x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები. (Photoshop CS 4 & 5)

ჩამოჭრა და ვინეტირება


ჩამოჭრა

გამოსახულებაზე გამოყოფის ოლქის შექმნა სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება, მათ შორის, ჩამოჭრის ფუნქციით.

გამოსახულებაზე მართკუთხა გამოყოფის ოლქის შექმნის შემდეგ, თუ ავირჩევთ ბრძანებას: მენიუ Image > Crop (ჩამოჭრა), გამოსახულებაზე მხოლოდ გამოყოფის ოლქის შიგნით მოქცეული ნაწილი დარჩება, დანარჩენი ჩამოიჭრება.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

იმ შემთხვევაში, თუ გამოყოფის ოლქი მართკუთხა არ არის, ჩამოჭრა მოხდება გამოყოფის უკიდურეს წერტილებზე გამავალ ღერძებზე.


ვინეტირება

გამოსახულებაზე შექმნილი გამოყოფის ოლქის ბუფერში კოპირების შემთხვევაში, ახალი დოკუმენტი იქმნება კოპირებული ფრაგმენტის ზომის გათვალისწინებით. პროგრამის ამ თვისების გამოყენებით, შეგვიძლია შევქმნათ ე. წ. ვინეტკა (ვინეტირების ბევრი, სხვა, მეთოდი არსებობს. ეს კონკრეტული მეთოდი იმიტომ არის განხილული, რომ ავხსნათ კოპირებული ფრაგმენტის ურთიერთდამოკიდებულება ახალი დოკუმენტის ზომასთან).

I. გამოსახულებაზე შევქმნათ ოვალური გამოყოფის ოლქი.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

II. ბრძანებით: მაენუ Edit > Copy, მოვახდინოთ გამოყოფის ოლქის კოპირება ბუფერში.

III. ბრძანებით: მენიუ File > New, შევქმნათ ახალი დოკუმენტი თეთრი ფონით. დოკუმენტის შექმნისას, მხოლოდ ფონის არჩევა არის საჭირო, დანარჩენი მონაცემები ავტომატურად დაფიქსირდება.

IV. ბრძანებით: Edit > Paste, ჩავსვათ ბუფერში შენახული ფრაგმენტი ახალ გამოსახულებაში.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.


**********************************************************************************************************************************


გამოყოფის ოლქის და ობიექტის გადაადგილება და ტრანსფორმირება


გამოყოფის ოლქი და გამოყოფის ობიექტი ერთი და იგივე გამოყოფის კონტურით მიიღება გამოსახულებაზე, მაგრამ მათი გადაადგილება-ტრანსფორმირებისთვის განსხვავებული ხელსაწყოები და ბრძანებები გამოიყენება.


გამოყოფის ოლქის გადაადგილება და ტრანსფორმირება

გამოყოფის ოლქის გადაადგილება და ტრანსფორმირება გამოყოფის ოლქის გადაადგილება გამოყოფის ოლქის შექმნის პროცესში შეიძლება. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვსგამოყოფის ხელსაწყოს რეჟიმს. უკვე შექმნილი გამოყოფის ოლქის სხვა ადგილზე გადასატამად, საჭიროა ხელსაწყოს გადაყვანა ახალი გამოყოფის ოლქის შექმნის რეჟიმში და მაუსის მაჩვენებლის გამოყოფის ოლქის შიგნით მოთავსება. მაუსის მაჩვენებელი მიიღებს ისრის და მართკუთხა გამოყოფის ოლქის ფორმას (ნახ. 1).

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით, შესაძლებელია გამოყოფის ოლქის გადატანა გამოსახულების ნებისმიერ ადგილზე (ნახ. 2-I) და სხვა გამოსახულებაზე (ნახ. 2-II).

