დასადგენად 3-დან 50-მდე დიაპაზონში.

Sharpness (სიმკვეთრე) განსაზღვრავს შტრიხების სიმკვეთრის დონეს 0-დან 10-მდე დიაპაზონში.

Brush Strokes (შტრიხები) ჯგუფის ფილტრები

III. Crosshatch (ჯვარედინი შტრიხები) ფილტრი გამოიყენება ჯვარედინშტრიხიანი გრაფიკული გამოსახულების შესაქმნელად (ნახ. 4).

Stroke Length (შტრიხის სიგრძე) განსაზღვრავს შტრიხების ზომას 3-დან 50-მდე დიაპაზონში.

Sharpness (სიმკვეთრე) ადგენს შტრიხის სიმკვეთრის დონეს 0-დან 20-მდე დიაპაზონში.

Strength (ინტენსივობა) განსაზღვრავს ფილტრის მოქმედების სიძლიერეს 1-დან 3-მდე დიაპაზონში.

Brush Strokes (შტრიხები) ჯგუფის ფილტრები

IV. Dark Strokes (მუქი შტრიხები) ფილტრი გამოიყენება მუქი შტრიხებით კონტრასტული გრაფიკული გამოსახულების შესაქმნელად (ნახ. 5).

Balance (ბალანსი) აძლიერებს მუქ შტრიხებს 0-დან 10-მდე დიაპაზონში.

Black Intensity (შავის შემადგენლობა) ადგენს შავი ფერის შემადგენლობის დონეს 0-დან 10-მდე დიაპაზონში.

White Intensity (თეთრის შემადგენლობა) ადგენს თეთრი ფერის შემადგენლობის დონეს 0-დან 10-მდე დიაპაზონში.

Brush Strokes (შტრიხები) ჯგუფის ფილტრები

V. Ink Outlines (კონტურის შემოვლება) ფილტრი გამოიყენება გამოსახულებაზე მკვეთრი კონტურების გამოსაყოფად, გარკვეული სიგრძის შტრიხების გამოყენებით (ნახ. 6).

Stroke Length (შტრიხის სიგრძე) განსაზღვრავს შტრიხის სიგრძეს 1-დან 50-მდე დიაპაზონში.

Dark Intensity (მუქი ტონები) და Light Intensity (ღია ტონები) ადგენენ ღია და მუქი ოლქების დონებს 0-დან 50-მდე დიაპაზონში.

Brush Strokes (შტრიხები) ჯგუფის ფილტრები

VI. Spatter (მიწუწება) ფილტრი გამოიყენება მიწუწების მეთოდით შექმნილი გამოსახულების იმიტირებისთვის (ნახ. 7).

Spray Radius (რადიუსი) განსაზღვრავს გაწუწვის რადიუსს 0-დან 25-მდე დიაპაზონში.

Smoothness (შერბილება) არბილებს წვეთოვან შტრიხებს 1-დან 15-მდე დიაპაზონში.

Brush Strokes (შტრიხები) ჯგუფის ფილტრები

VII. Sprayed Strokes (აეროგრაფი) ფილტრი გამოიყენება აეროგრაფიული ნაკადით შექმნილი კონტურული ნახატის იმიტირებისთვის (ნახ. 8).

Stroke Length (შტრიხის სიგრძე) განსაზღვრავს შტრიხის სიგრძეს 0-დან 20-მდე დიაპაზონში.

Spray Radius (გაწუწვა) განსაზღვრავს ნაკადის სისქეს 0-დან 25-მდე დიაპაზონში.

Stroke Direction (ტიპი) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია შტრიხების მიმართულების არჩევა:

* Right Diagonal (დიაგონალურად მარჯვნივ);

* Horizontal (ჰორიზონტალურად);

* Left Diagonal (დიაგონალურად მარცხნივ);

* Vertical (ვერტიკალურად);

Brush Strokes (შტრიხები) ჯგუფის ფილტრები

VIII. Sumi-e (სუნი-ე) ფილტრი გამოიყენება იაპონური გრაფიკული ტექნიკის, სუმი-ე-ს იმიტირებისთვის (ნახ.9).

Stroke Width (შტრიხის სიგრძე) განსაზღვრავს შტრიხის სიგრძეს 3-დან 15-მდე დიაპაზონში.

Stroke Pressure (დაწოლა) განსაზღვრავს ხელსაწყოს დაწოლის ძალას 0-დან 15-მდე დიაპაზონში.

Contrast (კონტრასტი) ადგენს კონტრასტის დონეს 0-დან 40-მდე დიაპაზონში.

Brush Strokes (შტრიხები) ჯგუფის ფილტრები

0
36
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0