x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ მოვირჩინოთ დამსკდარი ქუსლები
კანის სიმშრალე და დახეთქილი ქუსლები დღეს ძალიან ბევრი მანდილოსანის (და არა, მარტო) პრობლემაა. მათთვის, ვისაც აწუხებს დამსკდარი ქუსლების პრობლემა ცხადია, რომ გარდა ესთეთიკური დეფექტისა, თან ახლავს დამახასიათებელი ტკივილები. ძირითადად, ქუსლები მაშინ სკდება, როცა კანი მეტისმეტად შრება და ელასტიკურობას კარგავს. ნახეთქების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს კანის არათანაბარმა გადაჭიმვამ - ზაფხულში ტენის გამო კანის ზედაპირული შრე იჭიმება, ხოლო ზამთარში სკდება. ქუსლები ხშირად აქვთ დახეთქილი იმ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ კანის დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები. გარდა ამისა, ნახეთქები შეიძლება იყოს ავიტამინოზის, შაქრიანი დიაბეტისა და გასტრიტის ნიშანი. ცივ სეზონზე მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს სინთეტიკური წინდებისა და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება, ხოლო საზაფხულო ღია ფეხსაცმელში ფეხები საერთოდ დაუცველი რჩება.

image


პრობლემა რთულად მოსაგვარებელია, მაგრამ მისი მოგვარება მაინც შეიძლება. ამისთვის საჭიროა სამკურნალო პროცედურების რეგულარული ჩატარება და დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება. უწინარეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ქუსლების დახეთქვა, ამ კითხვით კი უმჯობესია დერმატოლოგს მივმართოთ, მსუბუქი ფორმების შემთხვევაში კი შეგიძლიათ თვითმკურნალობა სცადოთ.


image


მინდა გასწავლოთ რამოდენიმე მარტივი, ფეხის დახეთქილი ქუსლების სამკურნალო პროცედურა სახლის პირობებში:


1. დახეთქილი ქუსლების სამკურნალო ძირითადი საშუალებაა ვაზელინზე დამზადებული პრეპარატები. სუფთა ვაზელინი არბილებს კანს და ხელს უწყობს მის დატენიანებას. ძილის წინ ფეხები დაიბანეთ ბორის მჟავას ხსნარით შეზავებული ცხელი წყლით, 1 ჩ. კ. ბორის მჟავა 1 ლ წყალზე ფარდობითობით, შეიმშრალეთ, ნახეთქებზე წაისვით ვაზელინი და დაიკარით ლეიკოპლასტირი, გაიჩერეთ დილამდე. პროცედურა მეორდება ყოველ საღამოს მანამდე, სანამ ნახეთქები არ გაქრება.



2. აიღეთ თანაბარი რაოდენობის ფუტკრის ცვილი, პარაფინი და სალიცილის მჟავა, ცეცხლზე შეათბეთ და ერთმანეთში აურიეთ. მიღებული ნარევი ბამბის ტამპონით დაიდეთ ქუსლზე, გააშრეთ და ზემოდან დაადეთ მეორე შრე. 2-3 შრე საკმარისია. გამშრალი აპკი კარგად გადაიხვიეთ დოლბანდით. 24 საათის შემდეგ გაიკეთეთ საპნიანი და სოდიანი წყლის აბაზანა, მოიცილეთ ცვილის აპკი და ქუსლი პემზით დაიმუშავეთ. ეს პროცედურა ტარდება რამდენჯერმე.



3. ღრმა ნახეთქების ინფიცირების თავიდან ასაცილებლად დახეთქილი ქუსლები ანტიბიოტიკის შემცველი მალამოთი დაიმუშავეთ, წაისვით და წრიული მოძრაობებით დაიზილეთ. საერთოდ, ქუსლების მკურნალობისას უპირატესობა მიანიჭეთ იმ კრემებს, რომლებიც დინდგელს ან A და F ვიტამინებს შეიცავს. მკურნალობის გარეშე ქუსლის ნახეთქებში სოკო ჩაჯდება. ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სოკოს საწინააღმდეგო მალამო - კლოტრიმაზოლი, მიკოსეპტინი ან რომელიმე სხვა.



4. დაიწყეთ თბილი წყლის პროცედურებით. სოდიანი აბაზანები კარგად არბილებს კანს, არც სკრაბი დაივიწყოთ: დაორთქლილი ფეხები კარგად გაიხეხეთ პემზით ან სპეციალური ჯაგრისით. გარქოვანებული კანის დროულად მოცილება აუცილებელია. დახეთქილი ქუსლები დარბილდება და გლუვი გახდება, თუ ყოველდღე, თბილი აბაზანის შემდეგ, ნახეთქებში შეიზელთ ზეითუნის ზეთს. არაჩვეულებრივია დროდადრო კანის ცხიმოვანი კრემით დაზელა. ასეთი მასაჟი გააძლიერებს ქუსლებსა და ტერფებში სისხლის მომოქცევას და ხელს შეუწყობს ნახეთქების შეხორცებას. ეს პროცედურები ჩაიტარეთ ძილის წინ, მერე კი ბამბის წინდები ამოიცვით.



5. მოხარშეთ კარტოფილი კანიანად. მიისრისეთ ქუსლებზე თბილი მასა. კარგი იქნება თუ შეძლებთ და ნახევარი საათს მაინც გაიჩერებთ ფეხზე. გაიწმინდეთ შემდეგ ნაჭრით და წაისვით ფეხის ცხიმიანი კრემი. იმეორეთ აღნიშნული პროცედურა 3-5 დღე.



6. ქუსლის ნახეთქები ძალიან მალე მოშუშდება, თუ ყოველდღიურად გამოიყენებთ კულმუხოს ფესვების საფენებს ან ცხელ კომპრესებს. ნახეთქების საუკეთესო წამალია ქორფა კომბოსტოს ფოთოლი - მიიდეთ ღამით ქუსლებზე და გადაიხვიეთ, ხოლო დილით ნახეთქებზე წაისვით ნებისმიერი დამარბილებელი კრემი.



7. ზედაპირულ ნახეთქებს მოაშუშებს გახეხილი ვაშლისა და ხახვის საფენები - აიღეთ წვნიანი ვაშლი ან ხახვი და გახეხეთ წვრილად. მიღებული პიურე დააფინეთ უხეშ ქსოვილზე, მიიდეთ ქუსლზე და დოლბანდით გადაიხვიეთ. იმკურნალეთ რამდენიმე დღე. იმავე მეთოდით შეიძლება ღრმა ნახეთქების მკურნალობაც, ოღონდ უმი პომიდვრით.


image




P.S. გისურვებთ ჯანმრთელობას.

4
19181
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
19181
  
2015, 4 სექტემბერი, 21:38
სასარგებლო რჩევებია,მე მაკუშ აფღიაქში გლიცერინს ვყიდულობ და ძილის წინ ვისვამ,მერე წინდები და შედეგო ძალიან კარგია
2015, 4 სექტემბერი, 15:24
არაუშავს, მაინც მადლობა ;)
2015, 4 სექტემბერი, 15:23
უი ვერ გავაზიარე...უკვე გაზიარებულია ...
2015, 4 სექტემბერი, 15:23
გავაზიარე, კარგი რჩევაა
0 1 4