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

ბრძანებით: მენიუ Select > Transform Selection (გამოყოფის ოლქის ტრანსფორმირება) შესაძლებელია გამოყოფის ოლქის ჩასწორება და ტრანსფორმორება. აღნიშნული ბრძანების გაცემის შემდეგ, გამოყოფის ოლქი შემოიფარგლება მარკერებიანი ჩარჩოთი, რომლის მეშვეობით ხდება გამოყოფის ოლქის გადაადგილება, მასშტაბირება, მობრუნება და დახრა ტრანსფორმირების ჩარჩოს ცენტრის მიმართ. ამასთან, ჩარჩოს ცენტრის გადაადგილება ნებისმიერ ადგილზე შეიძლება, როგორც ჩარჩოს შიგნით, ისე მის გარეთ:

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

* გამოყოფის ოლქის ერი ადგილიდან მეორეზე გადასატანად, საჭიროა კურსორის ჩარჩოს შიგნით მოთავსება და მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით, მისი გადაადგილება ნებისმოერ ადგილზე, გამოსახულების ფარგლებში.

* გამოყოფის ოლქის მობრუნება ხდება მაუსის მაჩვენებლის ჩარჩოს კუთხის მარკერთან მიახლოებით და მისი ზემოთ ან ქვემოთ გადაადგილებით.

* გამოყოფის ოლქის დახრისათვის გამოიყენება კლავიატურის ღილაკები და ღილაკების კომბინაციები:

Ctrl ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ჩარჩოს გადახრა შესაძლებელია გვერდის მარკერების გდაადგილებით და კუთხის მარკერების გადატანით, ნებისმიერ ადგილზე;

Ctrl+Shift ღილაკების კომბინაციით, აქტიური გვერდის(გვერდი, რომელთანაც კურსორი დგას) გადაადგილება არის შესაძლებელი. აქტიური გვერდის მოპირდაპირე გვერდი უძრავად რჩება;

Ctrl+Alt ღილაკების კომბინაცია სიმეტრიულად ხრის გამოყოფის ოლქს აქტიური მარკერის გადაადგილების მიმართულებით;

Alt+Ctrl+Shift ღილაკების კომბინაცია, შუა მარკერების გადაადგილებით, გადაადგილებს აქტიურ გვერდს მოპირდაპირე გვერდის სიმეტრიულად, ხოლო კუთხის მსრკერის გადაადგილებით – იქმნება პერსპექტიული დახრა;

* გამოყოფის ობიექტის ზომის შეცვლა გვერდისა და კუთხის მარკერების გადაადგილებით შეიძლება, ხოლო პროპორციული და სიმეტრიული მასშტაბირებისთვოის გამოიყენება კლავიატურის ღილაკები:

Shift ღილაკზე დაჭერისა და კუთხის მარკერის გადაადგილებით, პროპორციულად იცვლება გამოყოფის ოლქის ზომა;

Alt ღილაკის გამოყენებით მასშტაბირება ხდება ცენტრის სიმეტრიულად;

Alt +Shift ღილაკების კომბინაციით, მასშტაბირება ხდება სიმეტრიულად და პროპორციულად;

გამოყოფის ოლქის უფრო ზუსტი ტრანსფორმირებისთვის გამოიყენება ტრანსფორმირების პარამეტრების პანელი, რომელიც ეკრანზე გამოდის ტრანსფორმაციის ჩარჩოს გამოძახებისთანავე.

ტრანსფორმირების დასრულების შემდეგ, შედეგის დასაფიქსირებლად, საჭიროა ტრანსფორმირების ჩარჩოს შიგნით ორჯერ დაწკაპუნება ან კლავიატურის Enter ღილაკზე დაჭერა. ტრანსფორმირების გასაუქმებლად გამოიყენება კლავიატურის Esc ღილაკი. ტრანსფორმირების მიღება და გაუქმება ასევე შეიძლება პარამეტრების პანელზე მდებარე ღილაკების გამოყენებით.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.


