x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

გამოყოფის ყველა ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე მდებარეობს საზღვრების დაზუსტების Refine Edge ღილაკი (ნახ. 1), რომელიც აქტიურია იმ შემთხვევაში, თუ გამოსახულებაზე შექმნილი არის გამოყოფის ოლქი.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა Refine Edge (ნახ. 2), რომლის გამოყენებით შესაძლებელია გამოყოფის ოლქის დათვალიერება და რედაქტირება.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

აღნიშნული ხელსაწყო იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ გამოსახულებაზე რთული გამოყოფის ოლქის შექმნა არის საჭირო (მაგ. თმა, ბეწვი).

Refine Edge სადიალოგო ფანჯარაში, გამოყოფის ოლქის დათვალიერების რეჟიმები 5 მართკუთხა ღილაკის სახით არის წარმოდგენილი და გამოყოფის ოლქის სხვადასხვა ფონებზე დათვალიერების საშუალებას იძლევა: გამოსახულების ფენაზე, სწრაფი ნიღბის მსგავს ფონზე, შავ ფონზე, თეთრ ფონზე და ნიღბის მსგავს ფონზე (ნახ. 3).

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

სადიალოგო ფანჯრის Description (აღწერა) განყოფილებაში, კურსორით რომელიმე პარამეტრთან მიახლოების თანავე, ხდება ამ პარამეტრის მოქმედების წესის აღწერა, ხოლო ამავე განყოფილებაში განლაგებულ მინიატურებზე, ასახულია გამოყოფის საზღვრის მდგომარეობა პარამეტრის მოხმარებამდე (მარცხენა მინიატურა) და პარამეტრის მოხმარების შემდეგ (მარჯვენა მინიატურა).

სადიალოგო ფანჯრის გახსნისა და ფონის შერჩევის შემდეგ, საჭიროა ბერკეტებიან პარამეტრების დარეგულირება (ნახ. 4).

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

სადიალოგო ფანჯარაში პარამეტრები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ჯერ უნდა მოხდეს პირველი ნაწილის პარამეტრების დარეგულირება, ხოლო შემდეგ – მეორე.

I განყოფილებაში მოცემულია ორი პარამეტრი:

1) Radius (რადიუსი) – განსაზღვრავს გამოყოფის ოლქის საზღვრის ზოლის სიდიდეს. აღნიშნული პარამეტრის გაზრდამდე, გამოყოფის საზღვარი წარმოადგენს ხაზს, რომელიც გამოყოფის კონტურს ემთხვევა, ხოლო რადიუსის გაზრდის შემდეგ, გამოყოფის ხაზის ირგვლივ იქმნება გამოყოფის ზოლი.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

შექმნილ გამოყოფის ზოლს ანალიზს უკეთებს პროგრამა და რადიუსის ფარგლებში, გამოყოფის კონტურის გარეთ აჩენს იმ პიქსელებს, რომლის სიმკვეთრე, გამოყოფის საზღვრის შიგნით მოქცეული პიქსელების სიმკვეთრეს ემთხვევა, ხოლო გამოყოფის ოლქში, რადიუსის ფარგლებში, ქრებიან ის პიქსელები, რომელთა სიმკვეთრე გამოყოფის კონტურის გარეთ დარჩენილი პიქსელების სიმკვეთრეებს ემთხვევა ანუ გამოყოფის ოლქიდან საჭირო პიქსელების ნაწილი გაქრება თუ მათი მსგავსი პიქსელები, გამოყოფის ოლქის გარეთ, რადიუსის ფარგლებში არის. ამიტომ, გამოყოფის საზღვრის რედაქტირების შემდეგ, შესაძლებელია, საჭირო გახდეს გამოყოფის ოლქის კორექცია.

2) Contrast (კონტრასტი) – ამაღლებს კონტრასრს საზღვრებზე.

II განყოფილება სამი პარამეტრით არის წარმოდგენილი:

1) Smooth (მოსწორება) – უზრუნველყოფს საზღვრების მოსწორებას.

2) Feather (გადარეცხვა) – არბილებს გამოყოფის საზღვრებს.

3) Contract/Expand (შემცირება/გადიდება) – ამცირებს ან ზრდის გამოყოფის ოლქის საზღვარს. დადებითი მაჩვენებელი – ზრდის, უარყოფითი ამცირებს.

