x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გალინა ჯუღაშვილი: ტყვეობაში მამის როლს მისი ორეული, აბვერის აგენტი ასრულებდა. (გაგრძელება)

(იხ. დასაწყისი: მითები და რეალობა იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის შესახებ. იყო თუ არა ის ტყვეთა ბანაკში. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XIX)



ინტერვიუ გ. ჯუღაშვილთან (მცირედი შემოკლებით). «КП» 2007 წ.


გალინა ჯუღაშვილი


იაკობ ჯუღაშვილის შვილმა კომენტარი გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებულ საარქივო მასალებზე.



მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ ნაწყვეტი გალინა ჯუღაშვილის ახალი წიგნიდან «ბელადის ოჯახის საიდუმლო» («მამა ტყვეობაში არ ყოფილა», «КП», ა. წ. 7.06.), რედაქციაში, ერთი და იგივე შინაარსის, უამრავი კითხვა მოვიდა: არსებობს თუ არა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს სტალინის შვილიშვილის ვერსიას, მამის სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით?

დღეს ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს თავად წიგნის ავტორი, იაკობ ჯუღაშვილის შვილი გალინა ჯუღაშვილი.

... იაკობის ხელწერა გააყალბეს

- გალინა იაკოვლევნა, თქვენ ერთადერთი ბავშვი იყავით ოჯახში?
- დიახ.
- კარგად გახსოვთ მამა?
- რა თქმა უნდა, მახსოვს. მას ჩემთვის წიგნები მოჰქონდა, სათამაშო ზარები, მანქანით მასეირნებდა...
- მისი ფრონტზე წასვლა გახსოვთ?
- არა. ამის შესახებ ძიძა მიყვებოდა.
- არსებობს ვერსია, რომ იაკობ ჯუღაშვილი ფრონტზე მამის მოთხოვნით წავიდა. ეს სიმართლეა?
- არა, ეს სისულელეა. მამა პროფესიონალი სამხედრო იყო, დაამთავრა საავიაციო აკადემია და როდესაც ომი დაიწყო, მაშინვე ფრონტზე წავიდა. სხვანაირად მოქცევა აზრადაც არ მოსვლია.
- იმის «ნივთმტკიცებად», რომ იაკობ ჯუღაშვილი არ დაიღუპა 1941 წლის ივლისში და ტყვედ ჩაბარდა, გერმანელები წერილს იყენებდნენ, რომელიც თითქოს მან მამას მისწერა...
- დიახ, სწორედ ეს წერილი იყო იმ ფურცლებს შორის, რომელებსაც გერმანელები საბჭოთა პოზიციების თავზე ყრიდნენ თვითფრინავიდან. მაგრამ, კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო: ეს - სიყალბეა, რაც დოკუმენტებითაც მტკიცდება. არსებობს თავდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალური ექსპერტების დასკვნა, რომელშიც ნათქვამია: «წერილი, რომელიც დაწერილია ი. ჯუღაშვილის სახელით, 1941 წლის 19 ივლისს, იწყება სიტყვებით «ძვირფასო მამა!..» და მთავრდება სიტყვებით «...მოკითხვა ყველას. იაშა», არ დაუწერია იაკობ იოსების ძეს, ის დაწერილია სხვების მიერ». იგივე ეხება საკონცენტრაციო ბანაკში, 1942 წლის 20 სექტემბერს, იუგოსლავიელი გენერლის სტეფანოვიჩის დღიურში «მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერს».
- როგორ დაამტკიცეთ რომ ხელწერა გაყალბებული იყო?
- მე ექსპერტიზაზე გადავეცი მამას კონსპექტები და ერთადერთი წერილი, რომელიც მან დედას ფრონტიდან გამოუგზავნა.
- და რას იტყვით «იაკობ ჯუღაშვილი ტყვედ ყოფნის» სურათებზე, რომლებიც ასევე იყო გერმანელების მიერ ჩამოყრილ ფურცლებზე...