გამოყოფის ობიექტის გადაადგილება და ტრანსფორმირება

გამოყოფის ობიექტის გადასაადგილებლად გამოიყენება გადაადგილების Move ხელსაწყო. ხელსაწყოს აქტივაციის შემდეგ, მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით, შესაძლებელია გამოყოფის ობიექტის გადაადგილება გამოსახულების შიგნით (ნახ. 4-I) და სხვა გამოსახულებაზე (ნახ. 4-II).

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

შენიშვნა: თუ ფენა, რომელზეც გამოყოფის ობიექტი მდებარეობს, სამუშაო არ არის, გამოყოფის ობიექტის გადაადგილების შემდეგ, მის ადგილზე ჩნდება უკანა ფონის ფერი, ხოლო თუ ფენა სამუშაოა-გამჭვირვალე ფონი.

გადაადგილების დროს Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყოფის ოლქის დუბლირება და შემდეგ, მისი ტრანსფორმირება Free Transform ( მენიუ Edit > Free Transform) ბრძანების გამოყენებით (ნახ.5): Alt ღილაკზე დაჭერით, გამოყოფის ობიექტის გადატანის შემდეგ, გამოვიძახოთ თავისუფალი ტრანსფორმაციის ჩარჩო (Ctrl+T) > მოვახდინოთ ტრანსფორმირება > დავადასტუროთ ტრანსფორმირების შედეგი (Enter) > Alt ღილაკზე დავჭერით იმდაეი ასლი შევქმნათ, რამდენიც საჭირო იქნება > გავაუქმოთ გამოყოფის კონტური (Ctrl+D).

თუ გამოყოფის ობიექტი ან ოლქი მცირე ან ზუსტად განსაზღრულ მანძილზე არის გადასატანი, შეგვიძლია გამოვიყენოთ კლავიატურის ისრიანი ღილაკები (ოლქის გადატანის დროს ჩართული უნდა იყოს ახალი ოლქის შექმნის რეჟიმი, ხოლო ობიექტის გადატანისას, აქტიური უნდა იყოს Move ხელსაწყო). ისრიან ღილაკზე ერთი დაჭერით, გამოყოფის ოლქი ან ობიექტი გადაადგილდება 1 პიქსელით, შერჩეული მიმართულებით. იმ შემთხვევაში თუ ღილაკზე დაჭერის წინ Shift ღილაკსაც დავაჭერთ თითს, გადაადგილება მოხდება 10 პიქსელით.

შენიშვნა: იგივე წესები მოქმედებს ტრანსფრმაციის და თავისუფალი ტრეასფორმაციის ჩარჩოს გამოძახების პირობებში.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

**********************************************************************************************************************************


ჩასხმა, კონტურის შემოვლება და ზედმეტი ელემენტების წაშლა


ამოყოფის ოლქის შექმნის შემდეგ, სპეციალური ბრძანებების გამოყენებით, შესაძლებელია გამოყოფის ოლქის საზღვრებზე კონტურის შემოვლება, გამოყოფის ოლქში საღებავის ჩასხმა და ზედმეტი ელემენტების წაშლა გამოსახულებიდან.


ჩასხმა

გამოყოფის ოლქის შექმნის შემდეგ, ბრძანებით: მენიუ Edit > Fill (ჩასხმა), ეკრანზე გამოდის შესაბამისი სადიალოგო ფანჯარა (ნახ. 1), რომლის მეშვეობით შესაძლებელია გამოყოფის ოლქის შევსება საღებავით ან ტექსტურით.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

სადიალოგო ფანჯარა ორი განყოფილებისგან შედგება:

I. Contents (შემადგენლობა) განყოფილების Use (მოხმარება) ჩამოსაშლელ მენიუში მოთავსებულია ჩასხმის სახეობები (ნახ. 2):

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

* Foreground Color (წინა ფონის ფერი) – გამოყოფის ოლქს ავსებს წინა ფონის ფერით;

* Background Color (უკანა ფონის ფერი) – გამოყოფის ოლქს ავსებს უკანა ფონის ფერით;

* Color (ფერი). ამ პუნქტის აჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ფერთა პალიტრა და მასში ნებისმიერი ფერის არჩევა არის შესაძლებელი.