სადიალოგო ფანჯრის მარჯვენა ნაწილში მოთავსებულია Preview გადამრთველი, რომელიც უზრუნველყოფს რედაქტირების შედეგების ასახვას სადიალოგო ფანჯარაში. გადამრთველის ქვემოთ მოთავსებულია მასშტაბირებისა და გადაადგილების ტრადიციული ღილაკები.

Default ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, მოხდება შერჩეული პარამეტრების შენახვა და სადიალოგო ფანჯარა შენახული პარამეტრებით გაიხსნება.

Refine Edge სადიალოგო ფანჯარაში OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ, გამოსახულებაზე რედაქრირებული გამოყოფის ოლქი დაფიქსირდება, მაგრამ საჭირო გახდება რადიუსის ზონაში მოხვედრილი, გაუქმებული პიქსელების აღდგენა. მსგავსი ოპერაციის ჩატარება რამოდენიმე ხერხით არის შესაძლებელი, მათ შორის ყველაზე მარტივი, გამოყოფის ოლქის საფუძველზე ფენის ნიღბის შექმნა და რედაქტირება არის:

I. Layers პალიტრაში, უნდა მოვახდინოთ გამოსახულების ფენის დუბლირება და დავაჭიროთ ნიღბის შექმნის ღილაკს (გამოყოფის კონტური ავტომატურად გაუქმდება). გავთიშოთ უკანა ფონი, რომ გამოჩნდეს სარედაქციო ზონები.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

II. გავააქტიუროთ ხელსაწყო ფუნჯი (მოცემულ შემთხვევაში 0 % სიმაგრით) თეთრი საღებავით და ნიღბის აქტიურობის პირობებში, გადავუსვათ გამოსახულებას იმ ადგილებში, სადაც პიქსელები არის აღსადგენი.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

III. გამოყოფის ოლქის რედაქტირება შეგვიძლია, გამოყოფის ობიექტის ახალ ფონზე გადატანის შემდეგაც.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

Photoshop CS5 ვერსიაში, Refine Edge ხელსაწყომ დიდი ცვლილიბები განიცადა, როგორც ვიზუალურად, ისე ფუნქციონალურად.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

წინა ვერსიასთან შედარებით, ხელსაწყო ძალიან დაიხვეწა და მისი გამოყენებით შესაძლებელია რთული გამოყოფის მარტივად შესრულება. მოცემულ გაკვეთილში იგივე გამოსახულება არის შერჩეული, რომელიც გამოყენებული იყო, გამოყოფის ოლქის ალფა-არხით შექმნის განხილვის დროს. იმ მეთოდით გამოყოფის ოლქის შესაქმნელად, გამოყენებული იყო ხატვის, კორექციის და რეტუშის ხელსაწყოები. ამ შემთხვევაში, იგივე გამოყოფის ოლქის შექმნა, მხოლოდ Refine Edge ხელსაწყოს გამოყენებით არის შესაძლებელი:

I. გამოსახულებაზე რომელიმე ხელსაწყოს საშუალებით (მაგ., Polygonal Lasso) გამოვყოთ ობიექტი, ისე რომ ობიექტის უკანა ფონის ნაწილი, გამოყოფის საზღვრის შიგნით არ მოხვდეს.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

II. დავაჭიროთ ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე Refine Edge ღილაკს.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

III. Refine Edge სადიალოგო ფანჯრის, View Mode (ასახვის რეჟიმი) განყოფილების, View ჩამოსაშლელი მენიუდან უნდა ავირჩიოთ გამოყოფის ოლქის ასახვის რეჟიმი:

* Marching Ants – გამოყოფის კონტური;

* Overlay – სწრაფი ნიღბის მსგავსი ფონი;

* On Black – შავ ფონზე;

* On White – თეთრ ფონზე;

* Black & White – შავ-თეთრი;

* On Layers – ფენებზე;

* Reval Layer – ფონის ჩვენება.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

ყველაზე მოსახერხებელია On Layers რეჟიმში მუშაობა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ რეჟიმზე შეიძლება გადასვლა, ნებისმიერ მომენტში.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

IV. სადიალოგო ფანჯრის Edge Detection (საზღვრის აღმოჩენა) განყოფილებაში, გამოყოფის საზღვრის ზონის გასადიდებლად, რადიუსის პარამეტრის ბერკეტი უნდა გადავწიოთ მარჯვნივ. ბერკეტის გადაადგილებასთან ერთად, დოკუმენტის ფანჯარაში გამოჩნდება გამოსახულების ის ნაწილები, რომლებიც გამოყოფის კონტურის მიღმა იყო დარჩენილი.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

პროგრამა, მითითებული რადიუსის ფარგლებში, გაანალიზებს გამოსახულებას, რის შემდეგაც, პიქსელების გარკვეულ ნაწილს ჩართავს გამოყოფის ოლქში, ნაწილს კი გამორიცხავს ან გამჭვირვალობას შეუმცირებს.