- ამასთან დაკავშირებითაც არსებობს ექსპერტების დასკვნა - ყველა «სურათი» დამონტაჟებული და რეტუშირებული არის. ამასთან, არ არსებობს სტალინის შვილის ტყვეობაში ყოფნის ამსახველი კინოფირები.
- ჩვენს წინა პუბლიკაციებში, იაკობ ჯუღაშვილის «დაკითხვის ოქმებსაც» ახსენებდით. თქვენთან როგორ მოხვდა ეს დოკუმენტები?
- მე მხოლოდ ასლები ვნახე. ისინი ჟურნალისტმა, გვარად აპტმა მაჩვენა, რომელიც სოხუმში ცხოვრობდა, ხოლო მასთან ოქმები გერმანიიდან მოხვდა. ყველა ოქმი, იმ ადამიანის ხელმოწერის გარეშე იყო, ვისაც ჰკითხავდნენ.
- შეიძლება ამასთან დაკავშირებით კითხვა გაჩნდეს: თუ აბვერის აგენტი იყო ბანაკში იაკობის ნაცვლად და დაკითხვაზეც ის იმყოფებოდა, დაკითხვის ოქმზე მან ან ვინმე სხვამ ხელი რატომ არ მოაწერა? წერილი ხომ გააყალბეს ...
- ხელმოწერის გაყალბება ძალიან ძნელია. ამისთვის დრო იყო საჭირო.
- კიდევ რამ დაგაეჭვათ იმაში, რომ «ოქმი» - გაყალბებული იყო?
- იმან რომ ადამიანი, რომელიც თავს «სტალინის შვილად» ასაღებდა, ნორმალურად მისი ბიოგრაფია არ იცოდა. საკუთარ დაბადების ადგილად, მან ბაქო დაასახელა. მამა აზერბაიჯანში კი არა, სოფელ ბაჯშია დაბადებული, საქართველოში. ეტყობა გერმანელებმა ეს «ლეგენდა» სახელდახელოდ “გამოაცხეს"...
- როდის ჩაუტარდა ამ მასალებს ექსპერტიზა?
- 2002 წ. მას შემდეგ, რაც ისევ გაჩნდა ეჭვი რომ მამა შესაძლოა მართლაც ყოფილიყო ტყვეთა ბანაკში. მე მოვითხოვე განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება. მაგრამ ეს არ გააკეთეს, ვფიქრობ რომ წინა ექსპერტიზის შედეგები, არანაირ ეჭვს არ იწვევდა.

ბელადის რძალს ციხე ელოდა

- მე სადღაც წავიკითხე, რომ იაკობ ჯუღაშვილის ოჯახს, მას შემდეგ რაც ის თითქოსდა ტყვედ ჩაბარდა, მოსკოვი დაატოვებინეს.
- არა, ასე არ ყოფილა.
- თქვენთვის ცნობილია რა რეაქცია ჰქონდა სტალინს «შვილის წერილზე», რომელიც მას დიპლომატიური ფოსტით მოუტანეს?

- ჩემთვის რთულია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი.
- იქნებ ოჯახში მოგვიანებით იყო ამაზე საუბარი?
- არა. ამ თემაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდნენ.
- კრემლში სტალინს თუ შეხვედრილხართ?
- არა. კრემლში დეიდასთან, სვეტლანა ალილუევასთან ვცხოვრობდი, მოგვიანებით დედასთან დამაბრუნეს.
- რა გაგებით?
- ომის დაწყებისას დედა დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს.
- ქმრის გამო?
- დიახ. ყველაფერი ისე აეწყო... სურათზე, რომელზეც მამა გერმანელ ოფიცერთან ერთად ზის მაგიდასთან, მას ძველი ქურთუკი აცვია. ამ ქურთუკს ის თევზაობის და ნადირობის დროს იცვამდა. ეს აშკარად მონტაჟი იყო. დედას კი დააბრალეს რომ ქმართან კავშირი ჰქონდა და ქურთუკიც გაგზავნილი იყო. ამიტომ დააპატიმრეს.

იყო კიდევ ერთი მომენტი. მამის სამხედრო მისამართი მხოლოდ დედამ იცოდა. გერმანელებმა კი მისი პოლკი ძალიან სწრაფად მოაქციეს ალყაში, თითქოს იცოდნენ, რომ იქ სტალინის შვილი იყო. გაიხსენეს ისიც, რომ 30-იან წლებში დედა გერმანიაში მკურნალობდა და იქ ნაცნობები ჰყავდა. აი ყველაფერი ეს «ერთ საქმეში» გააერთიანეს და დედას ქმრის ღალატი დააბრალეს, თითქოს მან შეატყობინა გერმანელებს იაკობ ჯუღაშვილის პოლკის ადგილმდებარეობის შესახებ.