* Pattern (ტექსტურა). ამ პუნქტის არჩევის შემთხვევაში, აქტიური ხდება Custom Pattern (ტექსტურის არევა) ველი, რომლის მარჯვენა მხარეს მოთავსებულ, შავ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ტექსტურის პალიტრა, პროგრამაში ინსტალირებული ტექსტურების ნიმუშებით (ნახ. 3).

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

* History (ისტორია). ამ პუნქტის არჩევის შემთხვევაში, ჩასხმა ხდება History პალიტრაში დაფიქსირებული პარამეტრების მიხედვით.

* Black (შავი) – გამოყოფის ოლქს ავსებს შავი ფერით, რომლის მნიშვნელობა RGB მოდელში არის: 0, 0, 0;

* 50% Gray (50%-იანი ნაცრისფერი) – გამოყოფის ოლქს ავსებს 50% -იანი ნაცრისფერით, რომლის მნიშვნელობა RGB მოდელში არის: 128, 128, 128;

* White (თეთრი) – გამოყოფის ოლქს ავსებს თეთრი ფერით, რომლის მნიშვნელობა RGB მოდელში არის: 255, 255, 255;

II. Blending (შერევა) განყოფილებაში მოცემულია Mode ჩამოსაშლელი მენიუ, რომელშიც შესაძლებელია ზედა განყოფილებაში შერჩეული ჩასხმის სახეობისთვისრეჟიმის არჩევა, ხოლო Opacity პარამეტრით ჩასხმის გამჭვირვალობის დარეგულირება.

თუ გამოყოფის ოლქი სამუშაო ფენაზე არის შექმნილი და ფენა შეიცავს გამჭვირვალე უბნებს, აქტიური ხდება Preserve Transparency (გამჭვირვალობის შენარჩუნება) გადამრთველი, რომლის ჩართვის შემთხვევაში, ფერის ჩასხმა ხდება მხოლოდ გაუმჭვირვალე პიქსელების ადგილზე, ხოლო გამჭვირვალე უბნები ისევ გამჭვირვალედ რჩება.

თეორიული ნაწილის განსამტკიცებლად, განვიხილოთ ერთი მაგალითი:

I. შევქმნათ გამოყოფის ოლქი გამოსახულებაზე. მაგ., მთვარე და ვარსკვლავები:

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

II. ბრძანაბით: მენიუ Edit > Fill, გამოვიძახოთ სადიალოგო ფანჯარა Fill და Use ჩამოსაშლელი მენიუდან ავირჩიოთ Color პუნქტი. ეკრანზე გამოსული ფერთა პალიტრიდან, გამოსახულების რომელიმე ფერი ავირჩიოთ და OK ღილაკს დავაჭიროთ ჯერ ფერთა პალიტრაში, ხოლო შემდეგ Fill სადიალოგო ფანჯარაში. გამოყოფის ოლქი ფერით შეივსება. Ctrl+D ღილაკების კომბინაციით გავაუქმოთ გამოყოფის კონტური.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

შენიშვნა: ფერის ჩასხმის დროს, მნიშვნელობა არა აქვს გამოყოფის ოლქი გამოსახულებაზე იქნება შექმნილი თუ ახალ ფენაზე, ჩასხმა ყოველთვის აქტიურ ფენაზე ხდება. ცარიელ ფენაზე ფერის ჩასხმის შემთხვევაში, გათიშული უნდა იყოს Preserve Transparency გადამრთველი.


კონტურის შემოვლება

გამოყოფის ოლქის საზღვრებზე კონტურის შემოსავლებად გამოიყენება Edit მენიუს Stroke ( შემოვლება) ბრძანება, რომელსაც ეკრანზე გამოაქვს სადიალოგო ფანჯარა Stroke (ნახ. 4).