გამოყოფის რადიუსის ანუ იმ ზონის ნახვა, რომელსაც პროგრამა ანალიზს უკეთებს, სადიალოგო ფანჯრის View Mode განყოფილაბაში, Show Radius (რადიუსის ჩვენება) გადამრთველის ჩართვით არის შესაძლებელი. ამავე განყოფილებაში, Show Original გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, საწყისი გამოყოფის ოლქის ნახვა შეიძლება.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

კარგი გამოყოფის ოლქის შესაქმნელად, რადიუსის სწორად შერჩევა არის საჭირო. ამისათვის, უნდა მოვახდინოთ რადიუსის რედაქტირება. პირველ რიგში, უნდა გამოვიყენოთ რადიუსის ავტომატური რედაქტირების Smart Radius (ჭკვიანი რადიუსი) გადამრთველი, რომელიც Edge Detection განყოფილებაში არის მოთავსებული. გადამრთველის ჩართვის შემდეგ, პროგრამა ავტომატურად შეამცირებს რადიუსს მკვეთრი საზღვრების ზონაში, ხოლო რბილ საზღვრებში – გაზრდის.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

Radius -ის ბერკეტისა და Smart Radius გადამრთველის გარდა, რადიუსის ზონის რედაქტირება ხელითაც შეიძლება, Edge Detection განყოფილების მარცხნივ მდებარე, სპეციალური ფუნჯების საშუალებით.

ავტომატურ რეჟიმში აქტიურია Refine Radius Tool (რადიუსის დაზუსტება) ხელსაწყო, რომელიც ზრდის რადიუსის ფარგლებს, ხოლო ფუნჯის პიქტოგრამაზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაჭერის შემთხვევაში, იხსნება მენიუ და შესაძლებელია Erase Refinements Tool (დაზუსტების წაშლა) ხელსაწყოს გააქტიურება, რომელიც შლის რადიუსს.

ხელსაწყოების შესაცვლელად, აუცილებელი არ არის მენიუს გახსნა და ხელსაწყოს არჩევა. ამის გაკეთება კლავიატურის Alt ღილაკზე დჭერითაც არის შესაძლებელი. ერთი ხელსაწყოდან მეორე ხელსაწყოზე გადასვლა, ღილაკის მეშვეობით, უფრო სწრაფი და მოსახერხებელია.

რადიუსის გადიდების ფუნჯს ცენტრში „+“ ნიშანი აქვს, ხოლო გამოკლების ხელსაწყოს – „-“. აღნიშნული ხელსაწყოების გამოყენებით, რადიუსის რედაქტირება შეიძლება, როგორც Show Radius გადამრთველის აქტიურობის პირობებში, ასევე გადამრთველის გათიშვის შემდეგ, პირდაპირ გამოსახულებაზე.

ხელსაწყოს პიქტოგრამაზე დაწკაპუნებისა და მაუსის მარცხენა ღილაკით გამოსახულრბაზე დაჭერის შემდეგ, ფუნჯი უნდა გადავატაროთ იმ ადგილებზე, სადაც სავარაუდოდ, გამოსახულების გამოყოფის ოლქში შესაყვანი ნაწილები გვეგულება. ვიდრე ღილაკზე თითი გვაქვს დაჭერილი, ფუნჯის გადასმის ზონაში, გამოსახულების ორიგინალის ნაწილები ჩანს და შეგვიძლია ფუნჯის მიმართულებისა და რადიუსის ზომის განსაზღვრა. მაუსიდან თითის აღების შემდეგ, გამოსახულების ორიგინალის ნაწილი ქრება და რადიუსი ფიქსირდება. იმ შემთხვევაში, თუ რადიუსის ზონაში არასასურველი ნაწილები მოხვდება, უნდა დავაჭიროთ Alt ღილაკს და რადიუსის ზედმეტი ნაწილები წავშალოთ.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

V. რადიუსის დაფიქსირების შემდეგ, საჭიროა დანარჩენი პარამეტრების დარეგულირება.

სადიალოგო ფანჯრის Adjust Edge (საზღვრის დარეგულირება) განყოფილებაში 4 პარამეტრი არის მოცემული: Smooth (მოსწორება), Feather (გადარეცხვა), Contrast (კონტრასტი) და Shift Edge (საზღვრის გადწევა). აღნიშნული პარამეტრების გამოყენებით, შესაძლებელია გამოყოფის საზღვრის მოსწორება, შერბილება, კონტრასტის ამაღლება და გამოყოფის ოლქის გაზრდა ან შემცირება.

