x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რეტუში - ისტორიის ჯგუფის ხელსაწყოები. (Photoshop CS 4 & 5)

ისტორიის ჯგუფის ხელსაწყოები

ისტორიის ხელსაწყოების ჯგუფში ორი ხელსაწყო შედის:

ისტორიის ჯგუფის ხელსაწყოები

I. History Brush (ისტორიის ანუ არქივის ფუნჯი) – გამოიყენება გამოსახულების ფრაგმენტების რედაქტირების სხვადასხვა ეტაპზე აღდგენისათვის.

II. Art History Brush (ისტორიის სამხატვრი (დეკორატიული) ფუნჯი) – გამოიყენება გამოსახულებაზე სხვადასხვა სამხატვრო ეფექტების დასამატებლად.

History Brush ხელსაწყო History პალიტრასთან ერთად მოქმედებს. სწორედ პალიტრის მეშვეობით არის შესაძლებელი მოქმედების გაუქმება და ფრაგმენტის აღსადგენი საფერურის (კადრის) შერჩევა. მაგალითად:

I. გავხსნათ გამოსახულება პროგრამაში.

ისტორიის ჯგუფის ხელსაწყოები

II. შევასრულოთ რამოდენიმე მოქმედება (მნიშვნელობა არა აქვს რომელი). მაგ., ჩამოჭრა(Crop), ფერის შეცვლა (Replace Color), გამოვიყენოთ ფოტოფილტრი (Photo Filter) და გაგავხსნათ History პალიტრა.

ისტორიის ჯგუფის ხელსაწყოები

III. პალიტრაში, ჩავაწკაპუნოთ, მაუსის მარცხენა ღილაკით, სვეტში იმ მოქმედების წინ, რომელი მოქმედების აღდგენაც გვინდა (სვეტში გაჩნდება ისტორიის ფუნჯის პიქტოგრამა) და დავბრუნდეთ უკან რედაქტირების ნებისმიერ ეტაპზე. გავააქტიუროთ History Brush ხელსაწყო და გადავუსვათ ფუნჯი გამოსახულების იმ ადგილებზე, რომლებზეც გვინდა პალიტრაში აღნიშნული კადრის ფრაგმენტების აღდგენა.

ისტორიის ჯგუფის ხელსაწყოები

მსგავსი ოპერაციების ჩატარების გარდა, ისტორიის ფუნჯს შეუძლია აღადგინოს გამოსახულება საწყის პოზიციაზე, რედაქტირების ნებისმიერ ეტაპზე.

ხელსაწყო იმართება პარამეტრების პანელით, რომელზეც იგივე პარამეტრები არის მოთავსებული, რაც Brush ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე.

ხელსაწყო Art History Brush იგივე პრინციპით მუშაობს, რაც History Brushხელსაწყო, იმ განსხვავებით რომ გამოსახულებაზე ამატებს სხვადასხვა სახის სამხატვრო ეფექტებს.

ხელსაწყო იმართება პარამეტრების პანელით, რომლის Brush ველში შესაძლებელია ხელსაწყოს ზომისა და სიმაგრის არჩევა.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

ისტორიის ჯგუფის ხელსაწყოები

Mode (რეჟიმი) ჩამოსაშლელ მენიუში მოთავსებულია პიქსელების შერევის რეჟიმების ჩამონათვალი.

Options (გაუმჭვირვალობა) პარამეტრი არეგულირებს ხელსაწყოს მიერ შექმნილი შტრიხების გაუმჭვირვალობის ხარისხს.

Art History Brush ხელსაწყო მუშაობის პროცესში სხვადასხვა სახისა და ზომის ანაბეჭდებს ტოვებს. სამუშაო შტრიხის სტილის არჩევა შესაძლებელია Style (სტილი) ჩამოსაშლელ მენიუში:

* Tight Short (შეკუმშული მოკლე)

* Tight Medium (შეკუმშული საშუალო)

* Tight Long (შეკუმშული გრძელი)

* Loose Medium (თავისუფალი საშუალო)

* Loose Long (თავისუფალი გრძელი)

* Dab (მოკლე შეხება)

* Tight Curl (შეკუმშული სპირალი)

* Tight Curl Long (შეკუმშული გრძელი სპირალი)

* Loose Curl (თავისუფალი სპირალი)

* Loose Curl Long (თავისუფალი გრძელი სპირალი)

Area (დიამეტრი) პარამეტრი განსაზღვრავს შტრიხის სიდიდეს. რაც უფრო დიდია პარამეტრის მაჩვენებელი, მით უფრო დიდი გამოდის შტრიხის ზომა და გამოსახულების დაფარვის ზონა. პარამეტრის დიაპაზონი 0-დან 500 პიქსელამდეა.

Tolerance (დაშვება) პარამეტრი განსაზღვრავს ფუნჯის ფერისა და წყაროს ფერის თანხვედრის ხარისხიდ დონეს 0-დან 100%-მდე დიაპაზონში. რაც უფრო მცირეა პარამეტრის მაჩვენებელი, მით უფრო დიდია სხვაობა ფერებს შორის. ეს ფუნქცია ზღუდავს ხელსაწყოს მოქმედების არეალს. 0%-იანი მაჩვენებლის დროს, შესაძლებელია გამოსახულების ნებისმიერ ადგილზე ხატვა, ხოლო მაღალი მნიშვნელობის პირობებში, მხოლოდ იქ, სადაც ფერი განსხვავდება საწყისი გამოსახულების ფერისაგან.

ხელსაწყოს უკეთესად გასაცნობად, განვიხილოთ მაგალითი:

I. გავხსნათ გამოსახულება პროგრამაში.

ისტორიის ჯგუფის ხელსაწყოები

II. რადგან Art History Brush ხელსაწყოს მოქმედების შედეგად ნახატი მიიღება, ვხატით წესების სრული დაცვით ანუ შევქმნათ ნახატისთვის ტილო, ამისათვის, გამოსახულების ფენის თავზე უნდა დავამატოთ ცარიელი ფენა და Paint Bucket ხელსაწყოს გამოყენებით ჩავასხათ თეთრი ფერი.

III. დავარეგულიროთ პარამეტრები პარამეტრების პანელზე:

ფუნჯის ზომა – პატარა;

Mode – Normal;

Opacity – 100%;

Area – 50 px;

Tolerance – 0%;

რაც შეეხება ფუნჯის შტრიხების სტილს, უმჯობესია, თავდაპირველად დიდი ზომის შტრიხებით მუშაობა და შემდეგ თანდათანობით შენცირება. ფუნჯი სხვადასხვა ზომის შტრიხებით, ერთი და იგივე ადგილზე, იმდენჯერ გადავატაროთ, რამდენჯერაც შევცვლით სტილს.

ისტორიის ჯგუფის ხელსაწყოები

და საბოლოო შედეგი სრული სახით:

ისტორიის ჯგუფის ხელსაწყოები

0
51
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0