- ის დიდ ხანს იყო ციხეში?
- წელიწადნახევარი. 1942-ში გაათავისუფლეს.
- სტალინი ჩაერია?
- არ ვიცი. მაგრამ ყველა ბრალდება უსაფუძვლო გამოდგა და გამოუშვეს.
«ეს დარტყმა იყო სტალინისთვის»
- სტალინს სჯეროდა რომ მისი შვილი ტყვეთა ბანაკში იყო?
- არ ვიცი. ის ძალიან გულჩათხრობილი ადამიანი იყო და არც თავისი გრძნობების გამომზეურება უყვარდა. ერთში კი დარწმუნებული ვარ: მას რომ დაეჯერებინა, რომ შვილი გერმანელებს ტყვედ ჩაბარდა, მისი ოჯახის წევრებზე არ იზრუნებდა.

- რას გულისხმობთ?
- მაშინ 12 წლის ვიყავი, სვეტლანა ალილუევასთან და მის შვილთან ერთად აგარაკზე ვცხოვრობდი, როდესაც პაპა ჩვენს სანახავად მოდიოდა, ყოველთვის ერთი და იგივეს იმეორებდა: «გავს, გავს...». ამას რომ ამბობდა, მეფერებოდა და მკოცნიდა. მე ვერ ვხვდებოდი რას ამბობდა, შემდეგ სვეტლანამ ამიხსნა, რომ მამას მამსგავსებდა...
- როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ისახავდნენ გერმანელები, მამათქვენის ტყვედ ჩაბარების ისტორია რომ გაავრცელეს?
- რა თქმა უნდა, ამით მათ სტალინისთვის უნდოდათ დარტყმის მიეყენება. ეს გებელსის მიერ მოგონილი პროპაგანდის ნაწილი იყო. გერმანელების მიერ თვითფრინავიდან გადმოყრილ ფურცლებზე პირდაპირ ეწერა:

«სტალინის შვილი, იაკობ ჯუღაშვილი, მე-14-ე ჰაუბიცის პოლკის, მე-14-ე სატანკო დივიზიის, უფროსი ლეიტენანტი, გერმანელებს ტყვედ ჩაბარდა. თუ ისეთი გამოჩენილი ოფიცერი და წითელი მეთაური ტყვედ ჩაბარდა, ეს იმას ამტკიცებს, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს. ამიტომ, დაასრულეთ ომი, იარაღი დაყარეთ, ისარგებლეთ საშვებით და ჩვენს მხარეს გადმოდით». საშვები იმავე ფურცლებზე იყო დაბეჭდილი.
- გალინა იაკოვლევნა, რამდენი ხანია რაც ამტკიცებთ «სიმართლეს იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის» შესახებ?
- 5 წელი იქნება, ალბათ. ეჭვი ყოველთვის მქონდა, რომ მამა ტყვედ არ ჩაბარებულა და ეს მაშინ უფრო გამძაფრდა, რაც ჩვენი ოჯახის მეგობარმა, გენერალმა არტემ სერგეევმა შეძლო მამის რაზმიდან, თითქმის ერთადერთ გადარჩენილ ჯარისკაცთან დალაპარაკება. მან ბრძოლის დროს კონტუზია მიიღო და როდესაც გონზე მოვიდა, რაღაც სასწაულით დააღწია თავი ალყას. მან არტემს უამბო, რომ რაც მამასთან დაკავშირებით ახსოვდა, ის არის რომ: «უფროსი ლეიტენანტს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა. მასზე ბევრი სისხლი იყო».

მამა ტყვეთა ბანაკში კი არა, უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა 1941 წლის ივლისის შუა რიცხვებში.
- საერთოდ, ბევრი ნათესავი დარჩა სტალინს?
- დიახ, ცოტანი არ არიან.
- რა დამოკიდებულება აქვთ მათ იაკობ ჯუღაშვილის პერსონისადმი?
- ძალიან კარგი.
- და ამ დისკუსიასთან: იყო სტალინის შვილი ტყვედ - არ იყო...
- არანაირი. მათთვის სულერთია... ხოლო ჩემთვის, სიმართლე მამის შესახებ, ყველაზე მთავარია.

1
1216
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1216
  
2019, 2 თებერვალი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1