Output (გამოტანა) განყოფილებაში, Decontaminate Colors (ფერის სისუფთავე) გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, აქტიური ხდება Amount (ეფექტი) პარამეტრი, რომელიც გამოიყენება, რადიუსის ფარგლებში მოხვედრილ გამოყოფის ოლქში ფერის „გასასუფთავებლად“. ამ პარამეტრის გამოყენების შემთხვევაში, მოხდება ფერის აღდგენა დაბალი გამჭვირვალობის პიქსელებზე და უკანა ფონის პიქსელების საერთოდ გაქრება. ეს ეფექტი იმით არის გამოწვეული, რომ დაბალი გამჭვირვალობის პიქსელების ფერის აღდგენა და უკანა ფონის „გაქრობა, “ ხდება მეზობელი პიქსელების ფერით ჩანაცვლების ხარჯზე. თუ პრობლემატური ზონა დიდია, როგორც მოცემულ შემთხვევაში, ამ პარამეტრის გამოყენება რეკომენდირებული არ არის, რადგან ფერის ჩანაცვლების შემდეგ, გამოსახულების ტექსტურა იკარგება. ნახევრადგამჭვირვალე პიქსელების აღდგენა, უმჯობესია სადიალოგო ფანჯრის დახურვის შემდეგ.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

VI. ყველა პარამეტრის დარეგულირების შემდეგ, უნდა მოვახდინოთ რედაქტირებული გამოყოფის ოლქის გამოტანა:

Output განყოფილების Output to ჩამოსაშლელ მენიუში უნდა ავირჩიოთ შედეგის დაფიქსირების ფორმა. ეს შეიძლება იყოს:

* Selection – გამოყოფის კონტური;

* Layer Mask – ფენის ნიღაბი გამოსახულებაზე;

* New Layer – ახალი ფენა;

* New Layer with Layer Mask – ახალი ფენა ნიღბით;

* New Document – ახალი დოკუმენტი;

* New Document with Layer Mask- ახალი დოკუმენტი ფენის ნიღბით;

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

მოცემული ვარიანტებიდან ავირჩიოთ New Layer with Layer Mask პუნქტი და დავაჭიროთ OK ღილაკს. ამ შემთხვევაში, გამოსახულებას ნიღაბი დაემატება, რაც გამოყოფის ოლქის რედაქტირების საშუალებას მოგვცემს, ხოლო გამოსახულება უცვლელი დარჩება (ავტომატურ რეჟიმში გამოსახულების ფენას „თვალი“ გაეთიშება Layers პალიტრაში).

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

VII. გამოყოფის ოლქის დაფიქსირების შემდეგ, რადიუსის ზონის ფარგლებში მოხვედრილი პიქსელების ნაწილი, შესაძლებელია, ნახევრად გამჭვირვალე იყოს. ასეთი პიქსელების აღსადგენად, საჭიროა ხელსაწყო ფუნჯის გააქტიურება, ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე, Mode ჩამოსაშლელი მენიუდან Overlay რეჟიმის არჩევა და თეთრი ფერის ფუნჯის პრობლემურ ადგილებზე გადატარება. ფუნჯით მუშაობის დროს, აქტიური უნდა იყოს ფენის ნიღაბი. Overlay რეჟიმში, თეთრი ფერის ფუნჯი მხოლიდ ღია ფერის პიქსელებს ღებავს, ხოლო შავი ფერის ფუნჯი – მხოლოდ მუქი ფერის პიქსელებს. ასე, რომ, შესაძლებელია გამოყოფის ოლქზე, გამოსახულების ნაწილების მიმატება და გამოკლება.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

VIII. გამოყოფილი ობიექტი შეგვიძლია გადავიტანოთ ახალ ფენაზე და შევაფასოთ მოღებული შედეგი.

გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში

0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0