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

სადიალოგო ფანჯარაში სამი განყოფილებაა:

I. Stroke (შემოვლება) განყოფილებაში ორი პარამეტრი არის მოთავსებული: Width (სიგანე), რომელიც განსაზღვრავს კონტურის სიგანეს და Color (ფაერი), რომლის ველზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ფერთა პალიტრა და შეგვიძლია კონტურისთვის ნებისმიერი ფერის არჩევა.

II. Location (მდებარეობა) განყოფილების გადამრთველები განსაზღვრავენ კონტურის მდებარეობას:

* Inside (შიგნით)- კონტური გაივლის გამოყოფის კონტურის შიგნით.

* Center(ცენტრი)- კონტური გაივლის გამოყოფის კონტურზე.

* Outside (გარედან)- კონტური გაივლის გამოყოფის გარეთ.

სადიალოგო ფანჯრის III განყოფილებაში იგივე პარამეტრებია, იგივე ფუნქციებით, რაც Fill სადიალოგო ფანჯრის II განყოფილებაში. მოცემული თეორიული ნაწილის განსამტკიცებლად შეგვიძლია შევქმნათ ახალი გამოყოფის ოლქი ნებისმიერ გამოსახულებაზე, ან გამოვიყენოთ იგივე გამოსახულება.

I. ჩასხმის საფუძველზე შევქმნათ გამოყოფის ოლქი. თუ ჩასხმა ახალ ფენაზე არის შესრულებული, Ctrl ღილაკზე დაჭერით, უნდა დავაწკაპუნოთ ჩასხმული ფენის მინიატურაზე Layers პალიტრაში, ხოლო თუ პირდაპირ გამოსახულებაზე არის ჩსხმა შესრულებული, გამოყოფის კონტურის შექმნა შეიძლება ჯადოსნური ჯოხის გამოყენებით.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

II. განოვიძახოთ Stroke სადიალოგო ფანჯარა ბრძანებით: მენიუ Edit / Stroke > Width ველში ჩავწეროთ ხაზის სიგანე > Color ველზე დავაწკაპუნოთ ფერთა პალიტრის გამოსაძახებლად და ავირჩიოთ ფერი გამოსახულებიდან > დავაჭიროთ OK ღილაკს ფერთა პალიტრაში > განვსაზღროთ ხაზის მდებარეობა Location განყოფილებაში > დავაჭიროთ OK ღილაკს > Ctrl+D ღილაკების კომბინაციით გავაუქმოთ გამოყოფის კონტური.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.



ზედმეტი ელემენტების წაშლა Photoshop CS5 ვერსიაში

Photoshop CS5 ვერსიაში, Fill სადიალოგო ფანჯრის Use ჩამოსაშლელ მენიუს კიდევ ერთი პუნქტი – Content-Aware (შემცველობის გათვალისწინებით) დაემატა (ნახ. 5), რაც გამოსახულებიდან ზედმეტი ელემენტების წაშლის საშუალებას იძლევა.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

გამოსახულებაზე გამოყოფის ოლქის შექმნის შემდეგ, Fiil სადიალოგო ფანჯარაში აღნიშნული პუნქტის არჩევის შემთხვევაში, გამოყოფის ოლქის შიგნით, ხდება გამოყოფის ოლქის პიქსელების ჩანაცვლება, გამოყოფის ოლქის გარეთ, მეზობლად მდებარე პიქსელებით. აღნიშნული ბრძანების გამოყენება რეკომენდირებულია შედარებით ერთფეროვანი ფონის შემთხვევაში. მაგ., ავიღოთ შესაფერისი გამოსახულება და გავაქროთ ობიექტი:

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.

I. შევქმნათ გამოყოფის ოლქი იმ ელემენტის ირგვლივ, რომლის წაშლაც გვაქვს გადაწყვეტილი. გამოყოფის ოლქი ოდნავ უნდა აღემატებოდეს წასაშლელ ობიექტს:

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.II. გამოვიძახოთ Fill სადიალოგო ფანჯარა > Use ჩამოსაშლელ მენიუდან ავირჩიოთ Content-Aware პუნქტი > დავაჭიროთ Ok ღილაკს.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.III. OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ჩვენს მიერ გამოყოდილ ელემენტებს ჩაანაცვლებს გამოყოფის მეზობლად მდებარე ელემენტები.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.IV. თუ შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს, შეგვიძლია იგივე წესით გავაქროთ არასასურველი ელემენტები უკვე ახალი გამოსახულებიდან.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები.


