x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქამა სოკოს სალათი
ქამა სოკოს სალათი


ინგრედიენტები:


ქამა სოკო - 300 გრ.

ნიორი - 1 კბილი


ლიმონის წვენი - 1 ს. კ.

ლიმონის ცედრი - 0, 5 ჩ. კ.

ზეითუნის ზეთი - 100 მლ.

მარილი ან სოიოს სოუსი - გემოვნებით

შაქარი - 1 მწიკვი

დაფქული პილპილი - გემოვნებით

დაფქული წითელი წიწაკა - 0, 5 ჩ. კ.

ოხრახუში - რამოდენიმე ღერი

ზეთი (ნებისმიერი) - სოკოს შესაწვავად


მომზადება:


1. სოკო კარგად გაწმინდეთ ქაღალდის პირსახოცით (არ გარეცხოთ, რადგან დიდი დრო იქნება საჭირო სითხის ასაორთქლებლად) > პატარა ზომის სოკოები არ დაჭრათ, ხოლო დიდი - 4 ნაწილად გაჭერით.

2. თასში ერთმანეთს შეურიეთ: ზეთი, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი ან სოიოს სოუსი, შაქარი, პილპილი და წიწაკა, ლიმონის ცედრი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ რამოდენიმე წვეთი ბალზამიკო (არომატისთვის).

3. სოკო შეწვით ზეთში, 10-15 წუთის მანძილზე, ვიდრე კარგად არ დაწითლდება.

4. დაელოდეთ, ცოტა რომ შეგრილდება > გადაიტანეთ თასში, რომელშიც დანარჩენი ინგრედიენტები არის შერეული > კარგად აურიეთ და წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ.

0
387
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0