x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლათინოსები, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს შოუ-ბიზნესში

ცეცხლოვანი ლათინოსები
ზოგიერთი მათგანი ჰოლივუდში ბრაზილიიდან, კუბიდან და ესპანეთიდან ჩავიდა. სხვები, სხვა ქვეყნებში, ლათინურ ამერიკელი ემეგრანტების ოჯახებში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ამ ქალებმა დაამსხვრიეს რასობრივი და ეთნიკური სტერეოტიპები და უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დაიპყრეს კინოსა და მოდის ინდუსტრიის მწვერვალები და დღეს უკვე სხვა ნიჭიერ ლათინოსებს ეხმარებიან საკუთარი ადგილის პოვნაში. ბევრი მათგანი ქველმოქმედებითაც არის დაკავებული.

Coolday.today წარმოგიდგენთ იმ ლათინოსების სიას, რომლებიც თავის ნიჭს იმისთვის იყენებენ, რომ ეს სამყარო უკეთესი და უფრო მიმზიდველი გახადონ!

სალმა ჰაიეკი

ცეცხლოვანი ლათინოსებიმექსიკის და ამერიკის ცნობილი მსახიობო, რეჟისორი და პროდიუსერი. მან თავისი კარიერა მექსიკური სერიალებით დაიწყო. მალე ჰოლივუდში მოხვდა და იქ ბევრი ამერიკელის, ხოლო მოგვიანებით, მთელი მსოფლიოს გული დაიპყრო.



ჯესიკა ალბა

ცეცხლოვანი ლათინოსები34 წლის ჯესიკა – დედა, მსახიობი, მოდელი და გამოცდილი მეწარმე არის. მის მიერ მიღებული ჯილდოების რაოდენობა შთამბეჭდავია. დაიბადა კალიფორნიაში, მაგრამ მექსიკური ფესვები აქვს.



ადრიანა ლიმა

ცეცხლოვანი ლათინოსებიბრაზილიელი ლამაზმანი, მსახიობი და მოდელი. 15 წლის ასაკში ფორდის მიერ მოწყობილ კონკურსში, «ბრაზილიის სუპერმოდელის» ტიტული მიიღო. ლიმა მუშაობს Victoria’s Secret და Maybelline-თან. ის დაკავებულია ქველმოქმედებით - ეხმარება მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებს.



პაზ ვეგა

ცეცხლოვანი ლათინოსებიმისი სრული სახელი მარია პაზ კამპოს ტრიგო არის. ჰოლივუდში ესპანეთიდან ჩავიდა. არის წარმატებული მსახიობი და მოდელი.


ალესანდრა ამბროსიო

ცეცხლოვანი ლათინოსებიმოდელი და მსახიობი ბრაზილიიდან. მუშაობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიც არის: Victoria’s Secret, Next, Armani, Christian Dior и Ralph Lauren.



პენელოპე კრუსის

ცეცხლოვანი ლათინოსებიესპანელი მსახიობი, რომელმაც ჰოლივუდი დაიპყრო. ის მხოლოდ ლამაზი კი არა, ძალიან ჭკვიანიც არის. თავისი კარიერის მანძილზე, მიღებული აქვს უამრავი ჯილდო. იყო Mango, Ralph Lauren და L’Oreal სახე.



სოფია ვერგარა

ცეცხლოვანი ლათინოსებიკოლუმბიური წარმოშობის მსახიობი და მოდელი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი. გარდა ამისა, სოფია მულტ-პერსონაჟების გახმოვანებაზეც მუშაობს.



ევა მენდესი

ცეცხლოვანი ლათინოსებიევა მაიამიში დაიბადა. არის მსახიობი, მოდელი, მომღერალი და დიზაინერი. წარმატებულ კარიერას ის მცირეწლოვანი შვილის აღზრდას უთავსებს.



ელზა ბენიტესი

ცეცხლოვანი ლათინოსებიელზა მექსიკაში დაიბადა. ის წარმატებული მოდელი და ტელეწამყვანია. პოდიუმზე Chanel, Valentino, Christian Lacroix, Versace, Fendi, Christian Dior, Pierre Balmain, Karl Lagerfield, John Galliano, MaxMara, Salvatore Ferragamo, Carolina Herrera, Oscar de la Renta и CoverGirl მოდის სახლებს წარმოადგენს.