**************************************************

Content-Aware ფუნქცია Spot Healing Brash (წერტოლოვანი აღმდგენი ფუნჯი) ხელსაწყოსაც დაემატა, რომლის გამოყენებით, შესაძლებელია პატარა ზომის ელემენტების წაშლა გამოსახულებიდან:

1) ფოტოშოპში გამოსახულების გახსნის შემდეგ, უნდა ავირჩიოთ Spot Healing Brash ხელსაწყო > ჩავრთათ ხელსაწყოს ოპტიმიზაციის პანელზე Content-Aware გადამრთველი.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები

2) ხელსაწყო უნდა გადავატაროთ წასაშლელ ელემენტს ისე, რომ ძალიან ახლოს არ მივიდეთ იმ ელემენტთან, რომლის დატოვებასაც ვაპირებთ გამოსახულებაზე. როდესაც მაუსს ხელს აუშვებთ, გადახაზული ელემენტები გამოსახულებიდან გაქრება.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები

3) ობიექტის სიახლოვეს დარჩენილი წასაშლელი ელემენტის ნაწილი, უნდა დავამუშაოთ Clone Stamp (შტამპი) ხელსაწყოს გამოყენებით.

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები



**********************************************************************************************************************************


გამოყოფის ობიექტის კიდის გასუფთავება


გამოყოფის ხელსაწყოს გამოყენებით ობიექტის გამოყოფისა და უკანა ფონის მოცილების შემდეგ, ხშირია შემთხვევა, როდესაც გამოყოფილ ობიექტს, კიდეებზე რკალად გასდევს უკანა ფონის კანტი. მის მოსაცილებლად, პროგრამის Layer მენიუში მოთავსებულია სპეციალური Matting ბრძანება, რომლის ქვემენიუში კიდის გასუფთავების სამი შესაძლო ვარიანტია (ნახ. 1):

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები

I. Defringe (კიდის დამუშავება) – იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ფონი რომელზედაც ობიექტი იყო, თეთრი და შავი ფერისგან განსხვავებულია.

II. Remove Black Matte (შავი კანტის მოცილება) – იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ობიექტი შავ ფონიდან იყო გამოყოფილი.

III. Remove White Matte (თეთრი კანტის მოცილება) – იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ობიექტი თეთრი ფონიდან იყო გამოყოფილი.

სამივე ვარიანტში ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა (ნახ. 2), რომლის Width (სიგანე) ველში საჭიროა შესაცვლელი პიქსელების რაოდენობის ჩაწერა (დიპაზონი 1- დან 200-მდეა).

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები

OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ფონის პიქსელების ჩანაცვლება მოხდება მეზობლად მდებარე პიქსელებით და გამოყოფილი ობიექტის კოდე გასუფთავდება. იმ შემთხვევაში, თუ სრულად არ გაიწმინდა კიდე, უნდა გავიმეოროთ ბრძანება ან გავაუქმოთ ოპერაცია და ზემოთ ხსენებულ სადიალოგო ფანჯარაში უფრო დიდი მაჩვენებელი ჩავწეროთ.

მაგლითად, გავხსნათ პროგრამაში გამოსახულება:

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები

გამოვყოთ ობიექტი და მოვაცილოთ უკანა ფონი > ბრძანებით: მენიუ Layer > Matting > Defringe, მოვახდინოთ გამოყოფის ობიექტის კიდის რედაქტირება > ვნახოთ შედეგი თეთრ ფონზე (გამოსახულების მარჯვენა ნაწილის კიდე გასუფთავებულია, მარცხენა - არა).

გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები



0
68
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0