შაკირა

ცეცხლოვანი ლათინოსებიყველაზე ცეცხლოვანი ლათინოსია, აქ წარმოდგენილ ქალბატონებს შორია. კოლუმბიელი მომღერლის სრული სახელი შაკირა ისაბელ მებარაკ რიპოლია. არის უნიჭიერესი ადამიანი: წერს სიმღერებს, არის მოცეკვავე, პროდიუსერი, ქორეოგრაფი და მოდელი.



დაისი ფუენტესი

ცეცხლოვანი ლათინოსებიკოლუმბიელ-ამერიკელი ტელეწამყვანი და მოდელი. მამა კუბელი ჰყავს, დედა ესპანელი. ის იყო MTV-ს პირველი ლათინოამერიკელი წამყვანი და Revlon-ის სახე. ასევე გადაიღეს Pantene, American Express და M&Ms-ის რეკლამებში. ნიჭისა და უნაკლო გარეგნობის გარდა, ის დიდი ფილანთროპია - აგროვებს თანხებს მკერდის სიმსივნის კვლევის დასაფინანსებლად და კიბოთი დაავადებული ბავშვების საავადმყოფოსთვის.


ჯენიფერ ლოპესი

ცეცხლოვანი ლათინოსებიმას ყველა იცნობს. არის მსახიობი, მწერალი, დიზაინერი, მოცეკვავე, პროდიუსერი და მომღერალი. ჯენიფერი ლოს-ანჯელესში დაიბადა, მაგრამ პუერტო-რიკოული ფესვები აქვს. ის ყველაზე ცნობილი ლათინოსია აშშ-ში და მთელს მსოფლიოში.



ჟიზელ ბუნდჰენი

ცეცხლოვანი ლათინოსებიამჟამად ყველაზე ცნობილი ლათინოსი მოდელია. არის მსახიობი და პროდიუსერი. გარდა ამისა, არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი იმედის ელჩი გარემოს დაცვის სფეროში.



ქრისტინა აგილერა

ცეცხლოვანი ლათინოსებიმომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. მისი მამა ეკვადორიდან არის, ხოლო დედს ებრაული ფესვები აქვს.



სელენა გომესი

ცეცხლოვანი ლათინოსებისიაში ყველაზე ახალგაზრდა, 23 წლის მომღერალი, მსახიობი და დიზაინერი. კარიერა დაიწყო საუკუნის დასაწყისში, დისნეის არხზე. ამჟამად ჰოლივუდში მოღვაწეობს. გარემოს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობს და აქვს საკუთარი საპროდიუსერო ცენტრი. ახალგაზრდა ვარსკვლავის მამა მექსიკელია.



როსარიო დოუსონი

ცეცხლოვანი ლათინოსებიმსახიობი, მომღერალი, მწერალი. აქვს კუბური და აფრო-კუბური ფესვები. მუშაობს ისეთ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, როგორებიც არის ONE Campaign, Oxfam, Amnesty International და Voto Latino. ის ასევე არის TripAdvisor.com – Footprints საქველმოქმედო პროგრამის წარმომადგენელი.



ევა ლონგორია

ცეცხლოვანი ლათინოსებითამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს პოპულარულ სერიალში «სასოწარკვეთილი დიასახლისები». ევა არის მექსიკელ-ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი.



ზოია სალდანა

ცეცხლოვანი ლათინოსებიცნობილი მსახიობი და მოცეკვავე. დაიბადა პასაიკში, ნიუ-ჯერსი. მამა დომინიკელთა რესპუბლიკიდან არის, დედა პუერტო-რიკოდან.


ოდეტ ანაბლე

ცეცხლოვანი ლათინოსებიმსახიობის დედა კუბიდან არის, მამას იტალიურ-ფრანგული ფესვები აქვს. დაიბადა ლოს-ანჯელესში. ამჟამად გადაღებულია 35-ზე მეტ ფილმში და სერიალში.



კამილა ბელი

ცეცხლოვანი ლათინოსებიამ ულამაზესი მსახიობის დედა ბრაზილიელი დიზაინერია. კამილას უამრავი ჯილდო აქვს მითებული კარიერის მანძილზე. ლაპარაკობს სამ ენაზე – ინგლისურად, პორტუგალიურად და ესპანურად.

1
366
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
366
  
2015, 21 ოქტომბერი, 21:25
გავაზიარე
0 1 1